x
image
თუთიკო ბერძენა
საიდან ამდენი აგრესია ხალხში?!

image
საქართველოში დიდ წარმატებას რომ მიაღწიო, ამისთვის როგორც ჩანს, მაინცა და მაინც დევიანტად უნდა იქცე. მიმოიხედეთ, რამდენი ადამიანი შრომობს დღე და ღამ, თუ გონებრივად, თუ ფიზიკურად და პატიოსანი შრომით მხოლოდ იმას აღწევს, რომ შიმშილით არ უკვდება ოჯახის წევრები და კომუნალურ გადასახადებს იხდის. მავანი იტყვის, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიაო, თუმცა კრიზისი ახლა იწყება და იგი სწორედ ისევ პატიოსან მშრომელ ადამიანებს დაარტყამს. დევიანტები კი ამ კრიზისიდანაც მოხერხებულად გამოძვრებიან.

თანამედროვე საზოგადოებაში ყველას მიერ მიღებული ნორმები მატერიალური წარმატების მირწევაზე აკეთებენ აქცენტს, რის მისაღწევადაც, წესით, ცოდნა, თვითდისციპლინა და ინტენსიური შრომაა საჭირო. როგორც მე-20 საუკუნის ამერიკელი სოციოლოგი რობერტ კინგ მერტონი ამბობს, ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში შეუპოვრად იღვწიან, წარმატებას უნდა აღწევდნენ მიუხედავად იმისა, თუ საიდან დაიწყეს მათ ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ამ წარმატების მიღწევის საშუალებები შეზღუდულია. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანები წარმატების მიღწევას ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, მათ შორის, უკანო გზებით.

თაღლითობა, მიტაცება, გამოძალვა, წართმევა, წაგლეჯა, მაქინაციები, გაყალბება, მოტყუება, მითვისება, ცილისწამება - არასრული ნუსხაა იმ უკანონო გზების, რითაც მატერიალურ წარმატებას აღწევენ ადამიანები. მერე კი, როგორც წესი, გამარჯვებულებს აღარ ასამართლებენ. გემახსოვრებათმ ნოდარ დუმბაძის რომანიდან "კუკარაჩა" ცნობილი ფრაზა: "ხალხი ბრბოა, ხვალ მოვა და შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს"

უკანონი გზის გარდა კიდევ არსებობს კიდევ ერთი გზა - იქცე ხელმძღვანელისადმი ყველაფერზე თავის მქნეველ კონფორმისტად .

საქმე იმაშია, რომ კონფორმიზმი ზოგ შემთხვევაში საწჭიროა კიდეც, მაგალითად, გუნდური მუშაობისას, როცა გუნდის საქმიანობას ერთი მიზანი აქვს. კრილოვის იგავის "გედის, კალმახის და კიბოს" მსგავსად რომ არ გამოვიდეს, სადაც თითოეული ტვირთს სხვადასხვა მიმართულებით ექაჩება და ადგილიდან ვერ ძრავენ, კონფორმიზმი ასეთ შემთხვევაში გონივრულია და მაღალპროდუქტიულობის საფუძველი, მაგრამ ჩვენში კონფორმიზმმა, რომელიც არიერულ კიბეზე მაღლა სვლის უცილობელ პირობად იქცა, ნეგატიური სახე მიიღო: როცა შენი წარმატების განმსაზღვრელი (სამსახურის ხელმძღვანელი ან სკოლაში მასწავლებელი) გეუბნება, რომ ზეცა მწვანეა, უპირობოდ უნდა აღიარო ზეცის სიმწვანე. ეს, ერთი მხრივ, კლავს ინდივიდუალიზმს, რომელიც ყველა დიდი იდეის, მეცნიერული აღმოჩენის, გამოგონებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებაა, მეორე მხრივ, კონფორმისტი ვერასდროს აღუდგება წინ მისი წარმატების განმსაზღვრელ პირს მაშინაც კი, თუ მთელი მათი საქმიანობა უფსკრულში გადასაჩეხ გზაზე დგას. წარმოიდგინეთ, ადოლფ ჰიტლერი რომ კონფორმისტების გარემოცვაში არ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს! გარდა იმისა, რომ ადამიანების განადგურება და ჰოლოკოსტი იქნებოდა აცილებული თავიდან, მიწასთან არ გასწორდებოდა, ცეცხლით არ შთაინთქმებოდა კაცობრიობის მიერ შექმნილი და მეოცე საუკუნებმდე მოტანილი უამრავი კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური სიკეთეები.

თუმცა კონფორმისტები არ იყვნენ კომპანია "მორტონ ციოკოლის" რიგითი ინჟინრები, რომლებმაც კოსმოსური ხომალდის "ჩელენჯერის" გაშვებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს 1986 წლის 21 იანვარს. ისინი არწმუნებდნენ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ დამაჩქარებელი რაკეტების ხრახნებთან წუნდებული დამცველები იყო დაყენებული, ასევე გაშვების ადგილას ჰაერის ტემპერატურა 0-ს ქვევით ჩამოვიდა, რაც კატარსტროფის გამოწვევის რისკებს ქმნიდა. მათი განსხვავებული აზრი არ შეისმინა არც კომპანიის ხელმძღვანელობამ, არც ნასა-ს ადმინისტრაციამ. ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წამში აფეთქდა, რასაც 7 ასტრონავტის და ერთი მოხალისე მასწავლებლიოს სიცოცხლე შეეწირა.
პოპულარულია გამოთქვა "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის", მაგრამ ქარავანი, რომელიც ძაღლის ყეფას ყუარდღებას არ აქცევს, შეიძლება უფსკრულისკენ მიდიოდეს... კონფორმისტი კი არასდროს შეუყეფს ქარავანს, არ გაიფუჭებს ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისაც ხელთ აქვს მისი წარმატების ბერკეტები.

კანონიერი და პატიოსანი გზებით მატერიალური წარმატების მიღწევის ხანგრძლივი შუძლებლობის შედეგია სოციალური დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს და გადაიზრდება ბუნტსა და ჯანყში ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, რადგან მუდმივად განცდილი ფიასკოთი და უსამართლობებით დაგროვილი ნეგატიური ენერგია, ფროიდისა და ლორენცის აგრესიის ჰიდრავლიკური მოდელის თანახმად, სადმე აუცილებლად იპოვის ნაპრალს და ამოხეთქავს. გათავისუფლდება, ასე ვთქვათ.
ამიტომ ნუ გიკვირთ, საიდან ამდენი აგრესია ხალხში!

4
25
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
25
  
2021, 5 ივნისი, 18:15
მართალი ხართ
2021, 9 აპრილი, 23:37
ეს იმის ბრალია, რომ სასოწარკვეთილია ხალხი, ფრუსტრაცია იწვევს აგრესიას....
2021, 9 აპრილი, 23:36
მართალია. ხალხში უზარმაზარი აგრესია დაგროვდა
2021, 17 მარტი, 20:10
სწორია!
0 1 4