x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ანჯელინა ჯოლი ყიდის უინსტონ ჩერჩილის ერთადერთ ნახატს, რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის დროს


ანჯელინა ჯოლი ყიდის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ერთადერთ ნახატს, რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის დროს.



image



ნახატი აუქციონზე 2.5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიყიდება.


ჩერჩილმა 1943 წლის იანვარში კასაბლანკას კონფერენციაზე დასწრების შემდეგ, მაროკოში, დახატა "კუტუბიას მეჩეთის კოშკი", რომლის დროსაც მან და აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ჩამოაყალიბეს ნაცისტური გერმანიის დამარცხების სტრატეგიის შემდეგი ეტაპი.



ნახატი მას მერე შექმნა ჩერჩილმა, რაც ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მიიღებენ მხოლოდ "უპირობო დანებებას" აქსისის ძალებისგან, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი იყო ორი საომარი მოქმედი ფიგურისგან.


ჩერჩილმა ნახატი რუზველტს გადასცა და საბოლოოდ იგი ჯოლის საკუთარი ნამუშევრების კოლექციაში აღმოჩნდა.


"კუტუბიას მეჩეთის კოშკის" გაყიდვა 1 მარტს უნდა დაიწყოს.



imageკუტუბიას მეჩეთის კოშკი / უინსტონ ჩერჩილი

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0