x
და ისევ...ჰომოსექსუალები ისტორიულ ჭრილში...
image
ორიენტაცია, რომელსაც ასე ხშირად მოიხსენიებენ არატრადიციულად, სულაც არ არის არატრადიციული და ახალი.ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა ისეთივე ძველია, როგორიც კაცობრიობა.რათქმაუნდა, აღარ შეგაწყენთ თავს ამ ტერმინების წარმოშობის ისტორიით, რადგან დაინტერესებულმა მკითხველმა ისედაც იცის ეს.უფრო საინტერესოა დავიწყოთ ფესვებიდან, საინტერესოა რას მოგვითხრობს მითოლოგია, რომელიც იმ წარმოდგენების ანარეკლია, რაც კონკრეტულ საზოგადოებაში იყო გავრცელებული.image
აღსანიშნავია ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით სიყვარულისა და სექსის ისტორიებს, თანაც ისე, რომ მისი გმირები საერთოდ არ ცნობენ ისეთ “დაბრკოლებას", როგორიც გენდერია: მთავარი ღმერთი - ზევსი ყველასთან ამყარებს სასიყვარულო კავშირს, მნიშვნელობა არ ჰქონდა ქალი იყო თუ კაცი.ზევსის მსგავსი მრავალფეროვანი ურთიერთობა ჰქონდა ოლიმპოს მთაზე ყველა ღმერთს.მკითხველი ალბათ ხვდება რომ ეს ყველაფერი ზრაპარი არაა და რეალური ცხოვრებიდანაა აღებული...image

რადგან ბერძნულ სამყაროს შევეხეთ, გავაგრძელებ რეალური ფაქტებით, რომელიც დასტურდება როგორც წერილობთ, ასევე არქეოლოგიური მასალით, ყველაზე მეტად ყურადსაღებია უამრავი ბერძნული ამფორები, თუ ლარნაკები ჰომოსექსუალური სცენებით მოხატული და რათქმაუნდა ესეც ცხოვრებიდანაა აღებული.ანტიკური სამყაროს ისტორია “უქალო" სამყაროა...სიყვარული ძველ ბერძნებში ჰომოსექსუალური და ჩვეულებრივ აღსაქმელი ამბავი იყო, თუმცა მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ამას მოსახლეობის ასი პროცენტი ეთანხმებოდა და იწონებდა.ჯარში ჩვეულებრივი იყო ასეთი ურთიერთობები, ისტორიას შემორჩა ცნობილი თებეს ჯარი, რომელიც იმ სამყაროში დაუმარცხებლად ითვლებოდა და ეს ჯარი მხოლოდ გეი-წყვილებისაგან შედგებოდა. და სხვა ბევრი ფაქტების დასახელება შორს წაგვიყვანს.imageაღსანიშნავია მსგავსი ფაქტები ძველი რომის მეომრებზე, ინდიელ ბერდაშებზე, რომელთაც “ორი სულის" მქონე ადამიანებსაც კი უწოდებდნენ, ასევე ჩინური და სკანდინავიური მითოლოგია ბევრ ფაქტს მოიცავს, საინტერესოა, შუა საუკუნეების ევროპაში ეკლესიებში არსებობდა ადელფოპოეზის ანუ “ძმადქმნის" ცერემონიალი და ცნობილი “კინტოები" თბილისში, რომელზეც არსებობს ვარაუდი, რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა ე მხოლოდ ვარაუდია.image
image
ახლა გადავხედოთ იმ ისტორიულ პირებს, რომელთა შესახებ არსებობს მყარი არგუმენტები, რომ ნამდვილად ჰომოსექსუალები იყვნენ და ამას არც მალავდნენ, მაგრამ ზოგზე მხოლოდ ვარაუდია და მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა არც საფუძველსაა მოკლებული.

ალექსანდრე მაკედონელი(ძვ, 336-323 წ.) ერთერთი ყველაზე გამორჩეული მხედარმთავარი, შემორჩენილია ცნობები მის ბავშვობის მეგობარზე-ჰეფესტიონი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა.

იულიუს კეისარი(ძვ.100-44)გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე რომში, ცნობილი იყო, რომ ახალგაზრდობაში სხეულით ვაჭრობდა.


რიჩარდ ლომგული(1189-1199წ.) ინგლისის მეფე, ცნობილი მე-3 ჯვაროსნული ომიდან, შეყვარებული იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ ოგიუსტზე.

ჯეიმზ პირველი სტიუარტი(1603-1625წ.)ინგლისის მონარქი, მთელი ცხოვრება რომანი ჰქონდა ესმა სტიუარტთან.

ლეონარდო და ვინჩი(1452-1519) რენესანსის უნივერსალური გენიოსი, ის ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო გაასამართლეს, მაშინ როცა ვეროკოს სახელოსნოში სწავლობდა.image

მიქელანჯელო(1475-1564)რენესანსის კიდევ ერთი მოაზროვნე, მისი ფრესკებიდან გამომდინარე, არსებობს მყარი ვარაუდი მის ორიენტაციაზე.

ივანე მრისხანე(1547-1584წ.)მოსკოვის დიდი მთავარი, რუსეთის პირველი მეფე, ევროპელი მოგზაურები ბევრს წერდნენ მის ჰომოსექსუალურ ცხოვრებაზე.

პეტრე პირველი(1689-1725წ.)რუსეთის პირველი იმპერატორი, ცნობილია, რომ ერთროულად უყვარდა შვეიცარიელი ფრანცი და ქუჩის გამყიდველი ბიჭი.

ალექსანდრე პირველი(1801-25წ.)რუსეთის იმპერატორი, რომელსაც ასევე ერთროულად უყვარდა შვედი ბარონი და რუსი გენერალი.

მიხეილ კუტუზოვი(1745-1813წ.) ცნობილი რუსი გენერალი, მას მთელი ცხოვრება უყვარდა ერთი ჯარისკაცი, მისი ერთგული იყო ბოლომდე და მასთან სექსის დროს გარდაიცვალა.

პეტრე ჩაიკოვსკი(1840-93წ.)უდიდესი რუსი კომპოზიტორი, დიდი ხანი იყო მდიდარი მემამულის საყვარელი, რომელიც აფინანსებდა მის შემოქმედებას.

ასევე ცნობილი გეები იყვნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები: ლენინი, ზინოვიევი, კალინინი, ტროცკი, მალენკოვი და სხვა მრავალი, თუმცა საბჭოთა რეჟიმი მუდმივად “ებრძოდა" განსხვავებულ ორიენტაციას და ზოგადად სექსს, რადგან სსრკ–ში ხომ “სექსი არ არსებობდა" ...image

საინტერესოა ცნობილი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი -უილიამ შექსპირი(1564-1616), რომლის პოემები მის საყვარელ ბიჭს ეკუთვნის.

ვერ გამოვტოვებთ აშშ-ს პირველ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს(1789-1797)მას მთელი ცხოვრება რომანი ჰქონდა ალექსანდრე ჰამილტონთან.

აბრაამ ლინკოლნი(1861-65)აშშ-ს პრეზიდენტი, ფარულ ურთიერთობაში იყო ჯოშუა სფიდთან.

ოსკარ უალდი(1854-1900)ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი და პოეტი, ლეგენდარული გეი, მთელი ცხოვრება ახალგაზრდა კაცების წრეში იყო გათქვეფილი.

თომას მანი(1875-1955)გერმანელი მწერალი, სწორედ მისი ჩანაწერები მოწმობს მის ორიენტაციას.

ქრისტიან დიორი(1905-57) გავლენიანი ფრანგი მოდის დიზაინერი.მრავალი შემოქმედებითი ადამიანის მსგავსად, მას არ შეეძლო ჩვეულებრივი სიყვარულის მიღება, შეიძლება ამიტომაც იყო, რომ მას კაცები უყვარდა და ამას არ მალავდა.image
ეს სია უსასრულოა... და ბოლოს, მინდა დავასრულო ცნობილი ფსიქოლოგის ფროიდის სიტყვებით:“ჰომოსექსუალობა, რათქმაუნდა, უპირატესობა არაა, მაგრამ ის არც სასირცხვილო მოვლენაა, არც მანკიერებაა და არც რაიმე დამამცირებელი.მისი არც ავადმყოფობად განხილვის უფლება გვაქვს.ჩვენ მას სექსუალური ფუნქციის ნაირსახეობად მივიჩნევთ, რომელიც სექსუალური განვითარების ცნობილი შეფერხებითაა გამოწვეული...ჰომოსექსუალობის, როგორც დანაშაულად აკრძალვა არათუ უსამართლობაა, არამედ სისასტიკეცაა.."


სტატიის ავტორი:ნინო ლალიაშვილი

1
195
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლალიაშვილი
ნინო ლალიაშვილი
195
  
2021, 7 იანვარი, 13:14
თვით უძველეს ცივილიზაციებშიც - ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ირანში, განსაკუთრებით ანტიკურ საბერძნეთსა თუ რომის იმპერიაში -რომლებიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით იყვნენ ცნობილი, სექსუალობის ამ ფორმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ დაუკავებია ცენტრალური ადგილი, არ ქცეულა „მეინსტრიმად“, არც მაშინ, როდესაც რომის ერთ-ერთმა უძლიერესმა იმპერატორმა ადრიანემ, ერთადერთმა, რომელიც საკუთარ ჰომოსექსუალობას არ მალავდა, საკუთარი შეყვარებული - 17 წლის ბიჭი ანტინუსი - რომის სენატს ღვთაებად შეარაცხინა და მის სახელზე ტაძრები და საკურთხევლები ააშენა. არც ბერძნული პანთეონის უმაღლეს, ოლიმპოელ ღმერთთა (ზევსი, აპოლონი, დიონისე) ზოგჯერ ტრაგიკულ სასიყვარულო თავგადასავლებს ლამაზ ბიჭებთან; არც აქილევსისა და პატროკლეს ჰეროიკულ სიყვარულს; არც კუნძულ ლესბოსის მკვიდრ დიდ ბერძენ ქალ პოეტ საფოს, რომლის შემოქმედებაც ლესბოსური სიყვარულის სახელმდებელი გახდა; არც სოკრატესა და პლატონის ამაღელვებელ სიტყვებს მამაკაცებს შორის სიყვარულზე თუ ალექსანდრე მაკედონელის შეშლილობამდე მისულ მწუხარებას მისი შეყვარებულის - ჰეფესტიონის დაღუპვის გამო - არაფერი საერთო ჰომოსექსუალობის კულტურულ ჰეგემონიურობასთან არა აქვს. ამასაც აქვს თავისი კულტურული მიზეზები, რომლებიც თავად კულ- ტურის შინაარსსა და მიზნებს უკავშირდება.(http://danarti.org/ka/article/homoseqsualoba-rogorc-privilegia-homofobur-sazogadoebashi---giorgi-maisuradze/26)
0 1 1