x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა-რა მოხდა 6 დეკემბერს?
image
1
989 წლის 6 დეკემბერს კანადის ისტორიაში მოხდა ქალების ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა, რომელიც ისტორიაში შევიდა კომპანია "თეთრი ლენტის" სახელით.



1989 წლის 6 დეკემბერს ზუსტად 16 საათზე მარკ ლეპინი ავტომატური კარაბინი Ruger Mini-14-ით შეიარაღებული შევიდა მონრეალის პოლიტექნიკურ სკოლაში, შედეგად მოკლა 14 სტუდენტი გოგონა, კიდევ 13 დაჭრა.


ამ თავდასხმას უდიდესო რეზონანსი მოჰყვა კანადურ საზოგადოებაში, რის გამოც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერება გაიზარდა და კანადაში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებას უფრო მკაცრი კონტროლი მოჰყვა.

image


გასული საუკუნის 60-იან წლებში კვებეკში "მშვიდი რევოლუციის" დაწყებისთანავე, ქალები საზოგადოებაში უფრო მნიშვნელოვანს როლს ასრულებენ. ფემინისტურმა მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა ქალების არატრადიციული პროფესიის ათვისებაში.


1970-იან და 1980-იან წლებში მრავალი ქალი სწავლობდა ტექნიკურ კოლეჯებში თუ ინსტიტუტებში.


ტექნიკურ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ქალთა სისტემატური მატება არ მოეწონა მამაკაცთა მცირე ნაწილს. უკმაყოფილოთა ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა 25 წლის მარკ ლეპინი, რომელიც ადანაშაულებდა ფემინისტებს და ქალებს, რადგან მათ შეუქმნეს ცხოვრებისეული პრობლემები, რის გამოც ვერ მოახერხა მონრეალის პოლიტექნიკურ კოლეჯში მოხვედრა.



1989 წლის 6 დეკემბრის საღამოს, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, მარკ ლეპინმა სკოლაში მიიტანა ნახევრად ავტომატური კარაბინი, რომლითაც აპირებდა სტუდენტების დახოცვას, მას ასევე ჰქონდა გამზადებული თვითმკვლელობის შემდგომი წერილი, რომელშიც დამნაშავე ცხოვრებისული პრობლემების შექმნაში ფემინიზმს და ქალებს ადანაშაულებდა .


ლეპინმა სროლა დაიწყო დერეფანში, სადაც პირველი მსხვერპლი მოკლა. შემდეგ ის 303 -ე აუდიტორიაში შევიდა, იქ 10 ქალი და 48 მამაკაცი სტუდენტი იმყოფებოდა. მან დაიძახა, რომ რომ სძულს ფემინიზმი, რა დროსაც ორჯერ ჭერში ისროლა .


შემდეგ მამაკაცებს უბრძანა დერეფანში გასვლა, აუდიტორიაში დარჩენილ გოგონებს კი სროლა აუტეხა. ადგილზე 6 გოგონა მოკვდა, დანარჩენებმა კი სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ.


303 აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ, ლეპინი დერეფანში გავიდა და სხვა საკლასო ოთახებში და სასადილო ოთახში დაიწყო სტუდენტებზე ნადირობა, სადაც კიდევ ორი გოგონა დაიღუპა.


სკოლის მესამე სართულზე ლეპინი 311 ოთახში შეიჭრა, სადაც 26 მოსწავლე აბარებდა ზეპირ გამოცდებს და განურჩევლად ცეცხლი გაუხსნა ყველას, ვინც მერხებს შორის იმალებოდა. სკოლაში სროლა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ ლეპინმა 14 გოგონა მოკლა და კიდევ 13 მოსწავლე დაჭრა.

image

სკოლაში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დამნაშავემ თავი მოიკლა.



მონრეალის პოლიტექნიკურ სკოლაში დატრიალებული ტრაგედია კანადაში ყველაზე მასიურ მკვლელობად აღიარეს, რომელმაც შოკში ჩააგდო არა მარტო კანადა, არამედ მთელი მსოფლიო.


ფედერალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, კანადის პარლამენტის შენობაზე დროშები დაუშვეს.


ამ დანაშაულმა კანადურ საზოგადოებაში ხანგრძლივი და მწვავე დისკუსია გამოიწვია, ტრაგედიაში დაღუპულთა მემორიალები აღმართულია მონრეალში და კანადის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

image

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლიდან, 6 დეკემბერი აღინიშნება როგორც "ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და ქმედების ხსოვნის ნაციონალური დღე"(Journée Nationale de Commémoration et d'Action Contre la Violence à l'Égard des Femmes), რომელსაც არაოფიცილურად "თეთრი ლენტის" დღესაც უწოდებენ.


0
559
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0