x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
შუა საუკუნეების ევროპაში ხალხს წყლის ეშინოდა- შოკისმომგვრელი ფაქტები ჰიგიენის შესახებ
ის რაც ადრე ხდებოდა ელემენტარული ჰიგიენის მხრივ, ნამდვილად შოკიმომგვრელია.image

როგორ არსებობდნენ მაშინ, როდესაც არ არსებობდა დეოდორანტები და პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი ნივთები? ცხელი აბაზანა, რომელსაც დღეს ყველა აღმერთებს, შუა საუკუნეებში სახიფათოდ და აკრძალულადაც ითვლებოდა.image

ხალხი უბრალოდ გაურბოდა ცხელ წყალს, რადგან სწამდათ, რომ ის ფორებს ხსნიდა და კანში მიკრობები აღწევდნენ. მართალია ექიმები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, მაგრამ ხალხი მათ არ უსმენდა.image

დაუჯერებელია, მაგრამ ძველად სამეფო კარის წარმომადგენლებსაც კი ეშინოდათ და ეზარებოდათ დაბანა. XV საუკუნეში იზაბელამ აღიარა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ დაიბანა. პირველად, როცა დაიბადა და მეორედ ქორწილის დღეს. ასევე, ლუდოვიო XIV ს ექიმებმა აიძულეს ებანავა, მაგრამ ეს პროცესი იმდენად არ მოეწონა, რომ მას შემდეგ წყალს არც გაკარებია.


XVIII საუკუნამდე მიღებული იყო მხოლოდ ხელების და პირის დაბანა, სახის რეგულარულ დაბანას ექიმებიც არ უწევდნენ რეკომენდაციას, თვლიდნენ, რომ ამით ანთებითი პროცესები დაიწყებოდა და შეიძლება სიბრმავეც გამოეწვია.

XIX საუკუნეშიც კი, აბაზანას მხოლოდ ავადმყოფობისას იღებდნენ, ისიც, თუკი ექიმი დაუნიშნავდათ. ცივ ან ცხელ წყალში, მარილის დამატებით და მხოლოდ რამდენიმე წუთით.

image


იმიათვის, რომ დაუბანელი სხეულის უსიამოვნო სუნი დაეფარათ, იყენებდნენ სხვადასხვა მცენარისგან დამზადებულ ნაყენს. ლუდოვიკო XIV კი საერთოდ აკრძალა მასთან მისვლა სუნამოს დასხმის გარეშე.imageimage

საბედნიეროდ, მედიცინის განვითარებასთან ერთად, ხალხი წყალს შეეჩვია. თუმცა, ექიმები მაინც აფრთხილებდნენ ქალებს წყლის აბაზანები დიდი ხნის განმავლობაში არ მიეღოთ, რათა უნაყოფობა აეცილებინათ თავიდან.image

შამპუნი მხოლოდ XIX საუკუნეში გამოიგონეს, მანამდე კი ქალები თმის გასაწმენდად მდოგვს ან სხვადასხვა ბალახებს იყენებდნენ.imageimage

ძნელი წარმოსადგენია ისიც, თუ რა ხერხებს მიმართავდნენ ქალები ინტიმური ჰიგიენის არარსებობის დროს.imageimage

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0