x
image
ლანა92
" თოვლის ბაბუს გუდები" - საახალწლო კერძი, რომელიც ხინკალს ჰგავს
image



საახალწლო სუფრისათვის შეგიძლიათ, მოამზადოთ მეტად მიმზიდველი კერძი, რომელიც ჰგავს თოვლის ბაბუას სავსე გუდას, რომელშიც საჩუქრები აწყვია პატარებისათვის. ამისათვის ამზადებთ თხელ ბლინებს, შემდგომ კი ავსებთ მათ ქათმის ხორცის, ბრინჯისა და ბოსტნეულის შიგთავსით.


საჭირო პროდუქტები:

ბლინებისათვის (ცომისათვის)


რძე - 400 მლ.;

კვერცხი - 2ც.;

შაქარი - 1 მწიკვი;

მარილი - 1 ჩაის კოვზი;

ხორბლის ფქვილი - 170 გრამი;

მცენარეული ზეთი - 3 სუფრის კოვზი + ღუმელის (ტაფის) გასაცხელებლად;


შიგთავსისათვის:


ქათამი (მკერდი, ფეხები და ა.შ.) - 300 გრამი;

ბრინჯი - 70 გრამი;

სტაფილო - 1ცალი;

ხახვი - 1 ბოლქვი;

მაიონეზი - 2 სუფრის კოვზი;

ახალი მწვანილი - 2-3 ტოტი;

მარილი - გემოვნებით;

მცენარეული ზეთი - 4 სუფრის კოვზი;

მწვანე ხახვი - 10 ღერო, ცალი;





მომზადება:

წინასწარ მოხარშეთ ქათამი (ნებისმიერი ნაწილი) მარილიან წყალში, გააცივეთ, ხორცს გამოაცალეთ ძვლები.

გარეცხეთ ბრინჯი, მოხარშეთ და გააცივეთ.


ქათმის ხორცით, ბრინჯითა და ბოსტნეულით "თოვლის ბაბუს გუდების" მოსამზადებლად შეუდექით ბლინებს:

კვერცხები, მარილთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ.

ათქვეფილ მასაში ჩაასხით თბილი რძე.

თანდათან ჩაუმატეთ და ურიეთ ფქვილი, დაიწყეთ ცომის ინტენსიური შერევა ათქვეფით. ბლინის ცომს ბოლოს დაასხით მცენარეული ზეთი.

კარგად გააცხელეთ ტაფა ბლინების გამოსაცხობად. წაუსვით ზეთი.


ტაფაზე ბლინების ცომს ვასხამთ თანაბარ ფენად.

ვაცხობთ თხელ ბლინებს შეწითლებამდე ორივე მხრიდან.

მზა ბლინებს ვალაგებთ ლანგარზე.


შიგთავსისათვის წვრილად ვჭრით ქათმის უძვლო ხორცს.

გახეხილ სტაფილოსა და წვრილად დაჭრილს ხახვს ვთუშავთ მცენარეულ ზეთში.

ქათმის ხორცს ვუმატებთ მოხარშულ ბრინჯსა და ზეთში მოთუშულ ბოსტნეულს.

ვურევთ ხორციან მასას. ვუმატებთ ცოტა მაიონეზს და დაჭრილ ქორფა მწვანილს.

მზა შიგთავსით ვავსებთ ბლინის შუაგულს.

ბრინჯისა და ხორცის შიგთავსიან ბლინს მწვანე ხახვით (ან პიგტეილის, იგივე დაწნული ყველით) მოუკარით თავი გუდას ფორმის მსგავსად.


image


სადღესასწაულო " საჩუქრებით" სავსე გუდები, ტომრები ახალი წლისათვის მზადაა. შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ!




0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0