x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქვეყანაში 2 „გირჩი“ იქნება - კონკურენცია აჩვენებს, ვინ უკეთესად აკეთებს ამ საქმეს“
image


პოლიტიკოს ჯურაბ ჯაფარიძის განცხადებით 26 დეკემბერს ახალი პარტია „გირჩი“ დაფუძნდება. მისივე განმარტებით, ახალ პარტიას სახელიც და ლოგოც იგივე ექნება. ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია ფორმულას ღია ეთერში ისაუბრა.


„"26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი გირჩი დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რავიცი, ქვეყანაში ორი გირჩი იქნება. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია. საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე. მე ვაპირებ, რომ იგივე გავაგრძელო ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემს გარშემო არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

.


ჟურნალისტის კითხვაზე, ვის აქვს სახელ გირჩზე საავტორო უფლება, ზურაბ ჯაფარიძეს თუ იაგო ხვიჩიას.

„არ ვაღიარებ ეგეთ უფლებებს, არც მე და არც ისინი“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.


ჯაფარიძის თქმით, ახალ გირჩი ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით გირჩის მეშვეობით დაინტერესდნენ.

"ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.

.

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერდა ჯაფარიძე.


ამ დროისთის გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა, ამიტომ საპარლამენტო სიების გაუქმების უფლება მხოლოდ იაგო ხვიჩიას აქვს. ზურაბ ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარე აღარ არის და ის მხოლოდ მმართველი საბჭოს წევრია.


თუმცა, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტს სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. დანარჩენი გირჩელების მანდატის გაუქმებისა და პარტიული სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კი იაგო ხვიჩიას პრეროგატივაა. გუშინ კი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიმართეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით. ოპოზიცია მტკიცედ ინარჩუნებს ბოიკოტის რეჟიმს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას.


0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0