x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცნობილები ანომალიებით - იცოდით, ვის აქვს ექვსი თითი და სხვადასხვა ფერის თვალი?
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.


თუმცა, გარდა იმისა, რომ ვარსკვლავებიც უვლიან თავს, რომ ეკრანებსა და პოდიუმზე უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი მართლაც უნაკლონი არიან. იცოდით, ვის როგორი ფერის თვალები აქვს სინამდვილეში? ან ის თუ იცოდით ბევრ მათგანს, რომ ექვსი თითი აქვს ფეხზე და კიდევ სხვა ანომალიები? დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ცნობილების ანომალიებს განვიხილავთ.



ცნობილები, აქამდე უცნობი ანომალიებით




1. კაროლინა კურკოვა. image


Victoria's Secret- ის „ანგელოზი“, ჩეხი მოდელი, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო რამდენიმე წლის მანძილზე. ბავშვობაში მას ჩაუტარდა ოპერაცია, რის გამოც გოგონას ჭიპი ჩვეულად ნამდვილად არ გამოიყურება. ამაზე მოდელი არ საუბრობს, თუმცა სავარაუდოდ მას ჭიპის "გრიჟა" ჰქონდა. ბავშვობაში არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი თანაკლასელების და მეგობრების მხრიდან იმის გამო, რომ იყო ძალიან მაღალი და ჰქონდა ფართე პირი, მას ზედმეტსახელად "ჟირაფს" ეძახდნენ. თუმცა, როგორც ხედავთ უჩვეულო ჭიპის ფორმას სულაც არ შეუშლია იმისათვის ხელი, რომ კაროლინა საქვეყნოდ ცნობილი და საკმაოდ წარმატებული მოდელი გამხდარიყო.





2. ქეით ბოსუორტი.


image


ქეითს აქვს სკანდინავიური გარეგნობა - ღია ფერის კანი და თმა, ასევე ღია ცისფერი ფერის თვალები, როგორც წესი, თუმცა მას აქვს ჰეტეროქრომია და გოგონას თვალები სხვადასხვა ფერისაა. მას ერთი თვალი აქვს ცისფერი ფერის, მეორე კი ყავის ფერი. ბავშვებში ხშირია ჰეტეროქრომიის ფორმა, რომელიც ასაკთან ერთად ქრება, თუმცა ქეითის შემთხვევაში, როგორც ეს კიდევ სხვა ცნობილების თუ უცნობი ადამიანების შემთხვევაშია, არ გაქრა.





3. მილა კუნისი.


image


მილა კუნისის თვალების ფერს შორის დიდი სხვაობა ერთი შეხედვით არ არის, თუმცა თუ დააკვირდებით, განსხვავებას აუცილებლად იპოვით. მისი ჰეტეროქრომია თანდაყოლილი არ არის, მან ის ბავშვობაში გადატანილი, თვალის ირისის ანთების შემდეგ ოპერაციის შედეგად შეიძინა.





4. პერიზ ჰილტონი.

image


პერიზს ზარმაცი ქუთუთო აქვს, რაც ბოლო დროს უფრო შესამჩნევი გახდა. მან ვერ მოახერხა, რომ პრობლემას პლასტიკური ქირურგიით გაუმკლავდეს. ცდილობს კამერების წინ გარკვეული ხრიკებით დამალოს ნაკლი. ჟურნალისტები მიიჩნევენ რომ პრობლემა წარუმატებელი ბლეფაროპლასტიკის შედეგია. სიტუაციას კი კიდევ უფრო ამძიმებს მისი ფერადი, ცისფერი ლინზები, რომელსაც ის მუდმივად "ატარებს". სინამდვილეში კი მისი ბუნებრივი თვალის ფერი ყავის ფერია.




5. ეშტონ კატჩერი.

image


მსახიობს შეწებებული თითები აქვს ფეხზე. როგორც ხედავთ მილა კუნისის ქმარიც არ ყოფილა უნაკლო, ცოლს თუ შეძენილი ჰეტეროქრომია აქვს, ეშტონს აქვს თანდაყოლილი ანომალია, შეწებებული თითები ფეხზე, რაც რამდენიმე წლის წინ თავად აჩვენა პრესას.




6. მეგან ფოქსი.

image


ლამაზმანი, რომელმაც თავი სრულყოფილებამდე ქირურგიული და სხვა პროცესებით მიიყვანა, მაინც ვერ ახერხებს ერთი ნაკლის დაფარვას და მოცილებას. მსახიობი ბრაქიდაქტილიით დაიბადა (ბრაქიდაქტილია ფეხის ან ხელის თითების სიმოკლე, განუვითარებლობაა). მეგანს ცერა თითები სწორედ ასეთი აქვს.




7. ოპრა უინფრი, ჰოლი ბერი და ქეით ჰადსონი - ექვსი თითით ფეხზე.

imageimageimage





8. ვინს ვონი, მეთიუ პერი და დერილ ჰანა - ვარსკვლავები, რომლებსაც ხელზე თითი არ აქვთ.

imageimageimage


სამივე მათგანს აერთიანებს მხოლოდ ერთი რამ, ხელის თითების ფალანგაზე თითების ნაკლებობა. დერილმა მარცხენა ხელზე საჩვენებელი თითი 3 წლის ასაკში დაკარგა. მეთიუმ მარჯვენა ხელის შუა თითი ბავშვობაში, საბავშვო ბაღის კარში ჩაყვა და ამ გზით დაკარგა. ვინს ვონმა კი 17 წლის ასაკში უბედური შემთხვევის დროს დაკარგა მარჯვენა ხელის ცერა თითი.





9. დენზელ ვაშინგტონი.

image


ალბათ ბევრი თქვენგანი აქამდე ვერ ამჩნევდა, რომ მსახიობს მარჯვენა ხელის ნეკი თითი აქვს ანომალური. ის მოზარდობაში კალათბურთის თამაშის დროს დაიზიანა, ძვალი კი არასწორად შეხორცდა და ასე გაიზარდა.





იხილეთ აგრეთვე:



ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათimage

2
1182
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1182
  
2021, 17 იანვარი, 14:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 იანვარი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2