x
მეტი
  • 20.04.2021
  • სტატია:110580
  • ვიდეო:352138
  • სურათი:481120
ლაურენტიკის" ტრაგედია-გემი,რომელიც 43 ტონა ოქროსთან ერთად ჩაიძირა

image

1917 წლის 25 იანვარს, ირლანდიის სანაპიროებზე ჩაიძირა დამხმარე კრეისერი "ლაურენტიკი" (Laurentic) რომელიც თავის სამოქალაქო არსებობის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისური ლაინერი იყო. მაგრამ ბრიტანეთის მთავრობა უფრო მეტად დაინტერესებული იყო არა თავად გემის ბედით, არამედ მისი ტვირთით.


"Laurentic"-ი უზარმაზარი რაოდენობის-43 ტონა ოქროთი იყო დატვირთული. მისი ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი ფუნტი სტერლინგია . ქვემოთ მოგითხრობთ ამ ტრაგედიის შესახებ.




ახალი, ძვირადღირებული, უახლესი თანამედროვე ტრანსატლანტიკური სამგზავრო ლაინერი "ლაურენტიკმა" თავის პირველი მოგზაურობა შეასრულა 1909 წლის 29 აპრილს. იგი დააფუძნა კომპანია Dominion Line-მა და ერქვა "ალბერტა", თუმცა შემდეგ გადაეცა უდიდეს ბრიტანულ გემთმშენებელ კომპანიას White Star Line- ს, რომელმაც შექმნა "ტიტანიკი".


გემის უპირველესი ღირსება, რომელსაც ახალი მფლობელები "ლაურენტიკს" უწოდებდნენ, იყო სიჩქარე: 172 მეტრიანი გემი 18, 5 კვანძის სიჩქარით (დაახლოებით 34 კმ / სთ) გადაადგილდებოდა. ახალმა გემმა გერმანულ წყალქვეშა ნავებსაც კი გადაასწრო, სწორედ ამის გამო, 1914 წელს სამგზავრო გემი, ნაჩქარევად სამხედრო ხომალდების კატეგორიაში გადაიყვანეს.




image



მანამდე "ლაურენტიკს" პრობლემები პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეექმნა. 1910 წლის 22 იანვარს ხომალდი ძლიერ შტორმში მოჰყვა, რამაც ზედა გემბანზე რამდენიმე ილუმინატორი ჩაამსხვრია, დატბორა ზოგიერთი კაიუტა და დააზიანა კომუნიკაციები, თუმცა, იმ დღეს ეკიპაჟმა შეძლო კატასტროფის დაძლევა და გემი დაბრუნდა პორტში.



ექვსი თვის შემდეგ, "ლაურენტიკი" გახდა უჩვეულო მოვლენის მონაწილე, რამაც ხომალდს დიდება მოუტანა.


1910 წლის შუა ხანებში საზოგადოებაში კორა კრიპენის მკვლელობის ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. კორა უღიმღამო ოპერის მომღერალი იყო, მაღალი თვითშეფასებით და ამპარტავნული ხასიათით. მის მეუღლეს, დოქტორ კრიპენს არ მოსწონდა ასეთი სიტუაცია და მან პრობლემის გადაწყვეტა რადიკალურად გადაწყვიტა - მოეკლა ცოლი და გაქცეულიყო საყვარელთან ერთად.


მკვლელობა საკმაოდ ხმაურიანად მოხდა: მეზობლებმა მოისმინეს თხოვნა დახმარებაზე და გასროლის მსგავსი ხმაც. ამასთან ერთად ექიმის საქციელი ძალზე საეჭვო იყო: ის მეგობრებში ყოველთვის არეულ, არადამაჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.მან თავისი საყვარელი უმალ გადმოიყვანა სახლში და ცოლის ნათესავად გაასაღა. საბოლოოდ წყვილმა ინგლისიდან ამერიკაში გაქცევა გადაწყვიტა კანადის გავლით. ... ისინი მიზანს მიაღწევდნენ, რომ არა ხომალდის კაპიტანის დეტექტიური რომანებით გატაცება. მან სწრაფად შენიშნა წყვილის არაბუნებრივი საქციელი, რომელიც მამა-შვილად(საყვარელი ვაჟად იყო გადაცმული) ასაღებდა თავს.თავისი ეჭვი კაპიტანმა ხმელეთზე შესაბამის ორგანოებს გადასცა.


image


სკოტლანდ-იარდის ინსპექტორი სწორედ "ლაურენტიკის" სიჩქარის წყალობით დაეწია კანადურ გემ "Montrose"-ს, რითაც დამნაშავენი ინგლისიდან გაქცევას აპირებდნენ .




1912 წლის 21 აპრილს "ლაურენტიკმა" გაიარა "ტიტანიკის" ჩაძირვის ადგილი. კაპიტანმა თქვა, რომ კატასტროფის კვალი ვერ აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მან გულდასმით შეისწავლა ის მონაკვეთი.


5 წლის შემდეგ კი, 1917 წლის 25 იანვარს თავად "ლაურენტიკი", ბევრად უფრო სწრაფად ჩაიძირა ვიდრე "ტიტანიკი; მისი ჩაძირვის დროს, ხალხმა ვერ შეძლო ნავებზე გადასვლა და ყინულოვან წყალში გარდაიცვალა.



ომის დროს, "ლაურენტიკს" მრავალფეროვანი ამოცანები ჰქონდა. თავდაპირველად იგი სატრანსპორტო გემის ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ აღჭურვეს შვიდი ქვემეხით-ახლად გამომცხვარ კრეისერს ევალებოდა სავაჭრო და სატრანსპორტო გემების დაცვა.

თავის უკანასკნელ რეისში, "ლაურენტიკი" დაიძრა როგორც სატვირთო გემი.


მისი ტრიუმები დატვირთული იყო 3 ათასზე მეტი ოქროს ზოდით, რომელიც კანადაში უნდა მოხვედრილიყო, როგორც მოკავშირეეების მხრიდან მატერიალური დახმარების საფასური "ლაურენტიკის"ბორტზე 745 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა საზღვაო ოფიცერი იყო.



გემის ბედი შეიძლება ითქვას, რომ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ გადაწყვიტა. ლაინერი ლივერპულიდან უკანასკნელ რეისში 1917 წლის 23 იანვარს გაემგზავრა, ორი დღის შემდეგ კაპიტანმა რაგინალდ ნორტონმა ხუთ მეზღვაურში ყვითელი ცხელების ნიშნები შენიშნა. ვირუსის გავრცელების შიშით, მან გადაწყვიტა ავადმყოფები ირლანდიის პორტ ბუნკრანში ჩამოესვა სადაც მთელმა ეკიპაჟმა დღის უმეტესი ნაწილი გაატარა.


საღამოს გაცურეს. "ლაურენტიკი"დამხმარე საესკადრო ნაღმტყორცნს უნდა დალოდებოდა მაგრამ იმ ღამეს მკაცრმა ყინვამ აიძულა კაპიტანი საბედისწერო გადაწყვეტილება მიეღო - მარტო გაეცურა. მან იცოდა, რომ ნისლის გამო მას თითქმის ბრმად მოუწევდა ამ წყლებში ნაოსნობა, სადაც გერმანული წყალქვეშა ნავები იყო, მაგრამ მან მაინც გასცა ბრძანება.


image

გემს ნაღმი ელოდა სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, უშუალოდ ლოხ-სუილის ფიორდიდან ღია ზღვაში გასვლის დროს. მან გაანადგურა სამანქანო ოთახი, რამაც ხომალდს ენერგიის წყაროები გაუთიშა და შესაბამისად სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობაც. ეკიპაჟი სრულ სიბნელეში დარჩა, რამაც ძალზე გაართულა სამაშველო ნავების ჩაშვება. მეორე ნაღმმა, საბოლოოდ გაანადგურა გემი ."ლაურენტეკი" 15 წუთში ჩაიძირა.745 ადამიანიდან მხოლოდ 367 გადარჩა.იმათაც კი არ გაუმართლათ, ვინც წყალში ნავებით გაცურეს ჰაერის ტემპერატურა -13 ° C- მდე დაეცა, ამიტომ ბევრი უბრალოდ გაიყინა.


რაც შეეხება ოქროს.ამოღებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო . გემი მხოლოდ 30-40 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა, მაგრამ ამოცანას ართულებდა ზედაპირული დინება. გარდა ამისა, ოქროს მძიმე ზოდები თანდათან უფრო სიღრმეში იძირებოდა, ამიტომ მყვინთავებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ ოქროს ზოდების ამოღება.


ოქროს ამოღების ოპერაცია საბოლოოდ 1924 წელს დასრულდა, 3210 ზოდიდან 3186 ამოიღეს, დაიკარგა მხოლოდ 24 ზოდი.


image


0
339
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0