x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აცრამდე 2 კვირა და მას შემდეგ 42 დღე ალკოჰოლი არ შეიძლება"-როგორ შაყირობენ რუსები რუსულ ვაქცინაზე
image

როგორც ცნობილია 5 დეკემბრიდან რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რუსული წარმოების პრეპარატი Спутник V -ით, მოსკოვში ვაქცინის გაკეთებაზე უკვე ჩაეწერა 5000 მოქალაქე, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 6-7 მილიონი ადამიანის აცრა, აღსანიშნავია, რომ Роспотребнадзор-მა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აცრამდე 2 კვირის განმავლობაში და აცრის შემდეგ კიდევ 42 დღე აკრძალულია სპირტიანი სასმელების მიღება.


ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დამცინავმა კომენტარებმაც არ დააყოვნა.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:



"ასეთი ვაქცინა რუსეთში ვერ იარსებებს, აი პირიქით რომ იყოს, ყველა გაიქცეოდა!"



"ამ პირობების შესრულება შეუძლებელია ჩვენი ხალხისთვის"


"ესე იგი უნდა დალიო, რომ აცრა აიცდინო"



"თქვენ წარმოგიდგენიათ რას აკეთებთ?ორი თვე ფხიზელი თვალით უნდა უყურონ ამ ცხოვრებას?"



"იმისთვის, რომ ფხიზლები მოვკვდეთ"



"დომინოს თამაში შეიძლება?"


"მისია ჩაშლილია"


"გამოდის ალკოჰოლი ვაქცინაზე უფრო ძლიერია?"


"მერე ვაქცინა რომ არ იმოქმედებს, იტყვიან ალკოჰოლი არ უნდა მიგეღოო"


"ნუ ვაქცინის გარეშე?დაე იყოს ასე"


"ორი დღეა ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ამბობენ ამას"



''ნუ, თქვით, რომ ვაქცინა არ არსებობს ან ყველასთვის საკმარისი არ არის! რატომ იგონებთ ბარიერებს, რომელთა გადალახვა მოსახლეობის ნახევარს არ შეუძლია?"



"ეს ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგოა თუ ლოთობის?"



"ჰა-ჰა ახალი წელი თუ ვაქცინა? ვინ პირველის მხარეზეა ვინ მეორესი?გაითვალეთ!მე ახალი წლის მხარეზე ვარ"



image

0
80
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0