x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ბრიტანული სტარტაპი Academy of Robotics-ი, ლონდონის გარეუბნის საერთო სარგებლობის გზებზე, იწყებს თავის პირველ გამოცდებს, კომპანიის მიერ შექმნილი ავტონომიური რობოტ-კურიერისა.

image

ბრიტანული სტარტაპი Academy of Robotics-ი, ლონდონის გარეუბნის საერთო სარგებლობის გზებზე, იწყებს თავის პირველ გამოცდებს, კომპანიის მიერ შექმნილი ავტონომიური რობოტ-კურიერისა.
Academy of Robotics-ის მიერ შემუშავებული რობოტ-კურიერი Kar-go, იქნება მიწოდების პირველი ავტონომიური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია ინდუვიდუალური შეკვეთით და მას ევალება განახორციელოს მედიკამენტების მოწოდება, საერთო საგებლობის გზებით, გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე.
Academy of Robotics-ი, ბოლო ოთხი წელია მუშაობს თავის ავტონომიური რობოტიზირებული ავტომობილის, Kar-go-ს შექმნაზე. ელექტრომობილი Kar-go-ს, შეუძლია იმოძრაოს 97 კმ/სთ სიჩქარით და მას ერთდროულად 48 ამანათის გადაზიდვა შეუძლია. ამ უპილოტო ტრანსპორტის დამუხტვას 3 საათი სჭირდება. ავტონომიური ავტომობილი, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, უსწრაფესი მარშუტების შესარჩევად და ამანათების დასახარისხებლად.
Kar-go-ს პირველი, ნახევრად ავტონომიური გამოცდები, ჩატარდება ლონდონის გარეუბანში - ჰაუნსლოუში. ნახევრად ავტონომიური ეს გამოცდები ხდება იმიტომ, რომ პირველ ჯერზე Kar-go-ს კაბინებში, უსაფრთხოების მოზნით, ოპერატორებს ჩასვამენ.
უკონტაქტო მოწოდების ტესტირებისათვის, კომპანია Academy of Robotics-მა გადაწყვიტა, აფთიაქებიდან მედიკამენტები გადაეზიდა მოხუცთა თავშესაფრებისთვის.
რობოტიზირებულ ტრანსპორტს შეეძლება მიაწოდოს გზავნილი შემკვეთის თავის მისამართზე. შემკვეთს კი, თავისი შეკვეთის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება შეეძლება სპეციალური გაჯეტის მეშვეობით ინტერნეტიდან. როგორც კი ავტომობილი დანიშნულ მისამართზე მივა, ავტომობილოს შიგნით არსებული რობოტიზირებული საკონვეერო სისტემა, უკონტაქტოდ და ადვილად, მოახერხებს გადასცეს შემკვეთს კუთვნილი გზავნილი.


0
31
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0