x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სკოლიოზი
სკოლიოზი

სკოლიოზი ხერხემლის გვერდითი გამრუდებაა, რომელიც ბავშბთა ასაკის ხშირი ორთოპედიული დაავადებაა. ტერმინი “ სკოლიოზი'' - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მრუდს. სკოლიოზი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა. სკოლიოზი ფორმები შეიძლება დსიყოს ორ დიდ ჯგუფად: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ ფორმას საფუძვლად უდევს ხერხემლის ონტოგენეტიკური განვითარების ანომალიები- სილისებრი მალები, დამატებითი სოლისებრი მალები, განივი მორჩების, დისკოების, ნეკნების სინოსტოზი და სხვა. შეძენილი სკოლიოზის მიზეზი არის ადრე გადატანილი სხვადასხვა დაავადებები.

კობბას მიერ მოწოდებული კლასიფიკაციის მიხედვით სკოლიოზი იყოფა 5ჯგუფად:


1. პირველი ჯგუფი-მიოპათიური წარმოშობის, რომლის დროსაც ხერხემლის გამრუდება განპირობებულია კუნთოვანი ქსოვილებისა და იოგოვანი აპარატის არასაკმარისი განვითარებით, ამავე ჯგუფს შეიძლება მიეკუთნოს რაქიტის ფონზე განვითარებული სქოლიოზი. რომელიც ვითარდება დისტროფიული პროცესების განვითარების შედეგად არამარტო ჩონჩხში, არამედ ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში.


2.მეორე ჯგუფი-ნევროგენული წარმოშობის სქოლიოზი, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოლიომიელიტი, ნეოროფიბრომატოზი, სირინგომიელია, სპასტიკური დამბლა.

3.მესამე ჯგუფი-ვითარდება ხერხემლის მალებისა და ნეკნების ანომალიის ფონზე.


4.მეოთხე ჯგუფი-რომელიც ვითარდება გულ-მკერდის მიდამოს ემპიემის, დამწვრობის ან პლასტიკური ოპერაციის გამო.

5.მეხუთე ჯგუფი-იდუოპათიური რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით სქოლიოზი იყოფა 4 ხარისხად:

პირველი ხარისხის-ხასიათდება ხერხემლის მცირედი გვერდითი გამრუდებითა და უმნიშვნელო ტორსიით, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს რენტგენოგრამაზე, გარუდების პირვწლადი კუთხე არ აღემატება 10°-ს. ავადმყოფის მაგარ საწოლზე მოთავსების შემდეგ ექვემდებარება თვითგასწორებას.

მეორე ხარისრხის-რენდგენოლოგიურად მკაფიოდ არის გამოხატული მალთა სხეულის დეფორმაცია, ფრონტალურ სიბრტყეში ხერხემლის გადახრა აშკარაა, ტორსია საგრძნობლად მომატებულია, გამრუდების კუტხე მერყეობს 15-30° შორის.

მესამე ხარისხი-რენდგენოლოგიურად გამოხატულია მალების სოლისებრი დეფირმაცია. კლინიკურად ისინჯება ნეკტა კუზი, გამრუდების კუტხე აღწევს 40-60°_ს.

მეოთხე ხარისხი- ავადმგოფის გულმკერდწელის მიდამო ძლიერ დეფორმირებულია, აღინიშნება გულმკერდის ნაწილის კიფოსკოლიოზი. რენტგენოლოგიურად გამოხატულია გულმკერდის მალების სოლისებრი დეფორმაცია. გამრუდების კუთხე აღწევს 61-90°_ს

დიაგნოსტიკის მხრივ სკოლიოზის ადრეულ გამოვლინებას ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება, ვინაიდან მხოლოდ დროულად დაწყებულმა მკურნალობამ შეიძლება შეაჩეროს გამრუდების პროგრესირება. ავადმყოფის გამოკვლევა წარმოებს მჯდომარე, მდგომარე, მწოლარე მდგომარეობაში. დეფორმაციის გამოსავლენად აკეთებენ ძვლოვანი ორიენტირების ფერად მარკირენას კანზე: ყველა მალის წვეტიანი მორჩები, ბეჭის ძვლების ქვედა კუტხეები, წელის გამოხატული სამკუთხედი, თეძოს ძვლის ფრთები, ლავიწის ძვლები.

მჯდომარე მდგომარეობაში იკვლევენ მენჯის გადახრის და წელის მიდამოს ლორდოზის ხარისხს, ხერხემლის გვერდით გამრუდებას.

მგომარე მდგომარეობაიშ აფასებენ წვეტიანი მორჩების, მხრების, ბეჭის, ლავიწის მიდამოებს. განსაზღვრავენ ქვედა კიდურების სიგრძეს, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებში კონტაქტურებს.

ზურგზე წოლის მდგომარეობაში იკვლევენ მუცლისა და ტანის ირიბი კუნთების ფუნქციურ მდგომარეობას, მუცელზე წოლისას კი პირველადი და კომპენსაციური რკალების კორექციის ხარისხს.

რენდგენოლოგიური გამოკვლევა ხდება ორ პროექციაში: წოლით და დგომით მდგომარეობაში.

სკოლიოზის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

1.ზოგად-გამაჯანსაღებელი მკურნალობა, რომელიც გააუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის ფუნქციას.

2.სამკურნალო ვარჯიშები რომლების გააძლიერებს კუნთოვან კორსეტს, ხელს შეუწყობს დეფორმაციის კორექციას და სტაბილიზაციას.

3.ტანის კუნთების მასაჟი, მატი გაძლიერებისა და ტროფიკის გაუმჯობესების მიზნით.

4.წყლის პროცედურენი რომლებიც განაპირობებენ ხერხემლის განტვირტვას და აუმჯობესებენ სუნტქვის ორგანოებოს ფუნქციას.

5.გამრუდების გამოდრეკის მხარეს მდებარე პარავერტებრალური კუნთების ელექტროსიტიმულაცია.

6.სპორტული ვარჯიშები, როგორიცაა ცურვა, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა.

7.ხერხემლის განტვირთვა: გაჭიმვა, სპეციალურ მდგომარეობაში წოლა, ძილი თაბაშირის საწოლში, ორთოპედიული კორსეტების ტარება.

კონსერვატიული მკურბალობა ხშირშემტხვევაში უშედეგოა სქოლიოზის მესამე და მეოთხე ხარისხის დროს, როდესაც აღინიშნება დაავადების პროგრესირება, აუცილებელია ოპერაციული მკურბალობა, იგი ითვალისწინებს დეფორმაციის კორექციას და სტაბილიზაციას.

ოპერაციული მკურნალობის გავრცელებული მეთოდებია: 1.ხერხემლის ფიქსაცია ჩაკლინის მეთოდი. 2. ხერხემლის გულმკერდის მიდამოში დოსკოტომია, უკანა სპონდილოდეზთან ერთად, კაზმინის მეთოდი. 3.ხერხმელის გულმერდის ნაწილის მობილიზაცია ჰარინგტონის მეთოდით. 4.ხერხემლის გულმკერდის მიდამოში მალის სხეულების სოლისებრი რეზექცია.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0