x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ადექვატური პოლიტიკოსი დღეს არის ბანკში მყოფი არსენა!-ირაკლი კაკაბაძე

image

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, ლევან ზურაბაშვილის მიერ მიკროსაფინასო ორგანიზაციაში შეჭრას, მძევლების აყვანას და იქედან გავრცელებულ მოთხოვნებს, სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს:


ღმერთმა საქართველოს უმრავლოს ასეთი პატრიოტი 'მძარცველი' - ეს მძარცველი კი არა ხალხოსანი პროგრესული პოლიტიკოსი ყოფილა, რომელიც მართლა ხალხზე ფიქრობს. მის დაყენებულ მოთხოვნებს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. მე პირადად სრულიად ვიზიარებ მის სამივე მოთხოვნას:
1. გაუქმდეს აზარტული თამაშები
2. შემცირდეს მძარცველი ბანკების პროცენტი და შეწყდეს მოსახლეობის ძარცვა მევახშე ორგანიზაციების მიერ.
3. შემცირდეს ფასები სამედიცინო პრეპარატებზე.
ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია. ეს კაცი რამდენად არის კრიმინალი - ეს კიდევ საკითხავია. მიიღონ ეს კანონები სასწრაფოდ.
'საკითხავია რა უფრო დიდი ბოროტებაა: ბანკის გაძარცვა თუ მისი დაარსება" - ბერტოლტ ბრეხტი.
image
“ასეთი ადეკვატური პოლიტიკოსი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია ზვიადის და მერაბის შემდეგ. იმედია დააკმაყოფილებს ახალი პარლამენტი ამ მეტად სამართლიან მოთხოვნებს. მთავარი პრობლემები სწორედ ესენია! კაცი თავს სწირავდა ხალხის გულისათვის.”
image
შეგახსენებთ, გუშინ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარიანი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, აიყვანა 9 მძევალი და თანხის ნაცვლად წამოაყენა პოლიტიკური მოთხოვნები.
საბოლოოდ რამდენიმე საათიანი მოლპარაკების შემდეგ, ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული, ხოლო შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
1
133
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
2020, 24 ნოემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1