x
image
ქეთი1988
Mediator image
იდუმალებით მოცული ადგილები, რომლებიც Google Maps ის საშუალებით აღმოაჩინეს

ოდესმე გქონიათ იმის სურვილი, მსოფლიო დაგეთვალიერებინათ ისე, რომ საწოლიდანაც არ ამდგარიყავით? სერვისი Google Maps სწორედ ამის საშუალებას იძლევა, ხოლო მისმა აღმოჩენებმა შეიძლება გაგვაოცოს კიდეც:

1. “უცხოპლანეტელის სახე" ანტრაქტიდა- მაშინ, როდესაც ეს “აღმოჩენა" გამოჩნდა ანტრაქტიდის მთებში, ის უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებად და მათი თავდასხმის მცდელობად შერაცხეს. თუმცა უფრო მარტივი ახსნაც არსებობს, ისეთი, როგორიცაა ქანების თავისებური ფორმირება, რომელსაც ჩვეენ, ადამიანები რაღაც ზებუნებრივთან ვაკავშირებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?image

2. ხვრელებიანი ზოლები, პერუ- ხაზები დაახლოებით 1.4-1.5 კმ. სიგრძისაა და 6 000 სხვადასხვა სიღრმის და დიამეტრის ხვრელს შეიცავს. საწყისი კი პისკოს დაბლობზე აქვს, აი ბოლო კი პერუს ანდებში იკარგება. შთამბეჭდავად გამოიყურება სიმაღლიდანაც. გარდა ამისა, ამ ხაზების დანიშნულება დღემდე უცნობია. ზოგი არქეოლოგი ვარაუდობს, რომ ამ ხვრელებს მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ, ზოგიც თვლის, რომ იქ გარდაცვლილებს მარხავდნენ. ფაქტი კი ისაა, რომ 1933 წლიდან ბჭობენ ამ ამდგილის დანიშნულების შესახებ და დღემდე ვერ გაურკვევიათ.image

3. ხელოვნური კუნძული, ნიდერლანდები -კუნძული ნიდერლანდებში, ტბა კეტელმერის ცენტრშია და გეოლოკაციის ფორმა აქვს. 1 კმ. დიამეტრის მქონე ხელოვნურ კუნძულს ეისელოგი ჰქვია და დაბინძურებული ლამის შესანახად იყენებენ.image

4. გიგანტური სამკუთხედი, აშშ- ერთი შეხედვით მისტიკური ადგილი არიზონას შტატში მდებარეობს. 1956–1966 წლებში ის ამერიკის საჰაერო ძალების ბაზა იყო, დღეს კი მიტოვებულია.image

5. თითის ანაბეჭდი, დიდი ბრიტანეთი- გიგანტური თითის ანაბეჭდი ჰოუვის ცენტრალურ პარკში მდებარეობს. ის ხელოვანის, კრის დრურის ბრტყელი სკულპტურაა, რომელიც 2006 წელს შექმნა და ასახავს ცხოვრებაში მოგზაურობას.image

6. იდუმალებით მოცული ხაზები. ჩინეთი- ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა ხალხს მოსვენებას. ნახატები გობის უდაბნოში მდებარეობს და როგორც ამბობენ ის ჩინელების ჯაშუში-თანამგზავრების დაკალიბრებისთვის გამოიყენება.image

7. ფერადი აუზები, აშშ- გასაოცარი ფერის აუზები იუტას უდაბნოში თვალისმომჭრელ კონტრასტს ქმნის უდაბნოს ქვიშებთან. სინამდვილეში კი ის კალიუმის ქლორიდის მოსაპოვებლად გამოიყენება.image

8. მემორიალი უდაბნოში, აფრიკა- 1989 წელს საშინელი ავიაკატასტროფა იყო, ტერაქტის შედეგად განადგურდა McDonnell Douglas DC-10 ავიალაინერი ტენერის უდაბნოს თავზე. 2007 წელს სწორედ ამ კატარსტოფის მე-18 წლისთავი იყო და ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე ეს მემორიალი შეიქმნა.image

9. გიგანტური სამიზნე, აშშ- უცნობია ეს უბრალო ხუმრობაა თუ არტ-ობიექტი, მაგრამ ამბობენ, რომ სამიზნეს აეროფოტოკადაღების დაკალიბრებისთვის იყენებენ.image

10. ბონუსად კი უბრალოდ ჩაძირული მანქანა ბაჰამის კუნძულებზეimage


0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0