x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლიტიკოსის,გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა
image


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გუტა ვაშაძე, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, დაახლოებით ერთი თვის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.


გუტა ვაშაძეს სხვა თანმხლები დაავადებების, - გულის უკმარისობისა და უჟანგბადობი გამწვავების შედეგად გარდაიცვალა, – აცხადებენ "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურში.



საქართველოში COVID-19- ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 ათასი გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევა დადასტურებულია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე.


დღევანდელი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.

ბოლო 24 საათში 31 პაციენტი გარდაიცვალა.

0
256
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0