x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
10 საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ (3 ნაწილი)
image






















The ruins[2008] - სკოტ ბ. სმიტის ბესტსელერის ეკრანიზაცია სტუდენტებზე, რომლებიც არდადეგებს მექსიკაში ატარებს. მშვიდი დასვენების ბოლოს ერთერთი მათგანი მოიფიქრებს მეგობრებთან ერთად გაემგზავროს არქოლოგიურ გათხრებზე ჯუნგლებში, სადაც ნანგრევებს შორის საშინელება დასახლდა...

image






















Deep blue sea[1999] - წყალქვეშა ლაბორატორიაში 'აკვატიკა' მეცნიერები ამუშავებენ ალცგეიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატს. ცდებს ზვიგენებზე ატარებენ, მათ გენეტიკურად ტვინის გაზრდის ხერხი აღმოაჩინეს. აგრესიული და ავი მტაცებლები მკვლელ-მონსტრებად გარდაიქმნებიან, რომლებსაც თავისი შემქმნელების განადგურება შეუძლიათ. ფილმის გმირები განრისხებულ ზვიგენებს ებრძვიან, მაგრამ მათგან გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია...


image






















Rogue[2007] - უწყინარი კრუიზი ავსტრალიის პირველყოფილ ადგილებში კოშმარად იქცევა, როცა ტურისტებზე გიგანტური კაციჭამია ნიანგი ნადირობას იწყებს...

image






















28 weeks later[2007] - ეპიდემიიდან 6 თვის შემდეგ ბრიტანეთი დაცარიელდა, მოსახლეობა ამოწყდა. ძველი სამყაროს ხელახალი კოლონიზაციის მიზნით კუნძულზე ამერიკელი ქვეითები სხდებიან...

image





















The blair witch proJect[1999] - 1994 წლის ოქტომბერში სამი სტუდენტი-კინემატოგრაფისტი გაუჩინარდა მერილენდის შტატის ტყეში დოკუმენტალური ფილმის გადაღების დროს... ერთი წლის მერე მათი გადაღებული მასალა ნაპოვნი იყო. ისინი ჩამოვიდნენ ტყეში შავ მთაზე მერილენდის შტატში, იმისათვის რომ გადაიღონ დოკუმენტური ფილმი ადგილობრივ ლეგენდის შესახებ - ალქაჯზე ბლერიდან, რომელიც აწამებდა და კლავდა ნებისმიერს ვინც მის სამშობლოში მოხვდებოდა...

image




















Rec[2007] - ყველა ჟურნალისტს სურს სენსაცია, მაგრამ დამწყები ჟურნალისტი ანჟელა ვიდალი ამ სენსაციებს უფრო მეტად ელოდება.. უნიკალური მასალის ძიებაში იგი მაშველთა ჯგუფთან ერთად დიდ საცხოვრებელ სახლში საზარელი დანაშაულის ადგილზე მიემართება.. იქ მისვლისას მუშაობით აზარტულად დაკავებული ანჟელა თავიდან ვერც კი ხვდება, საიდან მიყავს თავის რეპორტაჟი.. საზარელი რეალობის გრძნობა ძალიან გვიან დაეუფლება. სახლის მაცხოვრებლები საშინელი ვირუსით არიან ინფეცირებულები და ერთი მეორეზე ზომბებად იქცევიან.. სახლი დაბლოკილია, რათა ვირუსმა გარეთ არ გამოაღწიოს, მაგრამ კამერა ბოლომდე იმუშავებს...

image























30 Days of Night[2007] - ყოველი 30 დღის განმავლობაში ალიასკას პატარა ქალაქი ბეროუ სიბნელეში იძირება. არქტიკული ღამე ნორმალურია ამ ადგილებისათვის. ერთხელაც ქალაქ ოლსონის შერიფი იწყებს ეჭვის შეტანას, რომ ამჯერად 30 დღის სიბნელე ჩვეულებრივად არ ჩაივლის. ადგილობრივი ვამპირები ამზადებენ სისხლიან რეიდს ბეროუში, როგორც კი უკანასკნელი მზის სხივი ჩაესვენება...

image






















The descent[2005] - მამაცი და მომხიბვლელი გოგონების ჯგუფი მიჩვეულია ექსტრემალურ მოგზაურობებში შვებულების გატარებას. ამჯერად გადაწყვეტილია შორეული მთების ქედების გამოსაკვლევად წასვლა. ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ ისინი საიდუმლო გამოქვაბულს არ იპოვიან.. გამოქვაბული აღმოჩნდება უცნობი საშინელი არსებებით დასახლებული, რომლებიც სულაც არ არიან წინააღმდეგები გაცნობაზე...

image






















The Hills have eyes 2[2007] - აშშ-ს ნაციონალური სწავლების დროს ჯარისკაცები დასასვენებლად ნიუ-მექსიკოს სასაზღვრო საგუშაგოზე შესასვენებლად გაჩერდებიან და მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ იქ არავინაა. ისინი მახლობელი მთიდან შველის სიგნალს იღებენ და დასახმარებლად მიდიან..

image






















Silent hill[2006] - როუზის არ შეულია შეეგუოს თავისი შვილის განუკურნელ დაავადებას, რომლისგანაც შერონი ნელ-ნელა კვდება.. ის, ქმრის პროტესტის მიუხედავად, შვილთან ერთად, მკურნალთან მიემგზავრება. დედა შვილი გზად შემზარავ ქალაქ საილენტ-ჰილში ხვდებიან, სადაც გოგონა მოულოდნელად იკარგება...

4
16797
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
16797
  
2013, 25 ივნისი, 14:21
:D გეთანხმები ;)
2012, 9 ნოემბერი, 23:01
ასტრალი_ ამ ჟანრში უმაგრესიაა :/
2012, 29 აგვისტო, 2:02
Rec[2007] ეს ფილმი მომეწონა ეხლა ვნახე
2012, 27 აგვისტო, 17:37
ყველაზე მაგარი საშინელებათა ფილმი ცხოვრებაა ;)
0 1 4