x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილის მეხოტბეებზე:სნეული გონების, აგრესიული ზნედაცემულობის და მათი საცოდაობის ვირტუალურ მუზეუმს ვაშენებ

image

“ქართული ოცნების” კონსულტანტი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"ბევრი მეკითხება, რატომ მაქვს კედელი ღია და რატომ არ ვპასუხობ, არ ვშლი ან არ ვბლოკავ გონებაამღვრეულ ადამიანებს, წარმოუდგენელ სიმყრალეს რომ ღვრიან აქ? მუზეუმს ვაშენებ, ხალხო, მათივე ხელით ვაშენებ, მათი სიმცირის, სნეული გონების, აგრესიული ზნედაცემულობის და, საბოლოო ჯამში, მათი საცოდაობის ვირტუალურ მუზეუმს. ნებისმიერი იდეის თუ პროექტის ხარისხს და სინაჯანსაღეს, ამ იდეის მხარდამჭერთა ინტელექტუალური და მორალური სახე განაპირობებს. ეს არის უტყუარი ინდიკატორი და ამიტომ მინდა, მათივე ხელით უკვდავვყო სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეთა არქეტიპი. მათი საოცნებო საქართველოს არსი ხომ მათსავე ბაგეზე მომდგარ დუჟში იკითხება ყველაზე კარგად, გასაგებად და მკაფიოდ. და კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ამას ვაკეთებ, ჩვენი შვილების თაობაა. დრო, საბედნიეროდ, არ ჩერდება, უკვე წამოიზარდნენ ბავშვები, რომლებსაც სისხლმდენი იარა ჩვენსავით, ბუნებრივია, არ ტკივათ და რომელთა მოტყუება უკვე გადაუწყვეტიათ სოროებიდან ამომძვრალ რევიზიონისტებს, ათასი ჯურის ბუყბუყა "პატრიოტებს", პროვინციული გულაგის ჰეროიზაციას რომ ცდილობენ გამალებული პროპაგანდით. აქ, ამ კედელზე შემოასეირნეთ ხოლმე ახალგაზრდები, თვალებში მცირედ დაბნეულობას თუ შეატყობთ - ნებისმიერი იჭვის უებარი წამალი, მალამოა ნაცების მიერ აქ დაფრქვეული სიმყრალე."-წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

image

0
101
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0