x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს კოვიდინფიცირებულთა უახლესი მონაცემები

image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2020 წელს covid-19-ით ინფიცირებულია სულ 608 მოქალაქე. 21 დეკემბერს covid-19 დაუდასტურდა კიდევ 10 პაციენტს. მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში 46 სწრაფი ტესტირებით 7-ს ახალი კორონავირუსის დადებითი პასუხი დაუდასტურდა, ხოლო დედოფლისწყაროს შ.პ.ს. “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ 9 ტესტიდან 3-ს.
.
ბოლო მონაცემებით სულ გამოჯანმრთელებულია - 442 ინფიცირებული.
.
რაც შეეხება ამჟამად დაავადებულთა მკურნალობის პროცესს, დედოფლისწყაროს წყარო შ.პ.ს. “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის “ სტაციონარში მკურნალობს 24 covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 8 დედოფლისწყაროს მკვიდრია.
,
ბინაზე მკურნალობდა 176 ინფიცირებული, რომელთა ნაწილი უკვე გამოჯანმრთელებულია და დღეის მონაცემებით 156 ინფიცირებული საკუთარ სახლში ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშაა. მათ შემთხვევებში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
.
2020 წელს covid-19-ით ინფიცირებული 10 მოქალაქეა გარდაცვლილი.
.
ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება - 234 ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირი.
.
რაც შეეხება ტესტირების ჯამურ რაოდენობას - დღეის მდგომარეობით სულ ჩატარებულია 2849 PCR და SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტით 1964 კვლევა (სწრაფი ტესტებით კვლევა დავიწყეთ ნოემბრის თვიდან).
.
ზემოთ მოცემული ციფრები დედოფლისწყაროს ტელევიზიას დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრიდან მიაწოდეს.
0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0