სხვა ცნობილი რეპერი და მისი მეუღლე 100 გოგონას გაუპატიურებაში არის ეჭვმიტანილი 2021, 2 თებერვალი, 11:09
სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, როდესაც ვარსკვლავების ყოფილმა მეგობარმა, საბრინამ მათთან ურთიერთობა გაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ, მსახიობმა და ბიზნესმენმა, 42 წლის საბრინა პეტერსონმა მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაშორდა, ძველ მეგობრებს, ცნობილ ამერიკელ რეპერ T.I.- ს. და მისი მეუღლე თამეკა კოტლს, რომელიც თაინის სახელით არის ცნობილი. ქალმა განაცხადა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა წყვილთან, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა მას შემდეგ, როდესაც თამეკა საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო რეპერი კი საბრინას იარაღით დაემუქრა. ამ ამბის შემდეგ, მის პირად შეტყობინებებში მოდიოდა წერილები გოგონებისგან, რომლებმაც რეპერ T.I.-ის ოჯახის გარშემო საშინელი სიმართლე გაამჟღავნეს. საბრინას სხვადასხვა ასაკის და კანის ფერის დაზარალებულები უკავშირდებოდნენ. ისინი ყვებოდნენ, თუ როგორ ხვდებოდნენ ცნობილ წყვილთან წვეულებაზე, როგორ ბერავდნენ ჯერ ნარკოტიკებით, შემდეგ სცემდნენ და აუპატიურებდნენ. იმისათვის, რომ პრობლემები არ შექმნოდათ, კლიფორდ ჰარისი უმცროსი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით T.I. და მისი მეუღლე დაზარალებულებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ, თუ ვინმესთან რამე წამოცდებოდათ, წერს The Sun. "2016 წელს, ატლანტაში, მათ ნომერში მოვხვდი - ტელეფონები წაართვეს ყველას ვინც იქ იყვნენ, ნარკოტიკები მისცეს და თქვეს, რომ მხოლოდ ის დარჩებოდა, ვინც ტანსაცმელს გაიხდიდა. გამიმართლა, რადგან იქ ჩემი მეგობარი ტროი იყო, რომელმაც სხვა ოთახში გამიყვანა. დავინახე T.I. -ის როგორ გაჰყავდა გოგოები საძინებლიდან სააბაზანოში და სააბაზანოდან მისაღებ ოთახში. ერთ-ერთი ტიროდა, რადგან წასვლა უნდოდა, მაგრამ ტელეფონი არ მისცეს, რათა ტაქსი გამოეძახა" "დავინახე, როგორ დაკარგა გონება ერთ-ერთმა გოგონამ და აბაზანაში ჩააწვინეს, რომ ხელი არ შეეშალა მათთვის. მე ექთანი ვარ, ამიტომ შევიპარე მასთან, რათა პულსი გამესინჯა.. სუსტი ჰქონდა, თვითონ კი გოგონა კანკალებდა და გრძობაზე ვერ იყო. ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ის მაინც მახსოვს და ვმარჩიელობ, ნეტავ რა დაემართა მას ..." (მოწეების ჩვენებიდან) რეპერის ერთ წვეულებაზე ოცდაათზე მეტი გოგონა ხვდებოდა, ამიტომ საბრინას არ გაკვირვებია, როდესაც ძალადობის შესახებ ინფორმაცია უფრო და უფრო იზრდებოდა და, შედეგად, მსხვერპლთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. ყველა გოგო პოლიციაში გამოცხადდა და საბრინა ახლა მათთვის კარგ ფსიქოთერაპევტებს ეძებს. ცნობილი წყვილი უარყოფს ყველა ბრალდებას და აღნიშნავს, რომ მათ დიდი ისტორია აქვთ საბრინასთან და ქალმა მათ ათი წლის განმავლობაში ბევრი პრობლემები შეუქმნა. 40 წლის რეპერმა T.I. -მ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მოახერხა ცხრა მუსიკალური პრემიის მიღება, მათ შორის რამდენიმე "გრემი, " ასევე ითამაშა სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, მათ შორის "ადამიანი-ჭიანჭველა" და "ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი". 533 4-ს მოსწონს
|