x
მეკელის დივერტიკული
მეკელის დივერტიკული

წვრილი ნაწლავი მოიცავს მონაკვეტს პილორუსიდან მსხვილი ნაწლავის დასაწყისმადე. მისი სიგრზე მოზრდილებში სეადგენს 5-დან 7მეტრს და ხასიათდება დიდი ვარიაბელურობით. იგი დამოკიდებულია ინდივიდის სიმარლეზე და საშუალოდ სხეულის ს8გრძის 160%შეადგენს. სანათურის დიამეტრი 2, 5-3, 5 სმ-ია.

წვრილი ნაწლავი იყოფა სამ საწილად: 1.თორმეტგოჯა ნაწლავი, 2.მლივი ნაწლავი, 3.ტეძოს ნაწლავი.

არჩევენ თანდაყოლილ-წეშმარიტ, შეძენილ-ცრუ, პულსურ და ტრაქციულ დივერტიკულებს.


მერკელის დივერტიკული არის წეშმარიტი დივერტიკულის სპეციფიური სახე, რომელიც ემბრიონალური ყვითრის სადინარის შეუხორცებლობის სედეგად რჩება. იგი პირველად აღწერა მეკელმა, აღნიშნული პათოლოგია მისახლეობის 2-3% არენიშნება. მეკელის დივერტიკული მდებარეობს ილიოცეკალური კუთხიდან 25-30 სმ-ის დაშორებით. იგი ფორმით ბრმა პარკია რონლის სიგრძე მერყეობს 1-დან 10 სმ-მდე, სიგანე კი 0, 5-4 სმ-ია. იშვიათად მეკელის დივერტიკული შეიცავს ჰეტეროტროპიულ ქსოვილებს-კუჭის ლორწოვანს და პანკრეასის ქსოვილს. ზოგჯერ მას აქვს თავისი ჯორჯალი.

უმრავლეს შემთხვევაში მეკელის დივერტიკული უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ დამახასიათებელია მწვავე აპენდიციტის სიმპტომატიკა. 30-40% შემთხვევაში იგი იზლევა სხვდასხვა სახის გართულებებს. კერძოდ ილეუსს, დივერტიკულიტს, წყლულს რომელიც ზოგჯერ პერფორაციას განიცდის, ან შეიძლება გარტულდეს სისხლდენით. წყლული მეკელის დივერტიკულიტის არეში უხშირესად გვხვდება იმ პირებში, რონლებიტაც მეკელის დივერტიკულის არეში ჰეტეროტოპიული კუჭის ლირწოვანი აქვთ.

მეკელის დივერტიკულის არეში შეიძლება შეგვხდეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები. ამ შემთხვევაში, როცა დგილი აქვს ჭიანაწლავის ნაწლავის არასრულ დახშობას, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ჩამოყალინდენა ჭიპის ფისტულა, ან ჭიპის თიაქარი მეკელის დივერტიკულთან ერთად.

გართულებული მეკელის დივერტიკული მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია. ამ შემთხევაში როცა მეკელის დივერტიკული აღმოჩნდება სხვა დაავადების წარმოებული ოპერაციის დროს, საჭიროა მისის მოცილებაც.

ოპერაციის დროს კეთდება მეკელის დივერტიკულის სოლისებრი რეზექცია. ამ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს მეკელის დივერტიკულის მძიმე ანთებით პროცესს ან სიმსივნეს, მაშინ მიმართავენ ნაწლავის სეგმენტურ რეზექციას. ომფალო-ენტერალური ფისტულის დროს კი კეთდება ნაწლავის ფისტულის ამოკვეთა ჭიპთან ერთად.


0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0