x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პატარძალმა საქმროს ნებართვა სთხოვა ყოფილს უკანასკნელად გადახვეოდა,საქმროს პასუხი სრულიად მოულოდნელი იყო(ვიდეო)
image

ინტერნეტმომხმარებლები ასევე არ ელოდნენ ასეთი ფინალის ხილვას და კომენტარებში აქტიური დისკუსია წამოიწყეს.



ქორწილი ზოგჯერ შეიძლება მოულოდნელად წარიმართოს და იქ რაიმე არაპროგნოზირებადიც მოხდეს.


ამის დასტურია ინდონეზიელი მაიან სარი, დასავლეთ იავადან, რომელმაც მომხმარებლებს "ტიკტოკზე" ვიდეო გაუზიარა და 5, 5 მილიონი ნახვა დააგროვა.



ვიდეოში გოგონა თავის საქმროსთან, რადენ იქბალთან იდგა, როდესაც მათ პატარძლის ყოფილი მეგობარი ბიჭი მიუახლოვდა... ამ დროს აუდიტორია მზად იყო საშინელი სკანდალი ენახა, თუმცა სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.


ყოფილმა ბოიფრენდმა მიულოცა წყვილს და მაიანისკენ ჩასახუტებლად გაიწია, მაგრამ გოგონა მომავალ ქმარს მიუბრუნდა და ნებართვა სთხოვა. "შეიძლება უკანასკნელად ჩამეხუტოს?" - ეს ამოიკითხეს გამომწერებმა გოგონას ტუჩების მოძრაობით. ყველას გასაკვირად, რადენი დათანხმდა და პატარძალი ყოფილი შეყვარებულს გადაეხვია . ამის შემდეგ ბიჭი საკმაოდ წესიერად მოიქცა და მაიანას შემდეგ მიუბრუნდა საქმროს, იმასაც გადაეხვია და მიულოცა.

image

ქსელის მომხმარებლებს ეს სურათი საკმაოდ გაუკვირდათ, რის გამოც მათი მოსაზრებები კომენტარებში საპირისპიროდ გაიყო. ბევრმა დაინახა საქმროს შეჭმუხნული სახე და გამოლანძღეს გულმოწყალების გამო. სხვებმა მხარი დაუჭირეს რადენს, რომელიც აშკარად ძალიან დარწმუნებულია თავის საყვარელ ქალში, წერს World of Buzz.





-თქვენი ქმარი მეტს იმსახურებს

heybruh__


-მისი სახით აქ ვერავინ მოტყუვდება, მაგრამ არაუშავს, ძმაო, ჩვენ გვესმის შენი

gasuka.tiktok


-მან ნებართვა ხომ მაინც აიღო

kangpras_

(კომენტარებიდან)

0
476
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0