x
მეტი
  • 23.01.2021
  • სტატია:107146
  • ვიდეო:350379
  • სურათი:474670
იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს

image

კორონავირუსმა შუასაუკუნეებისდროინდელი მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ტოსკანაში.

ამ თვალწარმტაც, იტალიურ რეგიონში, გადაწყვიტეს ააღორძინონ "ღვინის სარკმელები", რომლითაც ჯერ კიდევ 1630 წელს სარგებლობდნენ შავი ჭირის დროს. 2020 წლის მარტიდან, ტოსკანის ბარები და მაღაზიები ასე მუშაობენ: სარკმლიდან აწვდიან საკვებს და სასმელებს, რომ შემცირდეს კორონავირუსით დაინფიცირების რისკი. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია Culturole Buchette del Vino-ს საიტზე ნახავთ.

image

ცოტაოდენი ცნობები წარსულის შესახებ:

"ღვინის სარკმელები" – ელიტური რეზიდენციების კედლებში გაჭრილი პატარა სარკმელებია. პირველი ასეთი სარკმელი გაჩნდა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. ასეთ სარკმელებს ფლობდნენ მდიდარი ფლორენციელები და იყენებდნენ მუშებზე ღვინის გასაყიდად. "ადამიანებს შეეძლოთ დაეკაკუნებინათ პატარა ხის დარაბებზე და მიეღოთ ღვინის ბოთლები იმ იტალიური ოჯახებისგან, რომლებიც დღემდე აწარმოებენ ქვეყნის საუკეთესო ღვინოებს"–უხსნის Culturole Buchette del Vino-ს პრეზიდენტი მატეო ფაგლია გამომცემლობა Insider-ს.

იტალიაში შავი ჭირის დროს ღვინის გამყიდველებს, ისე როგორც არასდროს, ესმოდათ თვითიზოლაციის აუცილებლობა. ისინი იყენებდნენ "ღვინის სარკმელებს" იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გადაეცათ სასმელი და საკვები. უკვე იმ საუკუნეში ითხოვდნენ გამყიდვლები, რომ გადახდილი თანხა მეტალის თეფშზე დაედოთ, რათა ფულს ხელით არ შეხებოდნენ, შემდეგ კი თეფშის დეზინფექციას ძმრით ახდენდნენ.

image

"ღვინის სარკმელებს" იყენებდნენ 300 წლის განმავლობაში, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის კი გაყიდვის კანონები შეიცვალა. ამის შემდეგ სარკმელები დავიწყებას მიეცა, აღნიშნავს ფაგლია. 1966 წლის წყალდიდობის შემდეგ ბევრი ხის სარკმელი მთლიანად განადგურდა. "ეს მცირე სარკმელები კომერციული და სოციალური მოვლენაა უნიკალური ფლორენციასა და ტოსკანასთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმნიშვნელო კულტურული მემკვიდრეობაა, მაინც ტოსკანის განუყოფელი ნაწილია"-ამბობს მატეო.

მე-20 საუკუნის ჭირის გაჩენის შემდეგ, რომელსაც ჩვენ COVID-19 ვეძახით, ადგილობრივმა ბარებმა და რესტორნებმა კვლავ განაახლეს "ღვინის სარკმელები"–ღვინის, აპეროლ შპრიცის (იტალიური ღვინით დამზადებული კოქტეილი) და ჯელატოს (ნაყინის იტალიური ვარიანტი) ისინი ამ სარკმელებიდან ყიდიან.

image

image

image



იხილეთ ასევე:



# ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


# ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები


# კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები


# ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში


# ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა


# ხელის ჩამორთმევის ტრადიციის წარმოშობის ისტორია


0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0