x
image
მანჩო 777
როგორ დაიკლო წონაში 18 კილოგრამი ჟერარ დეპარდიემ? - მადლენ ჟესტის სასწაულმოქმედი დიეტა
გსმენიათ რამე მადლენ ჟესტის სასწაულმოქმედი დიეტის შესახებ? - ამ ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა გადაწყვიტა დაემსხვრია დიეტის და სწორი კვების შესახებ ათეულობით წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. მან შეიმუშავა უნიკალური მეთოდიკა, რომელიც არ ითვალისწინებს მკაცრ კვებით შეზღუდვებს და მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს. ჟესტის წონაში კლების მეთოდის გამოყენებით საგრძნობლად დაიკლო წონაში ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენიევმა.

მადლენ ჟესტის დიეტა გამოირჩევა ხანმოკლეობით. ის არა მხოლოდ გვეხმარება ჭარბი წონისაგან თავის დაღწევაში, არამედ მშვენივრად ასუფთავებს ორგანიზმს. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ჩასატარებლად "ჟესტის დიეტის'' დაცვა სასურველია 2-3 თვის განმავლობაში მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ წონას.



image



მაინც რაში მდგომარეობს მადლენ ჟესტის დიეტის არსი?


საკვები უნდა მიირთვათ დღეში 4-5 ჯერ;

აუცილებელია კალორიების დათვლა;

აუცილებელია სპეციალური სასმელი-ჰიდრომელის და გამწმენდი ბულიონის მიღება ყოველდღიურად.



როგორ მოვამზადოთ ცხიმების დამშლელი სასმელი " ჰიდრომელი"?

ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ორი სუფრის კოვზი ახლადგამოწურული ლიმონის წვენი გავხსნათ ოთახის ტემპერატურის ერთ ჭიქა წყალში და მივიღოთ პატარ-პატარა ყლუპებით დილაობით;



image



როგორ მოვამზადით გამწმენდი ბულიონი?:

1, 5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 კილოგრამი პრასი (დაჭრილი), 0, 5 კილოგრამი დაჭრილი პომიდორი და ერთი კონა კამა. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. ბულიონი სასურველია მომზადდეს ემალის ქვაბში.

გაგრილების შემდეგ სუპი გაწურეთ საცერში ან თუშფალანგში და მიღებული ბულიონი გააცივეთ. გაწურვის შემდეგ საცერზე დარჩენილი ბოსტნეული არ გადაყაროთ. ის თქვენი დიეტის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია.



image



მადლენ ჟესტი რეკომენდაციას გაძლევთ განტვირთვის დღეები დაიწყოთ შაბათ-კვირას, როცა სახლში ხართ და ორგანიზმი ისვენებს, ამასთანავე მშვიდი ოჯახური განწყობა დაგეხმარებათ ორგანიზმის წარმატებულ დეტოქსიკაციაში.

რა უნდა მივირთვათ განტვირთვის დღეებში?

პირველი დღე: გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი;

12 საათზე მიირთვით 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი ცოტაოდენ ბოსტნეულთან ერთად;

16 საათზე მიირთვით 150 გრამი უცხიმო იოგურტი ან ხაჭო;

18 საათზე დალიეთ 3 ჭიქა გამწმენდი ბულიონი;

20 საათზე მიირთვით ბულიონის გაწურვის შემდეგ დარჩენილი მოხარშული ბოსტნეული. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი ან სანელებლები.


მეორე დღე:დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ 1, 5 ლიტრი სუფთა წყალი, ორი გრეიფრუტის წვენი, 400 გრამი უცხიმო რძე (შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი კაკაო ან თაფლი). საუზმეზე დალიეთ წყალი, სადილზე მიირთვით გრეიფრუტის წვენი და ვახშმად კაკაოიანი რძე.

დღის განმავლობაში შეგიძლიათ კიდევ მიირთვათ 150 გრამი უცხიმო თევზის ფილე-მოხარშული ან ფოლგაში შემწვარი.

ეცადეთ მთელი დღე საწოლში გაატაროთ, რადგან ორგანიზმის გაწმენდის პროცედურა იწვევს სისუსტეს და ამ დროს გადაღლა არაა რეკომენდირებული.



image


გაწმენდის ჩატარების შემდეგ კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:

უცხიმო რძე და რძემჟავა პროდუქტები;

სტაფილო, პამიდორი, ხახვი;

ციტრუსები;

უშაქრო ჩირეული;

თაფლი, შავი (მწარე) შოკოლადი, უშაქრო ჯემები;

ბოსტენბული მოამზადეთ ზეითუნის ზეთზე;

უცხიმო საქონლის და ქათმის ხორცი;



image



დიეტის გაგრძელება შესაძლებელია 2-3 თვის განმავლობაში მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ.

მადლენ ჟესტის ეს საოცარი დეიტა ბევრ ფრანგ მსახიობს დაეხმარა ფორმაში ჩასადგომად. ამ ბედნიერთა შორის აღმოჩნდა ჟერარ დეპარდიეც. მან წონაში 18 კილოგრამი დაიკლო. მართლაც, განა კომფორტული არაა დივანზე წამოწოლილი სვამდეთ თაფლიან და ლიმონიან წყალს და თან წონაში იკლებდეთ?

0
175
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0