x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ჩინეთში ცაზე ანომალიური წითელი მრგვალი ღრუბელი გამოჩნდა
image



23 დეკემბერს ჩინეთში ყველა საინფორმაციოში გამოჩნდა სიახლე, რომ უზარმაზარი მეტეორიტი ჩამოვარდა ტიბეტში.






წინასწარი მონაცემებით, მისი დიამეტრი მინიმუმ ათი მეტრია. კოსმოსური სხეული დილით ძალიან ადრე ჩამოვარდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, იქ არა მხოლოდ მეტეორიტი დაეცა, იუწყება პორტალი "planetanovosti.com"-ი.





თვითმხილველებმა ყველაფერი გადაიღეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ცაზე უზარმაზარი მრგვალი წითელი ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში არ გამქრალა. ვერავინ გაიგო რა იყო ეს წითელი ღრუბელი. უფოლოგებმა მაშინვე დაიწყეს საუბარი იდუმალ პლანეტა ნიბირუს გამოჩენაზე.






ხალხის ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს მარსიული პეპელატები ( ფანტასტიკური მფრინავი ობიექტი), რომლებიც უცხოპლანეტელებმა ტიბეტში გაგზავნეს იმის შესაფასებლად, თუ რა სახის ნგრევა გამოიწვია მეტეორიტის ან რაიმე სხვა ობიექტის ჩამოვარდნამ. არავინ იცის რომელი ვერსიაა სწორი.






თუ ეს არის ნიბირუ, მაშინ მისი გამოჩენა მზის გვერდით მიანიშნებს იმაზე, რომ პლანეტამ შეიცვალა ტრაექტორია და ახლა ის ჩვენი გალაქტიკის სხვადასხვა ადგილას გამოჩნდება. სხვათა შორის, მსგავსი რამ ბევრ ძველ წინასწარმეტყველებაში გვხვდება, თუმცა. მათში პლანეტის სახელი არ არის ნახსენები.




0
61
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0