x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ფსკოვში წვრთვნებიდან დაბრუნებული მედესანტეთა საბრძოლო მანქანიდან "БМД-4" ეფრეიტორმა სავაჭრო-გასართობი ცენტრი დაცხრილა

image საწვრთვნელი პოლიგონიდან დაბრუნებული მედესანტეთა საბრძოლო მანქანის მომსახურებისას ეკიპაჟის ერთერთმა წევრმა, ეფრეიტორმა შემთხვევით გაისროლა 30 მილიმეტრიანი ქვემეხიდან.
გასროლილი ჭურვი ფსკოვში სავაჭრო-გასართობი ცენტრის "Fjord Plaza"-ს სახურავი შეანგრია, იქიდან კი "ბავშვთა სამყაროში" ჩამოვარდა, სადაც გარკვეული დაზიანებები გამოიწვია.
სავაჭრო-გასართობი ცენტრიდან იქ მყოფი 300 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს.
როგორც აღმოჩნდა ჭურვი საბრძოლო არ იყო შესაბამისად ადეთქებას ადგილი არ ჰქონია, ყუმბარა საწვრთვნელი იყო და გათვალისწინებული იყო პოლიგონზე სამიზნეებზე სროლისათვის, რკინის ეგრეთ წოდებულმა "ბალვანკამ" საკმაო ზიანი მიაყენა სავაჭრო-გასართობ ცენტრს.
ეფრეიტორმა ორი გასროლა მოახდინა, მეორე "ბალვანკას" ჯერ კიდევ ეძებენ.
სამხედრო დანატოფის მეთაურობის თქმით ეფრეიტორს განაწესით არ ევალებოდა მიეხედა მედესანტეთა საბრძოლო მანქანისათვის და ის აუცილებლად დაისჯება წესდების დარღვევისათვის.

0
360
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
360