x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გაერომ ჭეშმარიტად ბიბლიური მასშტაბის შიმშილის საფრთხის შესახებ განცხადება გააკეთა
image


გაერომ მოამზადა მოხსენება, რომლის თანახმად, სულ მცირე, ორი ათეული სახელმწიფო შეიძლება უახლოეს მომავალში მასობრივი შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. სიტუაციას ამძიმებს კორონავირუსის პანდემია, საერთაშორისო არასტაბილური მდგომარეობა და სურსათის ფასების ზრდა.





გაეროს ექსპერტების აზრით, შიმშილის ყველაზე მაღალი რისკია იემენში, ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში და ბურკინა ფასოში.




ამასთან, ეს შიმშილი შორსს არაა არაერთი ქვეყნებისგან, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მწვავე საკვები კრიზისი. შიმშილის საფრთხე ემუქრება ბევრ ქვეყანას, მათ შორისაა სირია, ლიბია, ავღანეთი, ვენესუელა და სხვა.





გაერო აცხადებს, რომ სიტუაცია დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ, გლობალურ პრობლემებზე, არამედ, კონკრეტულ რეგიონებში ამინდის პირობებზე, აგრეთვე, დონორი ქვეყნების სურვილზე, რომ ჰუმანიტარული დახმარება გასწიონ.





მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბისლიმ. მან თქვა, რომ დასუსტებულ ქვეყნებს ჭეშმარიტად ბიბლიური მასშტაბის შიმშილი ელოდებათ და დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი მსოფლიოში სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.




მსოფლიო კვების ორგანიზაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად მინიმუმ 5 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. - თქვა ბისლიმ.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0