x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
შოკი! კირკოროვი ალა პუგაჩოვას კუბოს უმზადებს საჩუქრად
image
























რუსეთის ესტრადის ვარსკვლავმა, ფილიპ კირკოროვმა, მოუმზადა ორიგინალური საჩუქარი თავის ყოფილ მეუღლეს, რუსეთის ესტრადის დედას, ალა პუგაჩოვას. ფილიპი აპირებს ალას აჩუქოს კუბო, მაგრამ უბრალო კუბო არ გეგეონოთ, იგი დამზადებულია ბროლისგან. ამ სიურპრიზის გაკეთებას ფილიპი აპირებს ყირიმის ფესტივალზე, რომელიც სულ მალე გაიმართება იალტაში.

ამბობენ, რომ სპეციალურად ალა პუგაჩოვასთვის გააკეთეს ბროლის კუბო, რათა პრიმადონას მოეწონოს. ფილიპი ამ საჩუქარს მიართმევს ალას სცენაზე, ერთ-ერთი სიმღერის, "«Одна на миллион»"-ის შესრულების დროს.

საითკენ უბიძგებს კირკოროვი თავის ყოფილ მეუღლეს, რისი თქმა სურს ამით? ალბათ შენი დრო წასულია და გზა დაგვითმეო. საინტერესოა როგორ მიიღებს ალა ამ საჩუქარს და რა რეაქცია ექნება. მაგრამ როგორც ჩანს ისინი ერთმანეთთან შეთანხმებულნი არიან და ესეც შოუს ნაწილია, თორემ მოულოდნელად რომ ამგვარი სიურპრიზი ვინმეს გაუკეთონ, შეიძლება საჩუქარი მართლაც გამოსაყენებელი გაუხდეს. რას აღარ მოიგონებენ ეს ცნობილი ხალხი, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ.


ეს კი მათი ფოტო, როდესაც სიყვარულის ზენიტში იყვნენ.

image

კირკოროვმა კარგად გათვალა ალასთან ურთიერთობა და შეუღლება. მისი საშუალებით გახდა ასეთი პოპულარული, თორემ მისი სმენის პატრონს შოუბიზნესში არაფერი ესაქმებოდა. პუგაჩოვამ ყველაფერი გააკეთა მისი პოპულარულობისთვის. როგორც ცნობილია პრიმადონას გარეშე რუსეთის სცენაზე ვერცერთი მომღერალი ვერ დადგამს ფეხს. ასევე იყო კირკოროვის შემთხვევაშიც, რომლისგანაც შექმნა ვარსკვლავი და შემდეგ გაუფრინდა.


5
1604
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1604
  
2014, 10 მარტი, 1:05
ალას არ გაუხდია კირკოროვი ცნობილი რათქმაუნდა ფილიპის წარმატების მიღწევაში ალას დიდი წვლილი მიუძღვის ის ყოველთვის გვერდში ედგა მას ისე როგორც მეგობარი როგორც მეუღლე როგორც პროდიუსერი და ა.შ რაც შეეხება ბროლის კუბოს ეს ალბათ შოუს ნაწილია და მეტი არაფერი.ალას დღესაც აღმერთებს ფილიპი
2012, 28 ოქტომბერი, 15:08
ნამდვილად,კირკოროვი დგემდე აგმერტებს ალას.ბროლის კუბო კი ალბატ სჰოუს ნაცილია,ტუმცა ამ პორმიტ კი არ ემსჰვიდობება ის ტავის''ბაგინიას'',არამედ მის მარადიულობაზე აკეტებს აქცენტს,ეს ხომ ლოგიკურია.ამისტვის ზგაპარი ''პიპქია და სჰვიდი ჯუჯა''სჰესანისჰნავი მაგალიტია.
2012, 21 ოქტომბერი, 13:01
ვაიმე ამაზე კი გამეცინა , ალას არ გაუხდია კირკოროვი ცნობილი , პირიქით ალამ კირკოროვისგან გრაფინიას სტატუსი მიიღო და მერე თვითონ მიატოვა , თორემ კირკოროვი დღემდე გიჟდება ალაზე .....
0 1 5