საზოგადოება ის, რაც იყო მეგანამდე: ჰარისა და მისი ყოფილი შეყვარებულის ურთიერთობის პიკანტური დეტალები 2020, 26 ნოემბერი, 16:49 2018 წლის 19 მაისს - მოხდა ის, რასაც სრულიად სამყარო ასე სულმოუთქმელად ელოდა, პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის რამდენიმეთვიანი ურთიერთობა დიდი ხნის ნანატრი ქორწინებით დასრულდა, შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ, და აი, როგორც იქნა - მეგანი სასექსის ჰერცოგინიაც გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მასთან ურთიერთობამდე ჰარის სერიოზული რომანი კიდევ ერთ გოგონასთან ჰქონდა.სამეფო ოჯახის უმცროსი წევრი მთელი 7 წლის განმავლობაში ცნობილი ინგლისელი ბიზნესმენის ქალიშვილს, ჩელსი დეივისს ხვდებოდა, წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო და დაქორწინებასაც კი გეგმავდა.ჰარი ჩელსის მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს ეძახდა, თუმცა ექსცენტრულ ქერა ლამაზმანს ცხოვრებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა - ის სამეფო ოჯახის წევრად გახდომაზე არც კი ფიქრობდა.ისიც უნდა ითქვას, რომ საყვარელი შვილიშვილის არჩევანით აღფრთოვანებული არც დედოფალი ელისაბედი გახლდათ, მალევე შეყვარებულებმა დაშორების გადაწყვიტილება მიიღეს.დაშორების მიუხედავად, ჩელსი სამეფო ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობას მაინც აქტიურად განაგრძობდა, და ის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარიც არაერთხელ გამხდარა.2011 წელს ის უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილშიც იმყოფებოდა, 2018 წელს კი მისი ნახვა ჰარისა და მეგანის ქორწილშიც იყო შესაძლებელი, მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ჩელსი ამ ფაქტით გახარებული აშკარად არ ჩანდა.236 1-ს მოსწონს |