x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა აღმოაჩინეს იაპონელებმა პლანეტარული სადგურიდან ჩამოვარდნილ კაფსულაში?

image




ორშაბათს, 2020 წლის 14 დეკემბერს, იაპონელებმა ასტეროიდ რიუგუდან დედამიწაზე გამოგზავნილი კონტეინერი გახსნეს. კონტეინერის სინჯი ინტერპლანეტურმა სადგურმა "ჰაიაბუსა -2-მა" აიღო. 2020 წლის 5 დეკემბერს სადგურიდან ჩამოგდებული კაფსულა ავსტრალიაში დაეშვა. ის მალე გადაიტანეს იაპონიაში (JAXA Sagamihara Campus).




კონტეინერს აქვს განყოფილება, რომელიც უნდა შეიცავდეს ასტეროიდიდან შეგროვებულ მასალას. იაპონელებს ჯერჯერობით არ გაუხსნიათ, მაგრამ აჩვენეს რითაც გარედან არის დაფარული კაფსულა. ეს რაღაც შავი, წვრილად გაფანტული ასტეროიდის ნივთიერების ნაწილია. იაპონიის კოსმოსური სააგენტოს "JAXA " -ას თანახმად, ეს იმედს აღძრავს, რომ მთელი კაფსულა შეიცავს ფასდაუდებელ ტვირთს.




სხვათა შორის, ეს ნივთიერება გარკვეული სახის გაზს გამოყოფა. ექსპერტები იღებენ ანალიზს.






image




დაგეგმილია, რომ კონტეინერის შიგთავსს არ შეეხონ მანამ, სანამ ანალიზის უკეთესი მეთოდები არ მიიღება. ამჟამინდელი ანალიზი დაიწყება 2021 წლის იანვრამდე.





ინტერპლანეტარული სადგური "ჰაიაბუსა-2" 2014 წელს იქნა გაშვებული. 2018 წლის ივნისში იგი მიუახლოვდა ასტეროიდ რიუგუს, რომელიც იმ დროისთვის დედამიწიდან 340 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.





ასტეროიდთან მიახლოებისას "ჰაიაბუსა -2" დაჯდა მასზე, აიღო ნიადაგის ნიმუშები და გაფრინდა. იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ "JAXA"-მ განაცხადა, რომ ეს მოხდა 2019 წლის თებერვლის ბოლოს.




მიწოდებული ტვირთი მართლაც უნიკალურია. ასტეროიდების ნივთიერება ხომ სამშენებლო მასალად ითვლება, საიდანაც პლანეტები წარმოიქმნება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ პირველყოფილი პროტომასალის შესწავლისას გაიგებენ, როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა, საიდან მოვიდა წყალი და რაც მთავარია, როგორ გაჩნდა სიცოცხლე.




image




რიუგუ, იგივე "1999 JU3" დედამიწის ახლო მდებარე ასტეროიდია. ის აღმოაჩინეს 1999 წლის 10 მაისს. ასტეროიდი მზის გარშემო ტრიალებს. 474 დღეში ერთ ბრუნს ახდენს მზის გარშემო. ტრაექტორია წაგრძელებულია - ის კვეთს დედამიწისა და მარსის ორბიტებს.


ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 900 მეტრია.





2
177
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
177
  
2020, 18 დეკემბერი, 16:53
ნუ წაიკითხავთ, დაგაძალათ ვინმემ?
2020, 17 დეკემბერი, 21:38
კიდევ კარგი გვითხარი!
0 1 2