x
image
მაკა ნიკვაშვილი
90-იანი წლების 10 ყველაზე სექსუალური მოდელი

image


90-იანი წლები სამოდელო ბიზნესისთვის ნამდვილად ოქროს წლებად ითვლება. ცნობილმა მოდის ჟურნალებმა - "Vogue"-მა და "Cosmopolitan"-მა საკუთარი გარეკანისთვის სრულიად ახალი ტიპის სუპერმოდელი გოგონების არჩევა დაიწყეს, რომლებიც ყველანაირად სექსუალურები უნდა ყოფილიყვნენ. ასე შეირჩა ეს ბრწყინვალე ათეული, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო და დღემდე ასეთად რჩება. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ამ ტოპ - მოდელების სახელები საზოგადოებას ზეპირად ეცოდინება, ხოლო მათი გარეგნობა კი - ყველას ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.




1. ტაირა ბენქსი, 1973 წელი, კალიფორნია, აშშ.



image


ტაირა ბენქსის სახელი პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მრავალრიცხოვან თანამედროვე სუპერმოდელებს, მსახიობებს, მომღერლებსა თუ ტელეწამყვანებს შორის ის თავისი ინდივიდუალური ხიბლით, ნიჭიერებითა და ქარიზმით ყველასგან გამოირჩევა.




2. ევა ჰერციგოვა, 1973 წელი, ჩეხეთი


image





3. სტეფანი სეიმური, 1968 წელი, კალიფორნია, აშშ.


image


1991 და 1994 წლებში სტეფანი სეიმური ჟურნალ "Playboy"- ის მოდელი გახდა, 1998 წელს მან წიგნი "Stephanie Seymour's Beauty Secrets for Dummies"-ი გამოსცა. 2000 წელს კი ამერიკელმა სუპერმოდელმა პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის 91-ე ადგილი დაიკავა. 2006 წელს სტეფანიმ "Gap" - ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.






4. ჰელენა კრისტენსენი, 1968 წელი, დანია.



image


ჰელენა ცნობილი დანიელი სუპერმოდელია, ის "მის სამყაროს" კონკურსანტი და ასევე, "Victoria's Secret"– ის ყოფილი ანგელოზი გახლავთ.





5. ელ მაკფერსონი, 1964 წელი, ავსტრალია.


image


ცნობილ ავსტრალიელ სუპერმოდელს მოდის ინდუსტრიაში სხეულის იდეალური პარამეტრების გამო საკმაოდ უჩვეულო მეტსახელი შეერქვა. მას - "სხეულს" უწოდებდნენ. სამოდელო კარიერის გარდა, ლამაზმანი ასევე მსახიობობით და დიზაინერობითაც იყო გატაცებული.




6. კრისტი ტარლინგტონი, 1969 წელი, კალიფორნია, აშშ.


image


კრისტი ტარლინგტონი 90-იანი წლების ერთ-ერთი ლეგენდარული ტოპ-მოდელი, მსახიობი, სპორტსმენი და ბრიტანული ჟურნალის "იოგას" მთავარი რედაქტორი გახლავთ. მთელი ათი წლის განმავლობაში კრისტი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და მაღალანაზღაურებადი მოდელების ხუთეულში შედიოდა.






7. ნაომი კემპბელი, 1970 წელი, დიდი ბრიტანეთი


image


ეს "შავი პანტერა" მსოფლიოში ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე მოდელად ითვლება, თუმცა თავად საკუთარ თავს კეთილ და მომთმენ პიროვნებად მიიჩნევს, რომელიც დიდ და ზღაპრულ სიყვარულზე ოცნებობს.






8. კლაუდია შიფერი, 1970 წელი, გერმანია.


image


90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელისა და მსოფლიოს ულამაზესი გოგონას ტიტულს მრავალი წლის განმავლობაში სრულიად დამსახურებულად ატარებდა.






9. სინდი კროუფორდი, 1966 წელი, ილინოისი, აშშ.


image


54 წლის სუპერმოდელი ორი შვილის დედაა, მისი 19 წლის ქალიშვილი კაია გერბერი კი უკვე მოდის სამყაროში საკმაოდ წარმატებული სახეა. სინდი საზოგადოებისთვის ცნობილია არა მხოლოდ როგორც მოდელი, არამედ როგორც მსახიობი და MTV- ის წამყვანი, ხოლო მისი ეფექტური ვარჯიშების პროგრამა მრავალი ქალბატონისთვის ფორმაში ჩასადგომად დღემდე საუკეთესო საშუალებად რჩება.





10. ქეით მოსი, 1974 წელი, დიდი ბრიტანეთი.


image


90-იანი წლების "მოდის ხატად" წოდებული, ბრიტანელი ქეით მოსი, რომელმაც კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. მის სახელთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის მიუხედავად ის დღემდე ყველა დროის საუკეთესო ტოპ - მოდელად რჩება.






0
963
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
963