x
რობერტ ნისბეტი ქვეცნობიერზე
image

ნისბეტი ქვეცნობიერზე

ძირითადად ჩვენ ვცხოვრობთ იმ შეგრძნებით, რომ ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია თუ რა ხდება ჩვენს თავში-რაზე ვფიქრობთ სინამდვილეში და როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი.ჩვენ ეჭვიც კი არ შეგვაქვს, თუ რა უფსკრულია ამ რწმენასა და რეალობას შორის.

ფაქტორების უმეტესობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს რწმენებზე, მოსაზრებებსა და ქცევებზე, ჩვენი ცნობიერების ჩრდილში იმალება.სტიმულებს, რომლებსაც ჩვენ იშვიათად ვაქცევთ საკმარის ყურადღებას-თუ ვაცნობიერებთ მათ საერთოდ- შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ჩვენს ქცევაზე, ხოლო მრავალი იმ სტიმულთაგან, რომლებსაც ჩვენ მაინც ვამჩნევთ, აქვთ ბევრად უფრო სერიოზული შედეგები, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.


ჩვენ არ ვიცით, რომ ვანელებთ ნაბიჯს, როდესაც ვფიქრობთ ხანდაზმულ ადამიანებზე.ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ჯენიფერი სწავლობს, ჩვენი აზრით, უკეთ, ვიდრე ჟასმინი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ ჯენიფერის ოჯახი დგას უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე.ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი განათლების გადასახადის ზრდას ნაწილობრივ იმიტომ, რომ არჩევნები ტარდება სკოლაში.ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ხელი მოვაწერეთ ბობის პეტიციას, და არა ბილისას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბობის პეტიცია დაბეჭდილი იყო მეტად მარტივად წასაკითხი შრიფტით.ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რომ მარიონი გვეჩვენება უფრო მეგობრული, ვიდრე მართა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მარიონთან ერთად ჩვენ ვსვავდით ცხელ ყავას, ხოლო მართასთან-ჩაის ყინულებთან ერთად.თუმცა ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენი გონების მუშაობა ხელმისაწვდომია ჩვენი კონტროლისთვის, უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის.ჩვენ დაუყოვნებლივ ვპოულობთ ახსნას ჩვენი ნებისმიერი მოსაზრებისა და ქცევისთვის, მაგრამ ხშირად ამ ახსნას არანაირი კავშირი არ აქვს ნამდვილ მიზეზებთან.მსგავსი ფაქტებისგან ინფორმირებულობისა და ცნობიერის შესახებ შესაძლოა შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, თუ როგორ ვიქცევით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცნობიერება და ცრუ მოგონებები (კონფიგურაცია)

მრავალი წლის წინ მე და ტიმოთი ვილსონმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორ უხსნიან ადამიანები საკუთარ თავს შემეცნებით პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ შეხედულებებზე ყოველდღიურ სიტუაციებში.ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ბევრი არასწორად განსაზღვრავდა შემეცნებით პროცესებს, როდესაც მათ არ ჰყოფნით ცოდნა იმის შესახებ თუ რა ხდება მათ თავში, ან როდესაც ეს ცოდნა მცდარია.და ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ გაგება აზროვნების პროცესების შესახებ- მხოლოდ თეორიული წარმოდგენები, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს.

ჩვენს ერთ მარტივ კვლევაში ცდისპირებს უნდა უნდა დაემახსოვრებინათ სიტყვების წყვილები.შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ მათ მონაწილეობა მიეღოთ „სიტყვათა ასოციაციის კვლევაში“.მაგალითად, პირველ კვლევაში ერთ-ერთი წყვილი იყო <<ოკეანე-მთავრე>>. ასოციაციების დავალების დროს მონაწილეებს ვთხოვეთ დაესახელებინათ სარეცხი საშუალებები ან სარეცხი ფხვნილი.ალბათ, თქვენ არ გაგაკვირვებთ, რომ იმ სიტყვათა წყვილის დახსომებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველაზე პოპულარულ პასუხი გახდა ფხვნილი „Tide”.(რა თქმა უნდა ყველა მონაწილე არ იმახსოვრებდა ზუსტად <<ოკეანე-მთვარე>> წყვილს, ისე რომ შედარების საშუალება გვქონდეს.) როდესაც დავალება შესრულდა, ჩვენ ვკითხეთ მონაწილეებს, თუ რატომ დაასახელეს ზუსტად ეს სიტყვა. თითქმის ვერავინ გაიხსენა წყვილი, რომელსაც ისინი იხსომებდნენ მანამდე.ამის ნაცვლად მონაწილეები გამოყოფდნენ ნივთის რომელიღაც თავისებურებას( <<Tide-ყველაზე პოპულარული ფხვნილი>>), პირად ასოციაციას (<< დედაჩემი იყენებს Tide-ს>>), ან თავის ემოციურ რეაქციას მასზე (<< მე მომწონს მისი შეფუთვა>>).

პირდაპირ კითხვაზე სიტყვა-სტიმულის გავლენის შესახებ, მესამედი დათანმხდა, რომ შესაძლოა, ამ სიტყვებმა ნამდვილად მოახდინა გავლენა მათ პასუხებზე.თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმის დასაჯერებლად, რომ მონაწილეები ნამდვილად აცნობიერებდნენ კავშირს მათ შორის.იყო სიტყვების ძალიან მნიშვნელოვანი კომბინაციები, რომელთა შესახებაც არცერთი მონაწილე არ დაფიქრებულა, რომ მათ გავლენის მოხდენა შეეძლოთ მის ასოციაციებზე.იყო ისეთი კომბინაციებიც, როდესაც მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი ძლიერ გავლენას ახდენდნენ მათ ასოციაციაზე, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ იყო.(ჩვენ ეს დანამვდილებით ვიცით, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია ის ზღვარი, რომლამდეც სიტყვათა წყვილის დახსომება ნამდვილად ახდენს გავლენას სიტყვათა ასოციაციის ალბათობაზე).ეს კველვა აჩვენებს, რომ ადამიანები არამხოლოდ ვერ აცნობიერებენ მათ თავში მიმდინარე აზროვნების პროცესებს, არამედ არ შეუძლიათ აღიდგინონ ისეთი პროცესი, როდესაც მათ პირდაპირ ეკითხებიან მის შესახებ.ხალხს შეუძლია არა მხოლოდ შეცდეს, იმის მტკიცებით, რომ A ფაქტორმა არ იმოქმედა საბოლოო შედეგ B-ზე, მას შეუძლია გულწრფელად სჯეროდეს, რომ ამ საბოლოო შედეგმა B-მ იქონია გავლენა საწყის ფაქტორ A-ზე.

ექსპერიმენტის ბოლოს მონაწილეები წერდნენ მოხსენებებს და ზოგჯერ ახსნა-განმარტებებსაც, თუ რატომ მივიდნენ ამა თუ იმ დასკვნებამდე, ჩანდნენ როგორც თავდაყირა გადმოტრიალებულნი.მაგალითად, ჩვენ სტუდენტებს ვაჩვენებდით ინტერვიუს კოლეჯის პროფესორთან, რომელიც საუბრობდა ევროპული აქცენტით. მონაწილეთა ნახევარს აჩვენეს ვიდეო, რომელშიც პედაგოგი მეგობრული, სასიამოვნო და ენერგიით სავსეა. მონაწილეთა მეორე ნახევარს აჩვენეს სხვა ვიდეო, რომელშიც მასწავლებელი ლაპარაკობდა, როგორც ცივი, დომინანტი და გამჭრიახი ადამიანი, რომელიც უნდობლად უყურებდა თავის სტუდენტებს. შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს დაედგინათ რამდენად მოეწონათ მათ მასწავლებელი და შეეფასებინათ მისი სამი თვისება, რომლებიც უცვლელი რჩებოდა ორივე ინტერვიუს შემთხვევაში : მისი გარეგნობა, მანერა და აქცენტი.

სტუდენტებმა, რომლებმაც ნახეს მეგობრული პედაგოგი, რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო მოეწონათ, ვიდრე მათ, რომლებმაც დაინახეს, ცივი, დომინანტი ადამიანი.რაც შეეხება შეფასებებს, რომლებიც სტუდენტებმა სამ შერჩეულ თვისებას მიანიჭეს, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სტუდენტები ექვემდებარებოდნენ ნათლად გამოხატულ ჰალო ეფექტს.ჰალო ეფექტი(იგივე რაც OREOLA) ვლინდება მაშინ, როდესაც თქვენ იცით რაღაც ძალიან კარგი( ან ძალიან ცუდი) ადამიანის შესახებ და ეს ცოდნა გავლენას ახდენს ყველა თქვენს დასკვნაზე მის შესახებ. მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებმაც მეგობრულ მასწავლებელთან ინტერვიუ ნახეს, მის გარეგნობა და მანერები მიმზიდველად, ხოლო აქცენტი ნეიტრალურად შეაფასეს. მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებმაც ნახეს ინტერვიუ არაკეთილგანწყობილ მასწავლებელთან, იგივე თვისებები შეაფასეს, როგორც უსიამოვნო ან გამაღიზიანებელი.

ხვდებოდნენ თუ არა მონაწილეები, რომლებმაც მეგობრული მასწავლებელი ნახეს, რომ მათმა დადებითმა ემოციებმა გავლენა მოახდინეს მისი თვისებების შეფასებაზე?ხვდებოდნენ თუ არა ისინი, რომლებმაც ნახეს არაკეთილგანწყობილი მასწავლებელი, რომ მათმა უარყოფითმა ემოციებმა გავლენა მოახდინეს ამ შეფასებაზე?ჩვენ დავუსვით ეს კითხვა ზოგიერთ მონაწილეს.ისინი თავდაჯერებულად აცხადებდნენ, რომ მასწავლებლის მიერ მათზე დადებითი ან უარყოფითი შთაბეჭდილება არანაირად არ მოქმედებს მისი თვისებების შეფასებაზე.(მაგალითად, <<დაივიწყეთ, რა თქმა უნდა, მე შემიძლია მიუკერძოებლად შევაფასო ვინმეს აქცენტი, მომწონს ეს ადამიანი თუ არა>>) სხვა მონაწილეებს ჩვენ სხვა კითხვა დავუსვით. „რამდენად იმოქმედა თქვენმა შთაბეჭდილებებმა მასწავლებლის გარეგნობაზე, მანერაზე და აქცენტზე თქვენს დამოკიდებულებაზე მასთან, როგორც პიროვნებასთან მიმართებაში?“ მონაწილეებმა, რომლებმაც მეგობრული ადამიანი ნახეს, უარყვეს რომ მათმა შთაბეჭდილებამ მასწავლელის გარეგნობაზე რაიმე გაველნა იქონია საერთო შეფასებაზე.მონაწილეებმა, რომლებმაც ნახეს არაკეთილგანწყობილ ადამიანი, ჩათვალეს, რომ მასწავლებლის გარეგნული თვისებების უსიამოვნო შთაბეჭდილებამ გავლენა მოახდინა მის მიმართ სიმპათიის ხარისხზე.ამ მონაწილეებს ყველაფერი პირიქით ესმოდათ.მათმა ანტიპატიამ მასწავლებლისადმი გამოიწვია მისი გარეგნობის, მანერისა და აქცენტის შეფასების კვლება, მაგრამ ისინი უარს ამბობდნენ ამის აღიარებაზე, იმის მტკიცებით, რომ მათ პირველ რიგში არ მოეწონათ ზუსტად რომ მასწავლებლის გარეგანი თვისებები და ამის გამო მათ ის უფრო ნაკლებად მოეწონათ, როგორც პიროვნება.

გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გარკვეულმა ფაქტორმა ჩვენზე გაველნა არ მოახდინა, მაშინ როდესაც სინამდვილეში იქონია გავლენა და ზუსტად ანალოგიურად, ჩვენ შეიძლება დარმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენზე გაველა მოახდინა რაღაცამ, რასაც რეალურად არანაირი ეფექტი არ ჰქონია.ამ გაურკვევლობამ შესაძლოა არიოს ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ იქნება მიღებული .ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, რატომ მოგვწონს ან არ მოგვწონს ვინმე და ამიტომ შესაძლოა სერიოზული შეცდომებიც დავუშვათ ადამიანთან ურთიერთობის დროს, იმის მცდელობით, მაგალითად, გადავაკეთოთ მისი თვისებები და ქცევა, რომლებიც, როგორც ჩვენ გვეჩვენება, გვაშორებს ჩვენ მისგან, მაგრამ სინამდვილეში ნეიტრალურია და არ უკავშირდება ჩვენს დამოკიდებულებას მასთან.


0
42
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა გვილავა
დიანა გვილავა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0