x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ქალი პირველსავე პაემანზე მოკლა იმიტომ,რომ "გოგრისთავა"უწოდა
image
შემთხვევა შტატ ლუიზიანაში, ქალაქ ნიუ-ორლეანში მოხდა.

36 წლის ჯამალ ჰარისმა მოკლა 35 ჯესიკა ტრიუე და მისი 56 წლის მამა პირველსავე პაემანზე, რომელიც ახალგაზრდა ქალის სახლში შედგა.


გაცნობის საიტიდან მიმოწერის შემდეგ წყვილი პირველ პაემანზე შეთანხმდა, რომელიც ჯესიკას სახლში შედგა, თუმცა ქალს არ მოეწონა ჯამალი და უთხრა, რომ საიტზე დადებულ სურათზე იგი სხვაგვარად გამოიყურებოდა, უწოდა "გოგრისთავა" და სთხოვა სახლი დაეტოვებინა, რადგან სხვასთანაც ჰქონდა პაემანი დანიშნული.


მეორე დილით პოლიციამ ავტომობილში ორი გვამი აღმოაჩინა, დადგინდა, რომ ეს იყო ჯესიკა და მამამისი.


image

პოლიციამ დაიწყო მოკვლევა, რამაც ჯამალ ჰარისამდე მიიყვანა, მამაკაცმა პირველი დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ჯესიკას სახლიდან გამოსული ბიძაშვილთან წავიდა სტუმრად, რა მოხდა შემდეგ აღარაფერი იცოდა.


თუმცა დამატებითი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჯესიკამ ჯამალი თავად წაიყვანა მანქანით დანიშნულების ადგილამდე, რა დროსაც თან მამა გაიყოლა.


მხოლოდ ამის შემდეგ გამოტყდა ბრალდებული, რომ ვერ აიტანა ქალისგან შეურაცხყოფა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ჯესიკაც და მამამისიც.


ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას ადასტურებს.

0
349
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0