x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსით ინფიცირებულმა ცოლმა უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარს შეაფურთხა
image


თურქეთში მოხდა ინციდენტი, რომელიც უსაფუძვლო ეჭვიანობის სამწუხარო შედეგების მაგალითად გამოდგეს.

სამსუნის პროვინციაში ქალი მედიკოსი კორონავირუსით დაინფიცირდა, იგი სახლში, ხოლო ქმარი მუსტაფა უვლიდა მას. ამასთან მისი ტესტი უარყოფითი იყო იტყობინება გამოცემა Hurriyet Daily News–ი.


მამაკაცს დაბადების დღეზე ცოლისდამ დაურეკა და მიულოცა, ცოლმა მოისმინა ქმრის ქალთან საუბარი, რის შემდეგაც ქალმა დაასკვნა, რომ მისი ქმარი საყვარელს ესაუბრებოდა, თითქოსდა მას სურდა, რომ ცოლი მოეშორებინა. მან მუსტაფას ჯერ სახეზე შეაფურთხა, რათა კორონავირუსი გადადებოდა.შემდეგ რამდენჯერმე უკბინა და ასევე მის პირში ხელის ჩაყოფას შეეცადა. ჩხუბის შემდეგ, მამაკაცმა პროკურატურაში ცოლს უჩივლა.



”იგი მანამდეც მცემდ, მაგრამ არასდროს მიჩივლია. ახლა დრო მოვიდა. ვფიქრობ, მას შეუძლია რეალური ზიანი მომაყენოს როგორც მე, ისე მის პაციენტებს. არა მხოლოდ ქალი, არამედ მამაკაცი შეიძლება გახდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. უკან დახევას არ ვაპირებ, ”- განმარტა მუსტაფამ.



მანამდე მალაიზიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Grand Ion Delemen შეფ-მზარეულმა ჩინელი ტურისტების საჭმელში ჩააფურთხა მათდამი სიძულვილის გამო, რადგან თვლიდა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება ჩინელების ბრალი იყო



ლონდონში, 61 წლის ტაქსის მძღოლი ტრევორ ბელი, მძიმედ დაავადდა კორონავირუსით მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა მას შეაფურთხა, იგი გაზაფხულზე გარდაიცვალა.

დაახლოებით იმავე დროს, ბრიტანეთის დედაქალაქის საავადმყოფოში გარდაიცვალა 47 წლის ბელი მუჯინგა, ლონდონის ვიქტორიას სადგურის რკინიგზის სალაროს ბილეთების გამყიდველი. კამათის დროს, მას და მის კოლეგას სახეში შეაფურთხა გაბრაზებულმა მგზავრმა, რომელმაცთქვა, რომ იგი კორონავირუსით არის დაავადებული.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ორივე ქალი დაავადდა. ბელის კოლეგა უსაფრთხოდ გამოჯანმრთელდა. მუჯინგა, რომელსაც თან ახლდა რესპირატორული პრობლემები, ვერ გაუმკლავდა ვირუსს და გარდაიცვალა.

1
212
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
2020, 22 დეკემბერი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1