x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
საშვილოსნოს გარე ორსულობა

image
საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ, კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. იმის მიხედვით, თუ სად მოხდა იმპლანტირებული კვერცხუჯრედის „დისლოკაცია“, გამოყოფენ კვერცხსავალ მილში, საკვერცხეში, მუცლის ღრუში და საშვილოსნოს რუდიმენტურ რქაში ორსულობას.შემთხვევათა 99%-ში იგი ვითარდება კვერცხსავალ, ანუ ფალოპის მილში. ფალოპის მილები არის მილები, რომლებიც საშვილოსნოს აერთებს საკვერცხეებთან.თუ კვერცხუჯრედი გაიჭედება ამ მილში, ის არ განვითარდება და თუ ორსულობა გაგრძელდება შეიძლება ორსული ქალის ჯანმრთელობას შეუქნას საფრთხე.სამწუხაროდ ამ დროს შეუძლებელია ორსულობის შენარჩუნება და აუცილებელი ხდება ამ კვერცხუჯრედის მოშორება წამლებით ან ოპერაციით.რაც შეეხება საკვერცხეში ორსულობას, იგი თავის მხრივ იყოფა ორ ტიპად:1. პირველი - როცა ორსულობა პროგრესირებს საკვერცხის კაფსულაზე (ანუ გარედან); 2. მეორე - როცა ორსულობა ხდება უშუალოდ ფოლიკულის შინით (ინტრაფოლიკულური).


მუცლის ღრუს ორსულობა შეიძლება იყოს:


1.პირველადი - როცა ჩასახვა და კვერცხუჯრედის იმპლანტაცია (მიმაგრება) მუცლის ღრუს შიდა ორგანოებში მოხდა თავიდანვე;


2.მეორადი - როცა სანაყოფე კვერცხი „გამოვარდება“ საშვილოსნოს მილიდან და მიემაგრება მუცლის ღრუს (ბადექონის მიდამო, საშვილოსნო, ღვიძლი, ელენთის ზედაპირი, დუგლასის სივრცე და ა.შ).



რა იწვევს საშვილოსნოს გარე ორსულობას?


მრავალ შემთხვევაში უცნობია თუ რატომ ხდება საშვილოსნოს გარე ორსულობა. საშვილოსნოს გარე ორსულობის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელია, მაგრამ მისი რისკების შემცირება შესაძლებელია პრეზერვატივის გამოყენებით მაშინ, როდესაც არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას და ასევე სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებით.


ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გარე ორსულობის რისკებს:


1.მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება - ინფექცია ქალის რეპროდუქციულ სისტემაში, რომელსაც ძირითადად იწვევს სქესობრივად გადამდები დაავადება
2.ადრე გადატანილი საშვილოსნოს გარე ორსულობა - საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი იზრდება 10%-მდე
3.ფალოპის მილებზე გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია - მაგალითად ქალის სტერილიზაციის წარუმატებელი პროცედურა
4.ნაყოფიერების მკურნალობა, როგორიცაა ინვიტრო განაყოფიერება - ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოყოფის) სტიმულაციისთვის მიღებულ წამლებს შეუძლიათ გაზარდონ საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკები
5.კონტრაცეფციისთვის გამოყენებული საშოს შიდა მოწყობილობების (მაგალითად ე.წ. სპირალის) გამოყენებისას დაორსულება - იშვიათია ამ მოწყობილობების გამოყენების დროს დაორსულება, მაგრამ თუ მაინც მოხდა დაორსულება საშვილოსნოს გარე ორსულობის უფრო მეტი შანსია
6.სიგარეტის მოწევა
7.ასაკი - საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკები ყველაზე მაღალია 35-40 წლის ასაკის ქალებში.


საშვილოსნოს გარე ორსულობის სიმპტომები


სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაციას:
1.უჩვეულო რიგითი მენსტრუაცია - მისი შეკავება ან მწირი გამონადენი
2.ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ერთ-ერთ მხარეს
3.სისხლდენა საშოდან ან ყავისფერი, წყლიანი გამონადენი
4.მხრის ზედა ნაწილის ტკივილი
5.დისკომფორტი მოშარდვისას ან კუჭში გასვლისას.
6.გაჭიანურებული სახის სუსტი ან ზომიერი ტკივილები - რისი მიზეზეზიც არის სანაყოფე კვერცხის ზრდით გამოწვეული ფალოპის მილის დაჭიმულობა.
7. სისხლოვანი გამონადენი - ქალების 60-70%;
8.ნაადრევი ტოქსიკოზის სიმპტომები (ღებინება) - ქალების 46-54%;
9. გადიდებული, გამკვრივებული და მტკივნეული სარძევე ჯირკვლები - ქალების 41%;
10.ტკივილის ირადიაცია (ტკივილის შეგრძნების გავრცელება) სწორ ნაწლავზე და წელის არეში - ქალების 35%;
11. დადებითი (არა ყველასთვის) ტესტი ორსულობაზე;


image
როგორ განვსაზღვროთ გარე ორსულობა


ტესტების და ანალიზების ჩაბარების შემდეგ შედეგები შეიძლება ზუსტი არ იყოს. საბოლოოდ, გადახრის არსებობას ულტრაბგერითი გამოკვლევით შეძლებთ.გარე ორსულობის დროს ექოსკოპია შედეგს 5-6 კვირაში აჩვენებს. მცირე დროში ექიმმა 8-9 კვირის ორსულობისას განმეორებითი გამოკვლევა შეიძლება დაგინიშნოთ. ამ შემთხვევაში შეცდომის გამორიცხვა ხდება. თუ დადებითი ტესტის და ანალიზების შემთხვევაში ნაყოფის კვერცხუჯრედი საშვილოსნოში ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად საქმე გარე ორსულობასთან გვაქვს.


ორსულობის შეწყვეტის რამდენი გზა არსებობს


ორსულობის შეწყვეტის ორი გზა არსებობს:მილის კედლის გასკდომა – კვერცხსავალი მილის კედელში ქორიონული ბუსუსების ჩაზრდის შედეგად მისი მთლიანობა ირღვევა, კვერცხის ზრდას კი მილის კედლის გადაჭიმვა და გასკდომა მოსდევს.მილის აბორტი – ამ დროს კვერცხსავალი მილი იკუმშება პერისტალტიკის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც კვერცხი მუცლის ღრუში გამოიდევნება და იქ იღუპება.იმისდა მიუხედავად, თუ რომელი გზით დამთავრდება კვერცხსავალი მილის ორსულობა, ვითარდება სისხლდენა.


გარე ორსულობის მკურნალობა


მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა. მცირედი ეჭვის დროსაც ქალი საავადმყოფოში უნდა დააწვეს. მას არავინ აიძულებს. უნდა გახსოვდეთ, რომ უარის შემთხვევაში სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით.
შესაბამისად, რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვლინდება პრობლემა და ქალი ჰოსპიტალიზირდება, ოპერაცია მით უფრო უსაფრთხოდ ჩაივლის და შესაბამისად, გარე ორსულობის შედეგების ალბათობა შემცირდება.
ყველაზე ნაკლებად ტრავმულად ლაპაროსკოპია ითვლება. გარე ორსულობის დროს ამ მეთოდით სხვა ორგანოების და ქსოვილების დაზიანების გარეშე მოიშორებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწიბურების რისკი მინიმალურია. ოპერაცია დაორსულების შანსს შეგინარჩუნებთ.


შედეგების სამი ძირითადი ვარიანტი გვხვდება: 1. კვერცხუჯრედი მილში. ამ შემთვევაში მუცლის კედლის და ფალოპის მილის გაჭრა, ემბრიონის ამოღება და მილის ამოკერვა ხდება.


2.მილის ამოღება. ეს სახიფათო შედეგია, რომელიც იშვიათად და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება. ქალის ცხოვრებას საფრთხე ექმნება. თუმცა ოპერაციის შემდეგ, თუ მეორე მილი მთელია, დაორსულების შანსი კვლავ აქვს.


3.ორივე მილის ამოღება. დაორსულების ძალიან დაბალი შანსია და შეგიძლიათ ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართოთ.

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0