x
image
ლანა92
ვაშლები კარამელით - მოამზადეთ მარტივად უგემრიელესი დესერტი
image




საჭირო პროდუქტები:

2 ცალი ვაშლი;

150 გრამი შაქარი;


1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი;




1.აიღეთ 2 ერთნაირი ზომის, მრგვალი, ლამაზი ფორმის, საღი ვაშლი. გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. აიღეთ ჭურჭელი, ლანგარი ვაშლების დასადებად. ყველაზე უკეთ მოუხდება ბრტყელი ჭურჭელი, რომელზეც წასმულია მცენარეული ზეთი, ან საცხობი ქაღალდი, რათა ვაშლები არ დაიშალოს.

2.აიღეთ ტაფა, დაყარეთ მასზე შაქარი, დაასხით ლიმონის წვენი და დადგით საშუალო ტემპერატურის ცეცხლზე. ურიეთ სულ მანამ, სანამ შაქარი არ მიიღებს კარამელის სახეს. თუ შაქარი ძალიან სწრაფად დნება, დაუკელით ტემპერატურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარამელი შეიძლება, ძალიან გამუქდეს, შაქარი დაიხრუკოს და მწარე გემო მიიღოს.

3. შაქარი რომ გადნება და სქელ სიროპად იქცევა, ვაშლები წამოაცვით შამფურზე, ან ხის ჩხირებზე და ამოავლეთ კარამელში ძალიან სწრაფად. ვაშლების ამოვლებამდე დაუკელით ალს, თუმცა ტაფის გაზქურიდან აღება არ შეიძლება, რადგან კარამელი გასქელდება. თუ ვაშლები ბოლომდე არ დაიფარა კარამელით, მაშინ კოვზით გადმოასხით მასზე.

4.მზა კარამელიზებული ვაშლები გადაიტანეთ თეფშზე და გააცივეთ. თუ გსურთ, მიიღოთ ფერადი კარამელიზებული ვაშლები, მაშინ კარამელს შეგიძლიათ, შეურიოთ საკვების საღებავი. ასევე, შეგიძლიათ, კარამელში ახლად ამოვლებულ ვაშლებს მოაყაროთ მიწის თხილი, ან ქოქოსის მარცვლები.



სტატია არ მოიპაროთ!


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0