x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
სისტემური გარდაქმნები ესტონეთის რესპუბლიკაში (I ნაწილი)

ესტონეთი არის ის ქვეყანა სადაც სისტემური გარდაქმნები მეტად წარმატებულად განხორციელდა. რა იყო ამის მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები უფრო წარმატებულად განხორციელდა, ვიდრე თუნდაც მის მოსაზღვრე ლატვიაში ან თუნდაც ლიტვის რესპუბლიკაში?

რატომ აღმოჩნდა სისტემური გარდაქმნები და რეფორმები უფრო წარმატებული ესტონეთში ვიდრე ლატვიასა და ლიტვაში?
ესტონეთში წარმატებული რეფორმები განაპირობა ესტონური პოლიტიკური ელიტის მკვეთრმა პროდასავლურმა კურსმა და რეფორმების რადიკალურმა ბუნებამ.

ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკას წილად განადგურებული ეკონომიკა, მთლიანად მოშლილი სისტემა ერგო. საჭირო გახდა რეფორმების გატარება, პირველი რაც მეტად საჭირო გახდა, საბჭოური მემკვიდრეობისაგან თავის დაღწევა იყო. სამივე ქვეყანამ უდიდესი სიძნელეებით, მაგრამ მაინც მიაღწია დამოუკიდებლობას.
ესტონეთმა 1991 წლის 20 აგვისტოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ესტონეთის დამოუკიდებლობა იყო ისლანდია.

რუსეთი კვლავ ინარჩუნებდა სამხედრო ბაზებს ესტონეთისა და მთლიანად ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე. ესტონეთის რესპუბლიკას სირთულე შეხვდა რუსულენოვანი მოსახლეობის მხრიდანაც. მაგალითად, 1993 წელს ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა რუსულენოვანმა მოსახლეობამ მოითხოვა რუსულენოვანი ავტონომიური ოლქის შექმნა.
არა მარტო ეს ფაქტორია აღსანიშნავი. ბალტიისპირეთის ეკონომიკის 90% დაკავშირებული იყო რუსეთზე და 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნებში ჰიპერინფლაცია განვითარდა. ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებს, რუსეთმა 1992 წელს ფასი 1000% გაუზარდა, დაიწყო ენერგეტიკული კრიზისი. კრიზისიდან გამოსავალი გზების საძიებლად ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის შეეწყო ხელი. საჭირო გახდა კონსტიტუციის შემუშავება, რომლის შესამუშავებლადაც შეიქმნა კონსტიტუციური ასამბლეა. პირველი ლეგიტიმური არჩევნები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარდა 1992 წელს.
ესტონეთში წარმატებას მიაღწია რადიკალურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ “ისამაა”. მარტ ლაარის ფორმირებულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რადიკალური რეფორმების გატარება. გაიწმინდა სახელმწიფო აპარატი საბჭოთა ჩინოვნიკებისაგან და აქცენტი ახალგაზრდა კადრებზე გაკეთდა. პრეზიდენტად არჩეული იქნა კანდიდატი ისამაადან, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მწერალი, ლენარტ მერი.
როგორც დანარჩენი ქვეყნებისათვის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, პირველი ამოცანა ესტონეთის რესპუბლიკისათვის იყო ფულის რეფორმა და ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია. პირველი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესტონეთი იყო, სადაც ფინანსური რეფორმა გატარდა. 1992 წლის 20 ივნისს მიმოქცევაში გამოვიდა ნაციონალური ვალუტა კრონი, რომელიც მტკიცედ მიება გერმანულ მარკას. ამ რეფორმის შედეგად ინფლაცია შედარებით დასტაბილურდა და ესტონეთში 1993 წელს ინფლაცია 1000% დან შემცირდა 30-40%-მდე, ხოლო ეს ციფრი ლიტვაში 400% აღემატებოდა.მაღნიშნული ფაქტი უპირველესად აისახა სამამულო წარმოების პროდუქციის ფასზე, რომლის ფასი ესტონეთში თითქმის არ გაზრდილა, ხოლო ლიტვაში ფასი 16%-მდე გაიზარდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განსაკუთრებით წარმატებული იყო ეკონომიკური აღმავლობა ესტონეთის რესპუბლიკაში. ეკონომიკური ზრდა ესტონეთში ერთ-ერთი უდიდესი იყო, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ესტონეთის ეკონომიკა ორიენტირდა აღმოსავლეთიდან-დასავლეთისაკენ, ესტონეთი უკვე აღარ იყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა.
ეკონომიკური რეფორმების წარმატების ტემპების მიზეზი გახდა ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა უცხოელი ინვესტორების მიმართ. 1994 წელს ესტონეთში გაკეთდა იმაზე მეტი ინვესტიცია (ერთ სულ მოსახლეზე მიხედვით) ვიდრე ლატვიაში, ლიტვაში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, ბულგარეთსა თუ რუმინეთში. უცხოურ ინვესტიციებს უდიდესი როლი შეჰქონდა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წარმატება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ პაკეტს სთავაზობდა თითოეულ ინვესტორს. 1995 წელს მთლიან სექტორში იწარმოა 65% სამამულო წარმოების პროდუქტი, უფრო მეტი ვიდრე ლატვიასა თუ ლიტვაში.
გარდამავალი პერიოდი ბალტიიისპირეთის რესპუბლიკებისათვის არ იყო იოლი, ბევრმა წარმატებულმა რეფორმამ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე იმოქმედა. 1993 წლისათვის უკვე შეიმჩნეოდა წარმატებები და იყო ეკონომიკური ზრდა, ვიდრე რეფორმების დაწყებამდე. ცხოვრების დონის ზრდის ტემპებით პირველ ადგილზე კვლავ ესტონეთი იყო, მეორეზე ლიტვა. უმუშევრობის დონე მცირდებოდა და იგი ესტონეთში მინიმალურ ზღვარს უთანაბრდებოდა.
მმკაცრ ფინანსურ პოლიტიკაზე გადასვლამ გამოიწვია საბანკო სისტემის კრიზისი.
1992 წელს ესტონეთში შედგა მოროტორიუმი და შეიქმნა სამი მსხვილი კომერციული ბანკი, ესტონეთმა ადრევე აიცილა ეს კრიზისი, რომელიც მოგვიანებით 1995 და 1996 წლებში შესაბამისად ლატვიასა და ლიტვაში განვითარდა . ასე, რომ ესტონეთი პირველი ატარებდა რეფორმების კურსს წარმატებით, ვიდრე ბალტიისპირეთის დანარჩენი ორი რესპუბლიკა. რეფორმების კურსი აღმოჩნდა წარმატებული და სტაბილური.
ესტონეთისათვის შედარებით რთული აღმოჩნდა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სრულყოფა. რუსეთის ჯარების გაყვანა ესტონეთიდან და სრულიად ბალტიისპირეთის ტერიტორიიდან რთული პროცესი აღმოჩნდა და ეს პრობლემა დასავლეთის ქვეყნების აქტიური ჩარევის შემდეგ გადაიჭრა. მეტად მნიშვნელოვანი პროცესი იყო, 1993 წელს საერთო სამშვიდობო ბატალიონის, ბალბატის შექმნა, რომელმაც დააჩქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტეგრაცია ნატოსთან. ესტონეთი აღმოჩნდა ძლიერ წარმატებული ქვეყანა საკუთარი რეფორმების კურსითა და ტემპებით მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მცირედ ჩამორჩა მას ლატვია. აამ პროცესებმა ხელი შეუწყო ბალტიისპირეთის იმაზე სწრაფად ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტუქტურებში, ვიდრე ისინი მოელოდნენ. 1993 წელს ესტონეთი და ლიტვა გახდნენ ევროპის საბჭოს წევრები, ორი წლის შემდეგ მათ ლატვიაც შეუერთდა. 1994 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე, 1995 წელს კი ისინი ასოცირებული წევრები გახდნენ. ესტონეთისათვის გარდამავალი პერიოდი დასრულებული იყო და მან მიიღო უპირობო შეთანხმება, რომ იგი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. ლატვიისათვის აღნიშნული პერიოდი განისაზღვრა ოთხი წლით, ლიტვისათვის კი ექვსი წლით.
მძიმე აღმოჩნდა ურთიერთობები რუსეთთან. რუსეთი იყენებდა რუსულენოვან მოსახლეობას, განსაკუთრებით ესტონეთისა და ლატვიის წინააღმდეგ. იგი იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ესტონეთი, რომელსაც რუსეთმა დისკრიმინაციული ორმაგი საბაჟო ტარიფები დაუწესა.
რუსეთმა მიიღო რაღაც შეთანხმებები, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნებს და მას ჰქონდათ საერთო მიზნები და იგი უარს აცხადებდა სამხედრო ბაზების გაყვანაზე 2000 წლამდე. რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრეტენზიები წაუყენა ესტონეთსა და ლატვიას, თითქოს ისინი არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ავიწროებდნენ რუსეთის სამხედრო ბაზებს. დასავლეთის ქვეყნების დახმარებით რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ბაზები და ნორმალური ურთიერთობა დარჩა მხოლოდ რუსეთსა და ლიტვას შორის.
ჩრდილოეთის ქვეყნების საბჭოს მაგალითზე შეიქმნა ბალტიის საბჭო, სადაც ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა გაერთიანდა, შეიქმნა ბალტიის ასამბლეა სამი ქვეყნის პარლამენტის ფორმირების შედეგად და მათ მიაღწიეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
აღსანიშნავია ერთი გარემოება, სასაზღვრო პრობლემები ესტონეთსა და ლატვიას შორის არ აღმოჩნდა ისეთი მწვავე, როგორც ლატვიასა და ლიტვას შორის. ეს ფაქტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ესტონეთმა აიცილა სრულიად უაზრო კონფლიქტი და არ დაკარგა დრო და რესურსები ლატვიისა და ლიტვისაგან განსხვავებით. სისტემური გარდაქმნები ესტონეთის რესპუბლიკაში სრულიად ახალი პროცესია, რომელიც კვლავ გრძელდება, ქვეყანის სისტემა მთლიანად შეიცვალა და გარდაიქმნა. აადგილი ჰქონდა სოციალისტური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. სისტემური გარდაქმნები შეეხო ყველა სფეროს. მოხდა ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოება შემდეგი ინტეგრაციის მიზნით. ჵპოლიტიკა იყო მიზანმიმართული, ზუსტი, დროული, თანმიმდევრული.
ესტონეთის პოლიტიკურმა ელიტამ ზუსტად დაინახა ქვეყნისათვის აუცილებელი მომენტები და მოხდა დასავლური ფასეულობების გააზრება.
ლიტერატურის თვალსაზრისით სისტემურ გარდაქმნებზე ძალიან მცირე მასალაა დაწერილი. კონკრეტული კვლევა ამ საკითხის ირგვლივ არ ყოფილა.ჵპროცესი საკმაოდ დინამიურად და სწრაფად განვითარდა და ესტონეთის რესპუბლიკა ასევე აგრძელებს განვითარების არჩეულ კურსს.
ესტონელი ავტორები აღნიშნავენ, რომ ესტონეთის რესპუბლიკის წარმატება განაპირობა ესტონური პოლიტიკური ელიტის მკვეთრმა პროდასავლურმა კურსმა, ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ რეფორმებს ჰქონდათ რადიკალური ბუნება და ამ რადიკალურმა რეფორმება მოუტანა ქვეყნას შემდგომი ეკონომიკური აღმავლობა. ესტონეთისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა სკანდინავიურ ქვეყნებთან მეზობლობა. სკანდინავიური ქვეყნების დახმარება და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ესტონეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ახალი ევროპის ქვეყნებში. იმთავითვე განსაზღვრული იყო ქვეყნის მომავალი. მიზანმიმართული და თანმიმდევრული პოლიტიკით ესტონეთი უახლოვდება დასავლურ სტრუქტურებს. ესტონეთის რეფორმება დასავლეთს დაანახა, რომ ამ ქვეყნის ადგილი ევროპაშია. ესტონეთი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, დანგრეული ეკონომიკითა და უამრავი პრობლემებით. დასავლური ინვესტიციების დახმარებით ქვეყანამ მოახერხა თავი დაეღწია პირველი სიძნელეებისათვის და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე დამკვიდრებულიყო.
ესტონეთის რესპუბლიკა სანიმუშო მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის მთელს ქვეყნებში. სტატიებში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნის წარმატების ინდიკატორი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე თუნდაც ბალტიისპირეთის ორი რესპუბლიკის, ან თუნდაც პოლონეთის. ესტონეთისათვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მაშინვე განისაზღვრა, რაც დიდი წარმატება იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისათვის. ლატვიას და ლიტვას ბევრად მეტი პრობლემა შეხვდათ, ისინი თავის ჩრდილოელ მეზობელთან შედარებით რთულ პოზოციაში აღმოჩნდნენ.
ესტონეთი იყო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანა. ინვესტორებისათვის შეთავაზებული ინდივიდუალური პაკეტების წყალობით ქვეყანაში იმაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში ერთად აღებული.
ესტონეთი იყო ერთადერთი ქვეყნა, რომელსაც ევროკავშირთან მიმართებაში ყველაზე მცირე ვალი ჰქონდა.
მკვლევარების უმატესობა ზუსტ ანალიზს ვერ აკეთებს, თუ რამ განაპირობა სისტემური გარდაქმნების წარმატება. მარტ ლაარი შენიშნავს, რომ ეს იყო რეფორმების რადიკალურ ბუნებაზე დამოკიდებული. მეცნიერები აღწერენ მხოლოდ პროცესს, ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა ესტონეთში სისტემური გარდაქმნების წარმატება, არ არსებობს. ეეს ფაქტორები იყო ესტონური ელიტის მკვეთრი პროდასავლური კურსი, განხორციელებული რეფორმების რადიკლაური ბუნება, დასავლური ინვესტიციების როლი, სკანდინავიურ ქვეყნებთან მეზობლობა.
ესტონეთი სამაგალითო არის წარმატებული და სწრაფი რეფორმების კუთხით. ბალტიისპირეთის ისტორიის, ეკონომიკური გეოგრაფიის თუ ზოგადად საგაზეთო პუბლიკაციებში მითითებულია, რომ ქვეყანამ წარმატებული რეფორმების ტემპებით ძლიერ წინსვლას მიაღწია. დასავლელი თუ ესტონელი ავტორების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანამ თავისი სწრაფი და წარმატებული რეფორმებით დადებით მაჩვენებელს მიაღწია და ეკონომიკური აღმავლობა დღესაც გრძელდება. ქვეყანა მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს თამაშობს რუსეთსა და ევროპას შორის, მრავალი მნიშვნელოვანი სატრანზინტო მაგისტრალი სწორედ ესტონეთის ტერიტორიაზე გადის. სწრაფმა, რადიკალურმა, მიზანმიმიმართულმა, სახელმწიფოსთან მისადაგებულმა რეფორმებმა სწრაფი ბიძგი მისცა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ აღმავლობას.



0
13
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი გიო კაპანაძე
გიორგი გიო კაპანაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0