x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოლივია ნიუტონ -ჯონი ვაქცინას არ გაიკეთებს,ხოლო მისი ქალიშვილი ცნობილი ანტივაქსერია
image
მართა სტიუარტი, ჯოან კოლინზი, სერ დევიდ ატენბორო,
ენდრიუ ლოიდ უებერი, არნოლდ შვარცენეგერი, ტომ ჯონსი და სხვები იმ მზარდ ცნობილ ადამიანთა სიაში არიან, რომლებმაც COVID-19- ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს.



მაგრამ "ნატურალური მედიცინის" დამცველის, 72 წლის ოლივია ნიუტონ-ჯონისთვის აცრა მის გეგმაში არ შედის.


კვირას პოპ-დივამ თავის 34 წლის ქალიშვილთან ხლოი ლატანცისთან ერთად The Herald Sun- თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს მომაკვდინებელი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას.

image


-არა, ახლა არა, - თქვა ოლივიამ, რომელსაც მკერდის კიბოს მე -4 სტადია აქვს.



ამასობაში Grease- ის ვარსკვლავმა მართალია დამატებით მიზეზი არ განმარტა, სამაგიეროდ მისი ქალიშვილი ხლოი სიამოვნებით აზიარებს საკუთარ უცნაურ მოსაზრებებს ვაქცინების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ სფეროში არავითარი განათლება არა აქვს მიღებული.

image

-მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ, მე ვარ ორგანიზმში ვერცხლისწყლის და პესტიციდების მოხვედრის წინააღმდეგი, რომლებიც ბევრ ვაქცინაში გვხვდება ”, - თქვა ხლოიმ, რომელიც თავის კავალერთან, ჯეიმს დრისკილთან ერთად, ორეგონში სამკურნალო კანაბისის მეურნეობას მართავს.



მან განაგრძო: ”ჩემთვის ნამდვილი წამალია ის, რასაც მიწიდან ვიღებთ. ვფიქრობ, ხალხი ენდობა ვაქცინებს, რადგან ექიმი ამბობს, რომ ის ახლაც ისეთივე უსაფრთხოა, როგორც უწინ. ”



ხლოი, რომელსაც სამედიცინო და სამეცნიერო კვალიფიკაცია არ აქვს, ამტკიცებს, რომ მან "კვლევა ჩაატარა" და ახლა თვლის, რომ ვაქცინები უსაფრთხო არ არის.

image

”ბავშვობაში, რომ მქონდა საშუალება მხოლოდ ბალახები და მცენარეები მიმეღო და ტოქსინები არ გამეკეთებინა..აი, ასე გავაკეთებდი”, - ამტკიცებს ის.


-ნატურალურმა მედიცინამ დედაჩემის სიცოცხლე იხსნა ”, - ამტკიცებს ხლოი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, იგი გულისხმობს ოლივიას ხანგრძლივ ბრძოლას ძუძუს კიბოსთან და სამედიცინო მარიხუანის რეკლამირებას, რომელიც თავად ხლოის ბიზნესია.



”ასე რომ, ბუნებრივი მედიცინა არის ის პარტია, რომელსაც მე ვეკუთვნი. არა რესპუბლიკელი !!! არა დემოკრატი! ამბობს ხლოი, რომელიც თავის პარტნიორ ჯეიმსთან ერთად ორეგონში კანაფის მეურნეობას მართავს.




პირბადის განხილვისას, ხლოი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პირბადე საჯაროდ უკეთია, ის მაინც თვლის, რომ ნიღბები "ზიანს აყენებს პატარა და ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც დღეში 9 საათის განმავლობაში იხრჩობიან".


ის იმასაც ირწმუნება, რომ ხალხი მას "შესტირიან", რადგან ნიღბების ტარების შემდეგ "მათ სუნთქვა არ შეუძლიათ და ახლა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ"




შეგახსენებთ, ავსტრალიელი მომღერალი ოლივია ნიუტონ-ჯონის სახელი გასული საუკუნის 70-იან წლებიდან გახდა ცნობილი. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მას 30 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელიც 100 მილიონი ასლი გაიყიდა. 5-მა მისმა სიმღერამ და 2-მა ალბომმა "ბილბორდის" ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა, არის "გრემის" 4 გზის პრემიის ლაურეატი.მომღერალი ჩინებული მსახიობიც გახლავთ. დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯონ ტრავოლტასთან დუეტში ნათამაშევი ფილმით "Crease”(1978). ოლივია ნიუტონ-ჯონი ცნობილი ჯგუფ “ELO”-ს წევრებთან ერთად თამაშობდა კინოსურათშიც “Xanadu”.ამის გარდა მომღერალი დიდ პროპაგანდას უწევდა აერობიკას.


0
47
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0