x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საინტერესოა ლომი უფრო ძლიერია თუ ვეფხვი

მეც მაინტერესებს რეალურად რომელი ცხოველი უფრო ძლიერია (კერძოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ვგულისხმობ). მოდი აღვწერ ორივე მათგანს და შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად გამოვიტანოთ დასკვნა რომელია უფრო ძლიერი.




image


















ლომი - სიგრძე არის 180 დან 240 სმ-მდე. მასა აღწევს 180 დან 230 კგ-მდე. არის გამონაკლისებიც, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტიც არის სიგრძეში და წონაშიც. კატისებრთა ოჯახის წევრებიდან ლომი ყველაზე მაღალია და ვეფხვს სიმაღლეში აღემატება დაახლოებით 10-15 სმ-ით. კუნთები საკმაოდ განვითარებული აქვს. აგრეთვე ძლიერი და მოქნილი სხეული და დიდი და ბასრი ბრჭყალები აქვს. მისი ეშვის სიგრძე 8 სმ-ს აღწევს. მას შეუძლია ადამიანი ერთი თათის მოქნევით მოკლას(თუმცა ისინი ადამიანებს თავს ძალიან იშვიათად ესხმიან).
ლომს ცხოველთა მეფეს უწოდებენ, იმის გამო რომ მათ აქვთ ძალიან ძლიერი ხმა და მათი ღრიალი ისმის რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე. მათ საკმაოდ კარგი სმენა აქვთ. აგრეთვე საოცარი მხედველობა აქვთ, ისინი სიბნელეში ადამიანზე 5-6ჯერ უკეთესად ხედავენ. ძირითადათ მსხვერპლს როდესაც დაიჭერენ კისერში წვდებიან და გუდავენ, შემდეგ კი ჭამენ.
ფაფარი ლომს უპირატესობას ანიჭებს ვეფხვთან შედარებით; ის იცავს ლომის კისერს, მაგალითად ვეფხვს რომ შეერკინოს ვეფხვის მოქნეული თათი ლომს კისერს ვერ გაუჭრის, რადგან ფაფარი იცავს, აგრეთვე კისერში ვერ სწვდება ვეფხვი გასაგუდად, რადგან ლომის ფაფარი საკმაოდ ხშირი და სქელია.
ეს ზოგადი და აუცილებელი დახასიათებაა ლომის, რაც კონკრეტულად ვეფხვთან მისი შერკინების შესახებ ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის რომ დასკვნები გამოვიტანოთ.




image










ეს არის ციმბირული ვეფხვი. ყველაზე დიდი და ძლიერია ვეფხვებს შორის. მისი წონა 400 კგ-საც კი აღწევს როცა ლომის მაქსიმალური წონა 250 კგ-ია. ყველაზე დიდი წონის ციმბირული ვეფხვი იყო ჯაიპური და მისი წონა იყო რეკორდული 465 კგ. ციმბირული ვეფხვი სიგრძეში 3 მეტრს აღწევს როცა ლომის მაქსიმალური სიგრძე 250 სმ-ია. ყველაზე გრძელი ვეფხვის სიგრძე რაც დაფიქსირებულია ეს არის 3 მ და 35სმ.
ვეფხვი ლომზე გაცილებით მოქნილი და ეშმაკია. ციმბირულ ვეფხვს დღეში შეუძლია 30 კგ ხორცი ჭამოს, ეს მაქსიმალურად, საშუალოდ ყოველდღიურად ჭამენ 10-15 კგ ხორცს. ციმბირული ვეფხვის ეშვის სიგრძე არის დაახლოებით 10 სმ.
ვეფხვი როდესაც ორთაბრძოლისთვის ემზადება, ის მეტოქეს კუდის ბათქუნით აფრთხილებს ამის შესახებ. ყოფილა შემთხვევები როდესაც ციმბირულ ვეფხვს დათვი მოუკლავს "დათვის მოკვლა კი ადვილი საქმე არა არის მეგობრებო".
თუ რაიმეს დაამატებთ მოხარული ვიქნები. თქვენი აზრიც მითხარით ამ ორი ღირსეული მეტოქიდან, რომელი დარჩებოდა გამარჯვებული და რატომ.? მადლობა რომ წაიკითხე :)))

56
4116
12-ს მოსწონს
ავტორი:CAMEL
CAMEL
4116
  
2016, 11 იანვარი, 0:00
ბენგალიური ვეფხვის და ლომის შედარება საყურებლად მაინც ღირს, თუმცა ვეფხვი ამარცხებს, მაგრამ ციმბირულ ვეფხვთან ლომის შედარება ნამდვილად ზედმეტია. ლომი ნადირთ მეფეა, მაგრამ ვეფხვი, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ - იმპერატორი. ისინი ლომებს და ვეფხვებს ერთ გალიაში ერთად არ ამყოფედბენ რადგან ვეფვები ლომებს უხოცავდნენ.
2016, 10 იანვარი, 23:53
https://www.youtube.com/watch?v=RSVyd_wfL5I
2016, 10 იანვარი, 23:49
https://www.youtube.com/watch?v=kCZOZrAjp5Y
2016, 10 იანვარი, 23:45
https://www.youtube.com/watch?v=imCo438RXI4 აქაც ბენგალირი ვეფხვი იმარჯვებს
2016, 10 იანვარი, 23:44
https://www.youtube.com/watch?v=Sd2_hJjF24c
2016, 10 იანვარი, 23:41
ერთი ბენგალიური ორ- დედალ-მამალის წინააღმდეგ https://www.youtube.com/watch?v=bh6a9xlyXpY
2016, 10 იანვარი, 23:38
http://www.ifcompare.com/compare-siberian-tiger-vs-african-lion/
2016, 10 იანვარი, 23:36
https://www.youtube.com/watch?v=fmmcRSdGEno
2016, 10 იანვარი, 23:32
რა საჭიროა ამდენი დავა, როცა ეს ვიდეოები ყველაფერზე მეტყველებს. მომენტალურად ჩერდება ის საგულისხმო კადრები რაშიც აისახება ვეფხის უპირატესობები, რომლებსაც გარკვევით თან ერთვის ტიტრები მეცნიერულად დასაბუთებული მათი ანატომიური შესაძლებლობები და შედეგები. ვეფხვი საოცარად მოქნილი, სწრაფი მეომარი და მოკრივეა. ერთი ვიდეოც ვერ ვნახე სადაც ლომი სჯობნიდეს და გავითვალისწინოთ, რომ ესენი არა, უსურიული, არამედ ბენგალირი ვეფხვებია და ერთ ერთ ვიდეოში, დედალი ბენგალირი ვეფხვია, მამალ აფრიკულ ლომს რომ ამარცხებს. რა საჭიროა ამდენი დავა, როცა ეს ვიდეოები ყველაფერზე მეტყველებს. მომენტალურად ჩერდება ის საგულისხმო კადრები რაშიც აისახება ვეფხის უპირატესობები, რომლებსაც გარკვევით თან ერთვის ტიტრები მეცნიერულად დასაბუთებული მათი ანატომიური შესაძლებლობები და შედეგები. ვეფხვი საოცარად მოქნილი, სწრაფი მეომარი და მოკრივეა. ერთი ვიდეოც ვერ ვნახე სადაც ლომი სჯობნიდეს და გავითვალისწინოთ, რომ ესენი არა, უსურიული, არამედ ბენგალირი ვეფხვებია და ერთ ერთ ვიდეოში, დედალი ბენგალირი ვეფხვია, მამალ აფრიკულ ლომს რომ ამარცხებს. https://www.youtube.com/watch?v=mPlxTthw-ro

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/13413-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98/167/user:CAMEL:show:channel
2015, 20 ოქტომბერი, 20:26
მგონი უპირატესობა ვეფხვს უფრო აქვს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10