x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?
image


2020 წელი გადატვირთული იყო დაბნელებებით. ზოგადად, წელიწადში 4 დაბნელებაა ხოლმე, წელს კი რეკორდული რაოდენობის 6 უნდა გვქონდეს, - 4 მთვარის და 2 მზის. 4 უკან მოვიტოვეთ, ორი დაგვრჩა. ნოემბრის მეორე დეკადიდან დეკემბრის მესამე დეკადამდე დაბნელებების პერიოდს გავდივართ.


30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას ტყუპის ზოდიაქოში, 14 დეკემბერს - მზისას მშვილდოსნში. ეცადეთ, დაბნელების დღეს და პლუს მინუს 2-3 დღე მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, ხალხის მასებთან ურთიერთობას. მომატებულია ავარიულობა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ, როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. თუმცა, დაბნელებების გავლენას უკვე ერთი კვირით ადრე იგრძნობთ. ამ პერიოდიდან მომატებულია ემოციურობა, მგრძნობელობა. მოვლენებს უფრო მძაფრად იგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც ნატალურ რუკაში ასპექტი აქვს დაბნელებასთან (თუ თქვენი დაბადების დღე 30 ნოემბერსაა ან ერთი კვირით ადრე ან შემდეგ) თუმცა, მეტ-ნაკლებად მას ყველა იგრძნობს. მთვარის დაბნელებისას ძალიან აქტიურია ემოციები. მომატებულია წინააღმდეგობისა და პროტესტის განცდა. მზის დაბნელებაზე, ხანდახან საბედისწერო მოვლენებიც კი ხდება. 30 ნოემბრის მთვარის დაბნელების მოვლენები 8 დეკემბრამდე იქნება აქტუალური.


30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას. როგორც წესი, მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება და მზის დაბნელება - ახალმთვარეობაზე. მთვარე ასტროლოგიაში ხალხი მასასაც განსაზღვრავს და ნუ გაგვიკვირდება, თუ ზოგიერთ რეგიონში სახალხო გამოსვლებს, მიტინგებს ექნება ადგილი. განსაკუთრებით ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სადაც ამჟამინდელი დაბნელების გავლენა უფრო მკვეთრად იგრძნობა.



  • ზოგიერთი ასტროლოგი, რომელიც ამინდს პროგნოზირებს, ვარაუდობს, რომ დაბნელებების პერიოდში გააქტიურდება შტორმი და ქარიშხალი. მოერიდეთ გადაადგილებას წყლისა და ჰაერის ტრანსპორტით. ზოგიერთი ასპექტი კი მიუთითებს, რომ მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები. გაფრთხილდით ელექტრონივთებთანაც. მკვეთრად შესამჩნევი გახდება სავალუტო კურსის ცვლა, ცვლილებებია მოსალოდნელი სავაჭრო სფეროებში. გაფრთხილდით, მოიმატებს ფილტვების, სასუნთქი ორგანოების დაავადებები. მეტი დაკვირვება გმართებთ საჭესთან ყოფნისას, ამაზე კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ.



ყველაზე მეტად 30 ნოემბერის დაბნელებას იგრძნობენ: ტყუპის, მშვილდოსნის, ქალწულისა და თევზების წარმომადგენლები. პირველი ორისთვის აქტუალური გახდება საქმიანი და პირადი ურთიერთობები, პოპულარობა და იმიჯი. ეცადეთ, არ შეილახოთ ეს სფეროები. ქალწულსა და თევზებს შეიძლება უსიამოვნებები შეექმნათ სამსახურში. გაურკვევლობამ იჩინოს თავი უფროსთან კონტაქტისას. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან. ვერძები და სასწორები უკეთ შეძლებენ სოციუმში თავის წარმოჩენას. გაუუმჯობესდებათ საქმიანი კავშირები. ლომსა და მერწყულს შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოუნდებათ. შეიძლება გაიჩინოთ ან ახალი მეგობრები, ან გავლენიანი მფარველები. რაც შეეხებათ კუროებს, ლომებს, მორიელებსა და თხის რქებს შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ადამიანებმა ჩაგითრიონ თავიანთ საქმეებში. თუმცა, გაფრთხილდით და გახსოვდეთ, რომ კარგმა საქმეებმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს თქვენს პერსონას.


საინტერესო, მოვლენებით დატვირთული წლის ბოლო გველოდება. მოგიწოდებთ, რომ იყოთ დაკვირვებული და ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღებისას, საქმეების მოგვარებისას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.


ასევე ნახეთ:


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
2553
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2553
  
2020, 24 ნოემბერი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1