x
image
ოტი
ეს ფაქტებია. "აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც გამოეყო საქართველოს"

image

1. 1919 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობამ აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. 1921 წელს ლენინის გადაწყვეტილებით შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც გამოეყო საქართველოს. 1931 წელს სტალინმა აფხაზეთის სსრ გააუქმა, ჩამოაქვეითა მისი სტატუსი ისევ ავტონომიამდე და საქართველოს გადასცა.
2. სტალინის მიერ შექმნილი ახალი კონსტიტუციით საქართველოში არსებულ ავტონომიებს ჩამოერთვათ უფლება, გასულიყვნენ საქართველოს შემადგენლობიდან საქართველოს ნებართვის გარეშე.
3. აფხაზეთში ქართველები წარმოადგენდნენ უმცირესობას. სტალინის მმართველობის წლებში ბერიამ აფხაზეთსა და სოჭში ჩასახლა ქართველები რაჭიდან და სხვადასხვა რაიონებიდან, რითაც მოხდა ეთნიკური ბალანსის ქართველების სასარგებლოდ შეცვლა.
4. 1942 წელს გასამართლებული იქნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ. 1937 წელს სტალინის ბრძანებით დიდი პატივით გადაიხადეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე.
5. 1943 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, რომლებსაც საქართველო 1955 წლამდე ფლობდა. 1955 წელს სტალინის და ქართველების დიდმა მოძულემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა ქლუხორი და ახალხევი საქართველოს ჩამოართვა.
6. 1943 წლიდან იწყება ქართველების მასობრივი ჩასახლება ჩრდილო კავკასიაში და ჩრდილო კავკასიის „ქართველიზაციის“ პროცესი.
7. 1943 წელს სტალინმა საქართველოს დაუბრუნა ავტოკეფალია.
8. 1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები. საერთო ჯამში 120 000 სული, რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს მათ ადგილას კი ქართველები ჩაასახლეს.
9. 1945 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული, მენშევიკებმა საფრანგეთში დახარჯეს
10. სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ ის არის რუსი. ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი - ეროვნება: ქართველი. სტალინმა ერთხელ სუფრაზე აღნიშნა, რომ იგი დაიბადა საქართველოში და გაზარდა რუსმა ხალხმა. რის შემდეგადაც მოხდა ამ ფრაზის ისეთნაირად დამახინჯება და წარმოჩენა, თითქოს იგი თავს რუსად თვლიდა.
11. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა, განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის, ერზრუმის და სტამბულის მიმართულებით. ამ ფაქტს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მაშინდელი ქართული ინტელიგენცია და მთელი საზოგადოება. გაზეთებში იბეჭდებოდა მოწოდებები ტაო-კლარჯეთის დაბრუნების სესახებ, იწერებოდა ლექსები და სტატიები. სტალინმა ბულგარეთში, თურქეთის საზღვართან, მოახდინა 300 000 საბჭოელის მობილიზება. სამწუხაროდ, თურქეთს იმ დროს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა.
ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა მასთან დაპირისპირებაზე და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა.
12. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით სტალინმა დათვური სამსახური გაუწია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ცნობილი არის, რომ გერმანული დივიზიების დაახლოებით 80% განადგურდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში.
13. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციას, რომელიც ბელორუსიის განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, სტალინმა პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ უწოდა "ოპერაცია ბაგრატიონი".
14. 1945 წლის 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი. სტალინის ბრძანებით რაიხსტაგზე დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა ქართველს და რუსს; მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს.
15. 1951 სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. მეტრო იმ დროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, თბილისი მოსახლეობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, სტალინის ბრძანებით გადაწყდა, აშენებულიყო თბილისში მეტროპოლიტენი. თბილისი იყო მე-4 ქალაქი საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო აშენდა. „მეტროპოლიტენი მარტო კომფორტული გადაადგილების საშუალება არ არის, არამედ ის წარმოადგენს თავშესაფარს დაბომბვის შემთხვევაში“ - განაცხადა სტალინმა
4
517
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოტი
ოტი
517
  
2020, 27 დეკემბერი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 დეკემბერი, 19:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 დეკემბერი, 19:19
ავტორ,სტალინის კვირეული გაქვთ? გავიგეთ რო მაგარი იყო რუსეთისთვის სტალინა,მარა საქართველოსთვის ვერ და არ შეიძლება მოხსენიებული იყოს პოზიტიურ კონტექტსში. ეგ სააქმეები ჩვენთვის კი არა,რუსული იმპერიალიზმის გაძლერებისთვის აკეთებდა. თუ კავკასიაში გავლენას და ძალაუფლებას დაკარგავდა,მაშინ წყალი შეუდგებოდა იმპერიას. ჯავახიშვილი ახსენეთ და მადლობას უნდა ვუხდიდეთ მაგისთვის? ადამიანი რო არ მოკლა ეგ არის კარგი საქმე? საერთოდ,რატო ქონდა სასიკვდილოდ საქმე ჯავახიშვილს? სავარაუდოდ,მაზნიაშვილის მოკვლა დაკომპენსირა მაგით. რაც შეეხება განძს,ეგ განძი კომუნისტებს გაარიდეს და მათ დაუბრუნებდნენ? ეკლესიას ავტოკეფალია დაუბრუნდა და თავისი აგენტები ჩანერგა იქ,რათა ემართა ხალხის მასა,გამოელაყებინა ტვინი მათვის. ილია მეორე ე.წ. "ილარიონი" კგბ აგენტია და კიდევ ბევრია დღესაც რუსეთის აგენტები ეკლესიაში. გასაგებია,რომ მოგწონთ ძია სტალინი და დიდი ალბათობით ფოტოც გაქვთ სახლში მისი,მაგრამ ტირანი და საქართველოს მტერი იყო ეგ. რაც გინდათ დაწერეთ და რაც გინდათ იფიქრეთ,მაინც ესე იქნება. სტალინის მიმართ სიყვარული არაა გასაკვირი ამ ქვეყანაში,რადგანაც აქ მხედრიონელები გმირები არიან,ილია მეორე ერის სულიერი მამა,მიშა ისე უყვართ,დედა რო შეაგინოს მამას დაუძახებენ და აგერ თქვენ სტალინი დიდი ქართველი გამოიყვანეთ.ამ თქვენ სტატიებზე ნიკოს ლექსი მახსენდება,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.
2020, 26 დეკემბერი, 12:02
თბილისის მეტროც სტალინის ბრძანებით აიგო!
0 1 4