x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:ახალი წლის ღამეს რომში მკვდარი ფრინველების "წვიმა" წამოვიდა

image



რომში საახალწლო მასიურმა ფეიერვერკებმა ასობით ფრინველი მოკლა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა"ევროპული სიმართლე".




რომის სხვადასხვა ნაწილში ქუჩები სავსეა ათობით მკვდარი ფრინველით, რომელთა უმრავლესობა შოშიებია. განსაკუთრებით ბევრი დახოცილი ფრიველია ტერმინის სადგურის მახლობლად, "ჰოლმა ესკვილინზე" და ცენტრალურ ქუჩა "ვია ნაციონალზე".





"ფეიერვერკის გამო ვია კავური სავსეა მკვდარი ფრინველებით, მაგრამ ზოგიერთი ღორი მაინც აგრძელებს ფეირვერკის გაშვებას." - წერს ტვიტერზე ერთერთი მომხმარებელი.






სოციალური მედიის მომხმარებლები რომის ქუჩებში მკვდარი ფრინველების უამრავ ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებენ.




ზოგი წერს, რომ მკვდარი ფრინველების წვიმა ნახეს შუაღამისას ფეიერვერკის გამო. შეშინებული შოშიები ცდილობდნენ აფეთქებებისგან თავის დაღწევას, მაგრამ უშედეგოდ.




0
310
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0