x
ყველა პარტია უნდა დაჯარიმდეს, რომლის საარჩევნო სააგიტაციო მასალაც დღემდე დაგხვდებათ ქუჩაში გამოკრული
არაერთი წელია ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი პოლიტიკურ გაერთიანებებს საკუთარ მოვალეობას ახსენებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნასთან დაკავშირებით.

ალექსანდრა შაკაია
საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრა შაკაია CICD-ში სტუდენტური პრაქტიკის ფარგლებში არაერთ თემაზე მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების შექმნის დეტალებზე, მათი დაფინანსების წყაროებზე და ამ შემთხვევაში რაც მთავარია სააგიტაციო მასალების თემაზე.


არ იყო რთული დედაქალაქში ამ კუთხით დარღვევების მოძიება, ასეთივე სიტუაციაა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში. აქვე გვინდა გაგიზიაროთ ალექსანდრას მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან სლაიდი, რომელიც ორგანული კანონის ჩანაწერს ეფუძვნება

სააგიტაციო მასალა CICD


მერიის სამსახურებს უკვე აქვთ დადგენილება სანქციების შესახებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მოხდეს მათი მკაცრად ამოქმედება. აპრობირებული და მიღებული პრაქტიკაა, როცა პარტიების გადახდილი ჯარიმა ხმარდება დასუფთავების სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.


შესაძლოა მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის 1000 ლარიანი სანქცია ზედმეტად მიზერულია, მაგრამ ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის სახელით მათ მაქსიმალურად გავუზრდით მორალურ სანქციას, ნებისმიერი მხარდამჭერისგან მივიღებთ და გამოვაქვეყნებთ სააგიტაციო მასალებით დაბინძურებული ქუჩების ფოტოებს და კიდევ ბევრჯერ მოვუწოდებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამის ორგანოებს, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დასაჯარიმებლად მსგავსი დარღვევების შემთხვევაში.

5
54
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
54
  
2021, 2 თებერვალი, 10:19
ჯოხი არავისზე არ უნდა გადატყდეს. ხედვები არ ემთხვევა,მაგრამ მიზანი კი. თქვენც გინდათ სუფთა გარემოში ცხოვრება და მეც. უბრალოდ,თქვენი ტაქტიკა მცდარია და გითხარით რატომაც. ჯერ ერთი,პლაკატების გაკვრა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს და თუ ხდება,მაშინ გარემო არ უნდა ბინძურდებოდეს ამით. ის,რომკანონში წერია რაღაც,არ ნიშნავს რო მისი ადმინისტრირება მოხდება. თვითონ წერენ კანონებს და აღსრულებაც მათ მოვალეობაა,რატომ დაიჯარიმებენ თავს?!
2021, 2 თებერვალი, 1:03
მადლობა რჩევებისთვის რომ გაისარჯეთ, ჩვენი ხედვები არ ემთხვევა და პრინციპში არც არის აუცილებელი :)

P.S. პრაქტიკანტს თავად ამ მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს, შეგიძლიათ ჯოხი ორგანიზაციაზე გადატეხოთ, ამ შემთხვევაში ჩემზე, როგორც თავმჯდომარეზე
2021, 31 იანვარი, 11:26
1. ჰაერიდან არ მომიტანია ის,რაც დავწერე. მისი ნაშრომებიდან ამონარიდი მოიყვანეთ და მეც ეგ ვახსენე. საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი არ უნდა ცდებოდეს ამაზეთქო.
2. მსგავსი მოთხოვნები რო მაინტერესებდეს,თქვენსავით სამოქალაქო აქტივისტი ვიქნებოდი :) უბრალოდ,გითხარით,არ აქვს აზრი მსგავს მოთხოვნებსთქო. როცა სახელმიწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან პარტიები,მაშინ ფულს ისე ხარჯავენ,როგორც მოესურვებათ და ისევ ჩვენს ფულს გადაიხდიან ჯარიმებშითქო. მაგის მოთხოვნას,დაფინანსების გაუქმება მოითხოვეთ ჯობია,რადგან საკუთარ ფულს უფრო გაუფრთხილდებიან და პლაკატებს აღარ გააკრავენთქო. დიდი იმედი არ მქონია რო გაიგებდით,რადგან სამოქალაქო აქტივისტებს ვიცნობ,სარკესთან ამუღამებენ აგიტაცია-პროპაგანდისთვის საჭირო უნარებს. წაკითხულის გააზრება უნდა დაამუღამოთ ჯერ,მერე აზროვნება და ერთ დღესაც შეიძლება მართლა შეძლოთ რამე. არ მიწყინოთ,არაფერი პირადული. უბრალოდ,ხისტად მიყვარს ხოლმე ადამიანების მიწაზე დაბრუნება. ერთ რჩევას მოგცემთ,თუ გინდათ,რომ რამე შეცვალოთ,მაშინ იქ უნდა მოარტყათ,სადაც საჭიროა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,ვერაფერს მიაღწევთ,რადგან უამრავი კანონია ქვეყანაში,რომელიც ფურცელზე რჩება და ადმინისტრირება არ ხორციელდება. მოითხოვეთ დაფინანსების გაუქმება და მიაღწევთ იმას,რასაც ითხოვთ. სხვა რა გითხრათ,რით გაგახაროთ.
2021, 31 იანვარი, 0:31
მარტოხელა მონადირე -
1. მოთხოვნა ვრცელდება ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის სახელით, ამ მოთხოვნას ,,გოგო" არ ავრცელებს, თვალსაჩინოებისთვის არის მისი შრომებიდან ამონარიდი გაკეთებული და კიდევ ვადასტურებ, რომ მოთხოვნა ცენტრს ეკუთვნის. ვფიქრობ, მისდამი უსამართლო შეფასებები გქონდათ.

2. თუ ნამდვილად გაინტერესებთ რა მნიშვნელობა აქვს მსგავს მოთხოვნებს, ან რატომ ვფიქრობთ, რომ მსგავსი მოთხოვნები სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს და როგორ ხდება კომუნიკაციის კამპანიის დაგეგმარება შეგიძლიათ ცენტრის გვერდზე დაგვისვათ კითხვები, როცა სამოქალაქო აქტივიზმს პოპულიზმად არ ჩათვლით
2021, 30 იანვარი, 21:13
პოპულიზმის ზენიტი:) იმის ნაცვლად,რომ პლაკატების გამოყენების აკრძალვას აწვებოდნენ და ამით გარემოზე ზრუნავდნენ,ეს ხალხი გამოყენებული პლაკატების დროულ ჩამოხსნაზე აკეთებს აქცენტს. რა აზრი აქვს დაჯარიმებას,მაშინ როცა ბიუჯეტის ფულით ფინანსდება უამრავი პარტია და საჯარიმო ფული ჩვენი ჯიბიდან გავა. არ კიდიათ,ჩვენს ფულს 5 კგ კარტოფილში გადაიხდიან თუ ჯარიმაში. საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი ამაზე აქცენტს არ უნდა აკეთებდეს ჯერ და თუ აკეთებს,მაშინ რელევანტური მაინც უნდა იყოს მოთხოვნა. დავაჯარიმოთ ეს პარტიები და მერე? პლაკატს აღარ გააკრავენ თუ ძირს დაგდებული აღარ იქნება ეს პლაკატი. რანაირად ახდენენ ადმინისტრირებას? უი,ვერ ახდენენ და ის კანონი კანონისთვის არის. სხვა შემთხვევაში,არ მოცდებოდა ამხელა განათლების ეტალონი გოგონა საერთაშორისო ურთიერთობებს და არ გააკეთებდა ამ ყველაფერს. შეუწყვიტეთ დაფინანსება პარტიებს და თავის ფულს აღარ დახარჯავენ პლაკატების ყოველ მეტრში გაკვრაზე. ჩვენივე ფულის უკან მოთხოვნა უაზრობა და სიბეცე მგონია. ის ათასი ლარი ჩვენ არ უნდა მივცეთ მაინც?! რაზე გადავახდევინოთ ტყუილად. ამ გოგოზეა ნათქვამი,უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. არაფერი პირადული და არც ამ გოგონას ვერჩი რამეს პირადად. უბრალოდ,არ მომწონს "ბიძია,მეც აქ ვარ,დამინახეს" პრინციპი და პოპულისტი ხალხი.
0 1 5