x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ნამიბიაში არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა სახელად - ადოლფ ჰიტლერი
imageადოლფ ჰიტლერის სეხნია პოლიტიკოსმა ნამიბიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოიგო, თუმცა ამბობს, რომ ის არ აპირებს გერმანელი დიქტაორივით მსოფლიო დომინირებას.


ადოლფ ჰიტლერ უუნონამ მიიღო ხმების 85 პროცენტი ყოფილ გერმანულ კოლონიაში, რომელიც ჯერ კიდევ პატარა გერმანულენოვანი სათვისტომოა და სადაც ბევრ ქუჩას, ადგილს და ხალხს დღემდე გერმანული სახელები ჰქვიათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან 1 196 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი 213.

მმართველი პარტიის, „სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციის“ სახელით ადგილის მოპოვების შემდეგ, ( რომელიც ნამიბიას მართავს 1990 წლიდან სამხრეთ აფრიკის აპარტეიდისგან დამოუკიდებლობის შემდეგ) ადოლფ ჰიტლერმა Bild- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას "საერთო არაფერი აქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან".

image


"მამაჩემმა ეს სახელი ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დამარქვა. ალბათ, ის ვერ ხვდებოდა, თუ რას წარმოადგენდა ადოლფ ჰიტლერი. ბავშვობაში ჩემს სახელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი, როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა, მაგრამ სახელის შეცვლა უკვე გვიანი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.



1
120
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
120
  
2020, 5 დეკემბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1