x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით
image


დეკემბერში ზოგიერთი პლანეტა გრანდიოზული ცვლილებისთვის გვამზადებს და პირველები იუპიტერი და სატურნი იქნებიან. ისინი დატოვებენ თხის რქის ნიშანს და მერწყულში გადაბრძანდებიან. ვირტუალურობა, ტექნოლოგიები, სოციალური სამართლიანობა, საზღვრების გაფართოება ქვეყნებსა და ადამიანებს შორის - აი, ის ძირითადი საკითხები და თემები, რასაც უნდა ველოდოთ.


ტალღის ქიმზე აღმოჩნდებიან მერწყულები. ეს ზოდიაქის ყველაზე პროგრესული ნიშანია. ამ ნიშნით დაიბადა ყველაზე მეტი რევოლუციონერი და მეცნიერი.


19 დეკემბრიდან ყველა მერწყულის (საზოგადო მოღვაწეებით დაწყებული რელიგიური წარმომადგენლებით დამთავრებული) ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებები. ყველგან, ყველა სფეროში მოგინდებათ სიახლეების დანერგვა.



11-12 დეკემბერს ცაზე მომხდარი ცვლილებების გამო ლომები და მშვილდოსნები სხვანაირად შეხედავენ ავტორიტეტებს, მამას. ქალებმა შეიძლება სხვანაირად შეაფასონ ქმარი, ქორწინება, განქორწინება. გარკვეული პირობები წაუყენონ პოტენციურ საქმროს.


14 დეკემბრის ახალმთვარეობა მშვილდოსნებს სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება. თქვენს ცხოვრებას მეტი ნათელი ფერი შეემატება. შეძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას. შეიძლება ან თავად შეიცვალოთ, ან გარემო თქვენ გარშემო. თავში მოგივათ ახალი იდეები. 15-ში სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და გაგიუმჯობესდებათ როგორც პირადი ცხოვრება, ასევე ფინანსური სფერო.


10 დეკემბრიდან პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით კუროებს, სასწორებსა და მორიელებს. ვენერა პლუტონის ასპექტი მოგცემთ შანსს, უმტკივნეულოდ შეცვალოთ თქვენი სასიყვარულო სფერო, ცხოვრებისეული კურსი და ფინანსური სფერო. შეიძლება შეგეცვალოთ სიმპათის ობიექტი, განსაკუთრებით, თუ თქვენი სიყვარული უპასუხოა. შეგეცვალოთ ბანკი, სადაზღვევო კომპანია.


კუროებს ცვლილებები ელით სხვა ადამიანის - საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის - ინიციატივით. მშვიდად გაივლით იმ სიტუაციას, რაც ადრე კრიზისად მოგეჩვენებოდათ.


სასწორებს ფინანსურ სფეროში ელით ცვლილება. კორექტივებს შეიტანთ ხარჯში, შეიძლება შეცვალოთ სამემკვიდრეო სია, ინვესტიციის სფერო ან სულაც სარფიანად განახორციელოთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.


მორიელებს ტრანსფორმაცია შეეხება გარეგნობას. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად, ახალი სტილის მოსანახავად. ზოგიერთმა შეიძლება პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს. შეგეცვლებათ მოსაზრება სიყვარულზე, პარტნიორზე, შემოქმედებით სფეროზე.


21-25 დეკემბრის პერიოდში პლანეტები მარსი და პლუტონი წაეჩხუბებიან ერთმანეთს. რასაც ყველაზე მძაფრად ვერძები შეიგრძნობენ. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდებით - ან უნდა შეცვალოთ, ან მოიცილოთ არააქტუალური, ან წააგოთ.


იყავით დაკვირვებული, რათა მინიმუმამდე შეამციროთ დანაკარგები, წაგება. ნუ ინერვიულებთ, ის, რაც წასასვლელია, თქვენთან მაინც დიდხანს არ დარჩებოდა. მიმართეთ ენერგია სწორი მიმართულები და თავად გათავისუფლდით ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან. განსაკუთრებით ისეთებისგან, რასთანაც ცუდი მოგონებები გაკავშირებთ. ზოგიერთმა შეიძლება მომაბეზრებელ სამუშაოს დაანებოს თავი. ზოგმა კი შეიძლება ძველი სახლი დაანგრიოს, ახალი, მოხერხებული და მეტად ლამაზი რომ ააშენოს.


25 დეკემბერს ცვლილებები ელით კიდევ სამ ნიშანს: ტყუპს, ქალწულსა და თხის რქას. გონების მართველი პლანეტად მერკური სიახლეების პლანეტა ურანს დაუმეგობრდება, რაც მოგიტანთ ახალ იდეებს, ახალ მეგობრებს. შეიძლება გაისეირნოთ თქვენთვის აქამდე უცნობ ადგილებში. აღმოაჩინოთ ახალი ფილმი, წიგნი. ცხოვრება შეგიცვალოთ ერთმა ზარმა, წერილმა, შეხვედრამ.


27-28 დეკემბერს მზისა და ურანის დამეგობრების გამო ცხოვრების შავ ფონს მოიცილებენ ლომები და მორიელები. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება სწრაფად და საფუძვლიანად. იქ, სადაც იყო ყრუ კედელი, ფართე კარი გაიჭრება. მორიელებს მიეცემათ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. გარემოს, სანაცნობო წრის შეცვლის საშუალება. შეიძლება მოძებნოთ ახალი სამსახური, სასწავლო ცენტრი, შეიცვალოთ ინსტიტუტი. ან ჰობიმ მოგიტანოთ შემოსავალი. რაც შეეხებათ ლომებს, შანსი მოგეცემათ, რომ შეიცავლოთ საცხოვრებელი მისამართი. უკონფლიქტოდ გაიყოთ მემკვიდრეობა, უძრავი ქონება.


31 დეკემბერს კუროებს, სასწორებსა და მშვილდოსნებს შანსი მოგეცემათ, გათავისუფლდეთ ძველი გრძნობებისგან. აგრეთვე, სიყვარულში არსებული შიშებისა და კომპლექსებისგან. ახალ ურთიერთობას ნეგატიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ნუ ააგებთ. მარტივად დაივიწყებთ მათ, ვინც ცუდის მეტი არაფერი მოგიტნათ ცხოვრებაში.


ასევე ნახეთ:


როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები


რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
3226
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0