x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38 წლის ქალი ეფექტური სელფის გამო ქმარ-შვილის თვალწინ კლდიდან გადაიჩეხა
image38 წლის როზი ლუმბამ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად გადაწყვიტა გრემპიანსის ეროვნული პარკის სილამაზით დამტკბარიყო, რომელიც ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში მდებარობს. ოჯახს უყვარდა მოგზაურობა გვერდს ვერ აუვლიდა ბოროკის სადამკვირვებლო ბაქანს, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა.


ბოროკა საყვარელი ადგილია ტურისტებისთვის, სადაც ღრმა შთაბეჭდილებების გარდა, ლამაზ ფოტოების გადაღებაც შეიძლება. როზისაც სურდა სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

image

იმისდა მიუხედავად, რომ სადამკვირებლო ბაქანზე ღობეა და ზედ ამკრძალავი ნიშანი, ქალმა არად ჩააგდო გაფრთხილება და ეფექტური სელფის გამო დამცავი ღობის იქით გადასვლა გადაწყვიტა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა.


image

ფოტოსთვის საჭირო პოზის მიღების დროს, ქალს ფეხი დაუცდა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ქმარი და შვილები კი ამ საშინელ სცენას უმწეოდ ადევნებდნენ თვალს.


მოხალისეები და პოლიციელები თითქმის ექვის საათის განმავლობაში ეძბდნენ ეძებდნენ როზის, სანამ საბოლოოდ არ წააწყდნენ მის უსიცოცხლო სხეულს.


სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების თქმით, ამ ადგილებში ეფექტური ფოტოების გამო ბევრი ტურისტი უგულებელყოფს უსაფრთხოების წესებს და გამაფრთხილებელ ნიშნებს.


0
432
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0