x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ნამდვილი შავი ქვრივი, რომელმაც საკუთარი ქმრები, საყვარლები და შვილებიც კი დახოცა
image
ბელ სორანსენ განესი- სწორედ ასე ერქვა ქალს, რომელმაც 40 ზე მეტი ადამიანი მოკლა, მათ შორის კი ქმრები, საყვარლები, ნათესავები და შვილებიც კი.image

ნორვეგიიდან ამერიკაში ქალი 1881 წელს გადავიდა საცხოვრებლად სწორედ ამერიკაში ჩაიდინა ყველა ეს შოკისმომგვრელი დანაშაული. ნორვეგიაში ის ძალიან ბევრს მუშაობდა ერთ-ერთ ფერმასი იმისათვის, რომ ფული შეეგროვებინა და ამერიკაში გადასულიყო საცხოვრებლად. სახელიც შეიცვალა, ბრუნგილდა პოლსდოტერ სტოშეტიდან გახდა ბელი და ახალი ცხოვრება დაიწყო როდესაც მომავალ ქმარს, მედს სორენსენს შეხვდა.image

მკვლელობებზე ბელს ერთმა შემთხვევამ უბიძგა. ხანძრისგან განადგურდა მისი და მეუღლის საკონდიტრო, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ თანხა აუნაზღაურათ. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ალმა “ბიზნესის" დაგეგმვა. სორენსენებს 4 შვილი ჰყავდათ, ბელმა კი ორი მათგანი დააზღვია. გასაოცარია ის, რომ სწორედ ის ორი ბავშვი დაიღუპა კოლიტისგან, მაშინ, როდესაც სიმპტომები უფრო მოწამვლისას ჰგავდა.image

გავიდა რამდენიმე წელი და ბელის ქმარიც გარდაიცვალა. ალბატ, დამთხვევა იყო ის, რომ მედს სორენსენმა საკუთარი სიცოცხლე გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე დააზღვია და მგლოვიარე ცოლმა კომპენსაცია 8 000 დოლარის სახით აიღო, რაც დღეისთვის დაახლოებით 250 000 დოლარის ტოლია. ერთი სპეციალისტის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა სხვები მოწამვლას ეჭვობდნენ, მგლოვიარე ქვრივმა კი იმდენი შეზლო, რომ ყველა დაარწმუნა გვამის გაკვეთა არ ჩაეტარებინათ.


ქვრივმა შეაგროვა ყველაფერი რაც ჰქონდა და ბავშვებთან ერთად სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დაიწყო ახალი სადაზღვევო მაქინაციებიც. რამდენიმე დღეში დაიწვა დაზღვეული გემი.

1902 წელს ბელი მეორედ გათხოვდა. სულ რაღაც 12 დღეში გარდაიცვალა მისი გერი 6 თვის შემდეგ კი ქმარიც. ჯერ კიდევ მგლოვიარე, მაგრამ ორსული ქალი უკვე მდიდარ მამაკაცებზე ნადირობდა და განცხადებებს გაზეთებში აქვეყნებდა. ყველა თაყვანისმცემელი, ვინც კი მის ფერმაში ადგამდა ფეხს, უკან ვეღარ ბრუნდებოდა. ფერმის ერთ-ერთი მცველი იყო ვინე რეი ლამფერი. მამაკაცს ბელი თავდავიწყებით შეუყვარდა და სწორედ ის ეხმარებოდა დანაშაულებების დამალვაში.

ცნობილი ფერმაimage

ბელი ისეთ მამაკაცებს ირჩევდა, რომლებიც ნათესავებს არ ეკონტაქტებოდნენ და ფერმაში გადასვლის შემდეგ მათ შხამს აძლევდა, ან მძიმე საგანს ურტყამდა თავში. მხოლოდ ერთ თაყვანისმცემელში დაუშვა შეცდომა. ეს იყო ვინმე ენდრიუ ჰელგელიენი. ის ქალის ფერმაში გადავიდა საცხოვრებლად, თავისი 3 000 დოლარით და გაქრა. პრობლემა მხოლოდ იმაში იყო, რომ ენდრიუს თავისი ძმა ესლი ქალთან არასდროს უხსენებია. ენდრიუს გაუჩინარების შემდეგ ძმამ მისი ძებნა დაიწყო და ქვრივს წერილიც მისწერა. ამგვარად, ქალს პრობლემა შეექმნა. მაგრამ გამოსავალი მალევე ნახა. ბელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თაისი თაყვანისმცემელი რეი ლამფერი და პოლიციასი განაცხადა, რომ მამაკაცს მისი მოკვლა და ფერმის გადაწვა სურდა. მართლაც, ფერმა 1908 წლის 28 აპრილს დაიწვა.

რეი ლამფერიimage

როდესაც ფერმაში ხანძარი ჩაცხრა, მეხანძრეებმა იპოვეს 3 ბავშვის დამწვარი და ერთიც თავმოჭრილი ქალის ცხედარი. გარდა ამისა, ფერმაში მომუშავე ერთ-ერთმა ადამიანმა დაადასტურა, რომ ხანძრის გაჩენის ღამეს რეი სახლში ნახა. ქალი, რომელიც დაიწვა აშკარად არ იყო ბელი, ის მასზე დაბალი და გამხდარი იყო, ბავშვებიც როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა ჯერ კიდევ ხანძრამდე გარდაიცვალნენ შხამის შედეგად.image

დაახლოებით სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ლა პორტში ესლ ჰელგელიენი. მან პოლიციელები დაარწმუნა დამწვარი ფერმა კიდევ ერთხელ შეემოწმებინათ. პოლიციელებმა ადგილზე შოკისმომგვრელი სამხილები ნახეს. იპოვეს ესლის დაკარგული ძმის დამარხული გვამი, ასევე ბელის დაკარგული გერი ჯეინი და სხვა 39 ცხედარი. გარდა ამისა, გაარკვიეს, რომ ხანძრამდე ბელმა დაიქირავა მოსამსახურე ქალი, რომელიც გარკვეულწილად მას ჰგავდა. სოწრედ ეს ცხედარი იპოვეს თავმოჭრილი. სხვა ფაქტების შესახებ კი უკვე დაკავებულმა რეი ლამფერმა მოყვა.image

სიკვდილამდე ლამფერმა გაამხილა, რომ არაერთხელ დახმარებია ბელს გვამების მოშორებაში. მათ ან მარხავდნენ, ან ნაწილებად ჩეხავდნენ და ღორებს უყრიდნენ. გარდა ამისა, ხანძრამდე ქალმა ანგარიშიდან 250 000 დოლარი მოხსნა, შემდეგ კი რეის ხაფანგი დაუგო და გაქრა.

შავი ქვრივი ბელ სორენსონ განესი გაქრა და აღარავის უნახავს. ამერიკაში სხვადასხვა შტატებში ატყობინებდნენ პოლიციას, რომ ქალი ნახეს სორენსონის აღნაგობის, მაგრამ დაწვრილებით არავინ არაფერი იცოდა. ვარაუდობენ, რომ შავი ქვრივი, ან როგორც სხვა სახელი შეარქვეს “ლურჯწვერა ქალი" 1931 წელს გარდაიცვალა.


0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0