x
image
ზურა7
Bugatti Veyron - სუპერ ავტომანქანა

image Bugatti Veyron - ყველაზე ძვირადღირებული, ყველაზე ძლიერი და ყველაზე სწრაფი ავტომობილია მთელს მსოფლიოში, რომლითაც სიარული ნებადართულია საზოგადოებრივ გზებზე, რომლის წარმოებაში ჩაუშვა Volkswagen AG–ს ფილიალმა - Bugatti Automobiles S. A.S. ეს უნიკალური ავტომობილი იყიდება ლეგენდარული მარკის Bugatti–ის ბრენდის ქვეშ.
Bugatti წარმოების ისტორია იწყება 1999 წელს. პირველი მცდელობა შორს იყო იდეალური სუპერმანქანისგან, როგორიც Volkswagen–ის თავმჯდომარეს – ფერდინანდ პიეხს სურდა. მანქანას ჰქონდა სუსტი ძრავა, ხოლო გარეგნულად უფრო მდიდრული იყო, ვიდრე სპორტული.
2001 წელს, ჟენევის ავტოსალონში გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა წინასერიული ა/მანქანა Bugatti EB 16/4 Veyron. მას შეცვლილი ჰქონდა არამხოლოდ სახელი, არამედ მთლიანი სისტემა: ძრავა შედგებოდა V–ს ფორმის ორი ბლოკისგან, 8-8 ცილინდრით, ხოლო მისი დიზაინი მკვეთრად სპორტული გახდა.
2005 წელს, Volkswagen–ის ახლადაშენებული ქარხნის კარიდან გამოვიდა პირველი სერიული მანქანა Bugatti Veyron 16.4. ავტომობილის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა არ აღემატება 300 ერთეულს, ხოლო ფასი 2 მილიონი აშშ დოლარს სცდება.
image Bugatti Veyron–ის მაქსიმალური სიჩქარედ ოფიციალური გამოცდის შედეგად დადგენილია 407 კმ/სთ, 100 კმ/სთ–მდე სიჩქარის განვითარებისათვის საჭიროებს 2, 5 წამს; 200 კმ/სთ სიჩარის განვითარებიოსათვის 7, 3 წამს; ხოლო 300 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 16, 7 წამს.
ამის გამო Bugatti Veyron არამხოლოდ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მანქანაა, არამედ ყველაზე დინამიურ სერიულ ა/მანქანა ისტორიაში. იგი ასევე იკავებს პირველ ადგილს საწვავის მოხმარების მხრივაც, რადგან ღია დროსელირების შემთხვევაში 100 კმ/სთ–ზე 125 ლიტრ საწვავს საჭიროებს. ქალაქში სიარულისას 40, 4 ლიტრს, ხოლო ავტობანზე 14, 7 ლიტრს!
ყოველდღიური მოხმარების რეჟიმში მაქსიმალური სიჩქარე 377 კმ/სთ–ია. 220 კმ/სთ სიჩქარის განვითარების შემთხვევაში ჰიდრავლიკა წევს ავტომობილს და კლირენსი შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 8, 9 სმ. ამავდროულად კორპუსის უკანა ნაწილიდან იწევა “ანტიკრილო“, რომელიც საჭიროებს აუცილებელ დამწოლ ძალას. იმისათვის, რომ განვითარდეს მაქსიმალური სიჩქარე, მძღოლმა სპეციალური გასაღების მეშვეობით უნდა გაააქტიუროს მოძრაობის ჩქარი რეჟიმი, რომელიც იზღუდება ელექტრონიკაზე 407 კმ/სთ–ის სიჩქარის განვითარებისას, საბურავის ნაადრევად ცვეთის თავიდან აცილების მიზნით.
image Bugatti Veyron–ზე აყენია უნიკალური ნახშირკერამიკული სამუხრუჭე დისკები.. 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარების შემდეგ, დამუხრუჭებისას ამოქმედდება ანტიკრილო, რომელიც აეროდინამიკური მუხრუჭის როლს ასრულებს. მაქსიმალური სიჩქარის განვითარების პროცესში დამუხრუჭებისას, სრული გაჩერებისთვის ესაჭიროება 10 წამი. ამავდროულად, ა/მანქანას აჩერებს სწორხაზოვანი ტრაექტორიით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამუხრუჭებისას გამოყენებულია ხელის მუხრუჭი.

4
122
14-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
122
  
2013, 31 აგვისტო, 1:53
ყველა სისწრაფის მოყვარულის საოცნებო მანქანაა
2012, 14 ნოემბერი, 14:34
მართლაც მაგარია
2012, 5 ნოემბერი, 20:28
მაგარია ბუგატი!
2012, 31 ოქტომბერი, 15:02
++++++++++++
0 1 4