x
სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური ინიციატივა

უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ფუნქციასთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. უკვე ორი დღეა ხდება მინისტრთა კანდიდატების მოსმენა და ქვეყანაში ამ საკითხის მნიშვნელობა ან მისი ყურებადობა იმაზე ნაკლებია ვიდრე თურქული სერიალების ციკლის.


ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშვება სხვადასხვა კომიტეტსა და სხდომებზე. გვესმის, რომ ამ საზოგადოებას ვერ ექნება საპარლამენტო ხმის უფლება, თუმცა რეგლამენტში საპარლამენტო ტრიბუნების გამოყოფის საკითხის ჩასმა დააბალანსებს პოლიტიკური ფუნქციის ნაწილს.


“პარლამენტისთვის უცხო ნამდვილად არ არის კომიტეტებზე ვიზიტორების დასწრება, რაც ჩვენი ცენტრის პრაქტიკანტებთან ერთად გასულ წლებში არაერთხელ გაგვიკეთებია და ამის დამადასტურებელ მასალებსაც სიამოვნებით ვაქვეყნებთ, ოპოზიციას აქვს უფლება ბოიკოტის რეჟიმით მიაღწიონ პოლიტიკურ მიზანს, თუმცა საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღონ მინისტრობის კანდიდატებისაგან პასუხები, მათ შორის კრიტიკულ კითხვებზე. კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ გამოვდივართ ინიციატივით, რომ მოხდეს დარგის სპეციალისტების, პროფესორ/ლექტორატის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული საზოგადოების რეგისტრირება კომიტეტებზე კითხვების დასმის მიზნით.

ზუსტად ვიცი, რომ ინიციატივის გამოყენება შესაძლებელია როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის სასარგებლოდ, ჩვენი პასუხია, რომ ეს სჭირდება ქვეყანას და წერტილი" - CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

(სურათზე ასახულია ჩვენს ცენტრში საერთაშორისო ურთიერთობების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტ-პრაქტიკანტების ორგანიზებული ვიზიტი პარლამენტში, მათ არ აქვთ კავშირი წინამდებარე სტატიასთან და შესაძლოა ჰქონდეთ შინაარსობრივად განსხვავებული პოზიციები) ლაშა ბოდაველი პარლამენტი CICD image

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0