x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138998
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ

imageსაბჭოთა კავშირი-არგენტინის მატჩის შემდეგ, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ მიშა მესხს სასტუმროს ნომერში ეწვია, წინ ჩეკების წიგნაკი დაუდო და უთხრა:

– სენიორ მესხი, ფრანკო (ესპანეთის დიქტატორი – ავტ.) მადრიდის „რეალში“ გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთ.

მიხეილ მესხმა „რეალის“ პრეზიდენტს დელიკატური უარი უთხრა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და თან მიშას მიაძახა:

– ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმრებს, მაგ წითელ ფეხბურთელს გადაეცი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავია, მაგრამ ხვალ შეიძლება შიმშილით ამოხდეს სულიო.

მესხმა ბერნაბეუ შეაყოვნა, კარადიდან თავისი ნაკრების თერთმეტნომრიანი მაისური გამოიღო, „რეალის“ პრეზიდენტს შეაჩეჩა და უთხრა:

– ეს მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით, რომ დღეს დიქტატორია, ხვალ კი შეიძლება დაამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდეს, მიშა მესხის მაისური გაყიდოს.

0
760
4-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0