x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთან – იმნაძის გაფრთხილება
image


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ახალი წელი ვიწრო წრეში აღნიშნონ.


როგორც იმნაძემ განაცხადა, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება და კოვიდპანდემიის გამო სიფრხილე უნდა დავიცვათ.


„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი, ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ბებია-ბაბუებთანაც კი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა ახალი წლებისგან. რადგანაც გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეპიდემია დასრულდება.

.

მისი თქმით, რეგულაციების დაცვის აუცილებლობა 2021 წელსაც იქნება.

„ყველა ვცდილობთ, ეპიდემიის დასასრული დავინახოთ. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ 2021 წელი იქნება ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. ამის საფუძველს გვაძლევს ის პოზიტიური სიახლეები, რაც არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ვაქცინა დავიწყოთ დროზე. მაგრამ ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა არ მოხსნის ყველა პრობლემას ერთდროულად და გარკვეული პერიოდი, ვიდრე მოხდება ვაქცინაციის საკმარისი რაოდენობის მიღწევა, იმუნური ფენის ჩამოყალიბება, ჩვენ მოგვიწევს ისევ გავაგრძელოთ ცხოვრება ძალიან აქტიური და ფრთხილი ინდივიდუალური დაცვის პირობებში, ასევე სოციალური აქტივობის კონტროლის და ბიზნესაქტივობის გარკვეულ წესებში მოქცევის პირობებში, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ბიზნესაქტივობა იყოს სტაბილურად, ხანგრძლივად აქტიური წლის ბოლომდე.

.

აქცინა არ იქნება ეპიდემიის დაუყოვნებლივ დასასრული და ჩვენ მოგვიწევს გავაგრძელოთ ძალიან ფრთხილად მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება, მით უფრო, რომ გაჩნდა კორონავირუსის ახალი შტამები, მეცნიერება გვაფრთხილებს, რომ არის ნაირსახეობა. ამ გაურკვევლობის პირობებში ჩვენს ხელთ რჩება პირბადე, დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. მომავალი წელი ამ რეგულაციების დაცვით იქნება დატვირთული“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ და აქვე დასძინა, რომ საქართველოში ვაქცინაციის გაზაფხულიდან დაწყება რეალისტური სცენარია.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0